რატომ იღუპებიან მცენარეები, რომლებსაც მაღაზიებში ვყიდულობთ

526

გადაგეგმარების დროს, ქმარს დიდხანს ვესაუბრებოდი ზამთრის ბაღისთვის კუთხის დატოვებაზე. მცენარეები ძალიან მიყვარს, ქოთნის ლამაზმანებს გვერდით გულგრილად ვერასდროს ვუვლი. თუმცა, უბედურება თავს ხშირად მატყდება – სუპერმარკეტებში ნაყიდი ყვავილები რამდენიმე კვირაში ხმება, სწორი მოვლის მიუხედავად. დიდხანს არ მესმოდა, თუ რატომ იღუპებიან მცენარეები, რომლებსაც მაღაზიაში ვყიდულობთ.

რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ, გადავწყვიტე, პრობლემის არსს ჩავსწვდომოდი. რამდენიმე მებაღესთან და ნაცნობთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რაში მდგომარეობს ამის მიზეზი. ჩემს ცოდნას უკვე აღარ ვაყენებ ეჭვქვეშ, გამოფიტულ მცენარეებს კი მარტივად ვაცოცხლებ. საინტერესოა, რა იწვევს მაღაზიის მცენარეების დაღუპვას, შეძენის შემდეგ? ახლავე გეტყვით იმასაც, თუ როგორ უნდა აღადგინოთ ისინი.

რატომ იღუპებიან მაღაზიის მცენარეები

მცენარის დაღუპვის მიზეზები 

1. სავაჭრო ცენტრების უმრავლესობა უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს მცენარეებისთვის შესაფერის პირობებს. მათ ავიწროვებენ დარბაზის ერთ კუთხეში, სადაც დღის შუქი ვერ აღწევს. დროთა განმავლობაში, ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ყვავილი – ჭკნება. დასუსტებული მცენარე დიდხანს ვეღარ ცოცხლობს.

2. მცენარის მთელი სილამაზე რომ წარმოაჩინონ, გამყიდველები ხშირად იყენებენ ზრდის სტიმულატორებსა და ჰიდროპონიკს (ნიადაგის გარეშე გაზრდა). მცენარე იწყებს ინტენსიურად ზრდას და ნაადრევად აყვავდება. მცენარე კვირტის ფორმირებაზე მთელ თავის ძალას ხარჯავს, თუმცა მას ვეღარ ივსებს. მალე იღუპება კიდევაც.

3. მცენარის მორწყვასა და შესუქებას ზომიერება სჭირდება. ბევრი სტიმულატორი და სასუქი, რომლებსაც გამყიდველები ქოთანს უმატებენ, სოკოს გაჩენასაც იწვევს ხოლმე. ფესვების ლპობას შეძენისას ნამდვილად ვერ შენიშნავთ. გადარგვის დროს კი უკვე შეიძლება გვიანი იყოს.

4. სხვა ქვეყნებიდან, ყვავილთან ერთად, პარაზიტებიც რომ არ ჩამოიყვანონ, მომწოდებლები ე.წ. სატრანსპორტო მასას იყენებენ. იგი ძალიან აუწყლოებს ნიადაგს. თუ ქოთანში სითხის დონეს არ მიაქცევთ ყურადღებას, მცენარე სწრაფად გახმება.

როგორ ვიხსნათ მცენარე

პირველ რიგში, გადარგეთ მცენარე ახალ ქოთანში. ასე შეძლებთ შესაფერისი ნიადაგის შერჩევათ. შეამოწმეთ ამ დროს ფესვთა სისტემაც: არის თუ არა იქ პარაზიტები, აღინიშნება თუ არა ლპობა. მოჭერით ყველა დაზიანებული მონაკვეთი, ჯანსაღი ფესვები კი წყალში 3 დღით მოათავსეთ. ამის შემდეგ, გადარგეთ მომზადებულ ქოთანში.

ეცადეთ, მცენარის ფესვები კარგად დაფერთხოთ, ძველი ნიადაგი მაქსიმალურად მოაშოროთ. გარეცხეთ მცენარე გამდინარე წყალში. უკეთესი იქნება, თუ ფესვებს კალიუმის პერმარგანატის მსუბუქ ხსნარში ჩაალბობთ. ასე შეძლებთ ფესვთა სისტემის დეზინფექციას.

არაკეთილსინდისიერი გამყიდველები ცდილობენ, საქონელი ნებისმიერ ფასად გაყიდონ. საბოლოოდ, ჩვენ ვიღებთ გამოფიტულ მცენარეს. სწორედ ამიტომ იღუპება იგი შეძენიდან მალევე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს