ხაჭოს ორცხობილა “სინაზე” მთელი ოჯახისთვის

6851

ხაჭოს ეს ორცხობილა მოსამზადებლად ძალიან მარტივია. მის მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო და განსაკუთრებული კულინარიული უნარები. თუმცა, ხაჭოსა და ქოქოსის კომბინაცია ორცხობილებს განსაკუთრებულ დახვეწილ გემოს მისცემს. ამასთან, ამით ხაჭოს შეაყვარებთ მათ, ვისაც არ უყვარს რძის პროდუქტი. არადა, ძალიან სასარგებლოა!

ხაჭოს ორცხობილები

ინგრედიენტები:

  • 250 გ მშრალი ხაჭო
  • 80 გ კარაქი
  • 180 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ს.კ. ქოქოსის ფანტელი

მომზადება

1. დიდ თასში მოზილეთ ხაჭო, მარილი და რბილი კარაქი. ეს უკანასკნელი კუბებად უნდა დაჭრათ.

2. ახლა დიდხანს ჭყლიტეთ ხაჭო ჩანგლით, ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

3. ამის შემდეგ, თასს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოურიეთ კარგად.

4. შემდეგ მოზილეთ ცომი ხელებით, სანამ ცომი ხელებზე მიკვრას არ შეწყვეტს. რაც უფრო მშრალ ხაჭოს აიღებთ, მით უფრო ნაკლები ფქვილი დაგჭირდებათ.

5. დაყავით ცომი 2 ნაწილად. ორივე ნაწილი გრძლად გააბრტყელეთ, 2-3 მმ სისქეზე.

6. შემდეგ მოჭერით ყველა უსწორმასწორო კიდე და მიიღეთ გრძელი სწორკუთხედი.

7. მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ შაქარი და ქოქოსის ფანტელი.

8. ახლა დაახვიეთ ძალაინ მჭიდრო, გრძელ მილაკად – უნდა მიიღოთ გრძელი, თხელი ხვეულა. ამის შემდეგ, დაჭერით იგი 5-სანტიმეტრიან თანაბარ ნაწილებად.

9. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. სანამ იგი ხურდება, დაალაგეთ ხაჭოსა და ქოქოსის ხვეულები საცხობ ლანგარზე (პერგამენტი წინასწარ უნდა ჩააფინოთ).

10. აცხვეთ დაახლოებით 20 წუთით. ხვეულები ძალიან ნაზი და არომატული გამოვა! ხაჭოსა და ქოქოსის ეს სასიამოვნო შერწყმა აუცილებლად მოგეწონებათ.

აი, ასეთი მარტივი და დახვეწილი დესერტი გამოდის. ხვეულები შესანიშნავად ჩაანაცვლებს ჩვეულ ფხვიერ ორცხობილებს და გაამრავალფეროვნებს ოჯახურ სადილს. თუ თქვენს შვილებს ხაჭო არ უყვართ, გარწმუნებთ, ეს დესერტი აუცილებლად მოეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს