თეთრი ტანსაცმელი ძალიან ლამაზია, ხოლო თეთრ სუფთა საწოლში დაძინება სასიამოვნოა. თეთრ კაბასა თუ კოსტიუმში თავს კომფორტულად ცოტა თუ გრძნობს: ნებისმიერ წამს შეიძლება დაისვაროთ. ღია ფერის ტანსაცმელი სიმდიდრესთან ასოცირდება, ხოლო პრაქტიკული ხალხი მუქი ფერის ტანსაცმელს ირჩევს. განა ეს მოსაწყენი არაა? უბრალოდ ნივთების სწორად გარეცხვა უნდა ისწავლოთ და იცოდეთ, რომელი საშუალება გამოიყენოთ თეთრეულის და ნივთების გასათეთრებლად.
ძალიან ბევრი მათეთრებელი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველა უსაფრთხო არაა. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი საშუალების გამოყენება სჯობს სახლის პირობებში ნივთების გასათეთრებლად. ჩვენ გასწავლით, თუ რომელი ნატურალური მათეთრებელი გამოიყენოთ ბავშვების ტანსაცმლის გასარეცხად. არჩევანი გაქვთ.
თეთრეულის მათეთრებელი საშუალებები
ასპირინი
ასპირინი ნივთებს კარგად ათეთრებს და ტანსაცმლიდან ყვითელ ლაქებს აქრობს. 5 აბი ასპირინი თბილ წყალში გახსენით, შემდეგ ნივთები 20 წუთით ამ ხსნარში ჩაალბეთ. ამის შემდეგ წყალი გაავლეთ და სარეცხ ფხვნილში ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
დიასახლისის საპონი
ასეთი მეთოდი ქვედა საცვლების და მაქმანებიანი ნივთების გასათეთრებლად გამოგადგებათ. ცოტა მარგანცოვკა ტაშტში ჩაასხით, აქვე 2 ს/კ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ცხელი წყალი დაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ ნივთებს წყალი კარგად გაავლეთ. შეგიძლიათ ფხვნილში აღარ გარეცხოთ, ძველი კეთილი საპონი ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება.
წყალბადის ზეჟანგი
ქლორის შემცველი საშუალებისგან განსხვავებით წყალბადის ზეჟანგი ნატურალურ ქსოვილებს ნაზად ათეთრებს. ბამბის და სელის ქსოვილის გასათეთრებლად 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და მდუღარე წყალი დაგჭირდებათ. გარეცხვამდე ნახევარი საათით ნივთები ჩაალბეთ. ასევე შეგიძლიათ გაათეთროთ ბეწვის და აბრეშუმის ნივთები. ოღონდ ამ შემთხვევაში, წყლის ტემპერატურა 30 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
ლიმონის წვენი
კიდევ ერთი მათეთრებელი, რომელიც ქსოვილს ნაზად ათეთრებს. ერთი ლიმონი დაჭერით და ცხელ წყალში დააყენეთ. შემდეგ ამ წყალში ნივთები 40 წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ. საშუალება ცხიმის და ოფლის ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება. დელიკატური ნივთების გასარეცხად გამოგადგებათ.
სუფრის ძმარი
წყალს არბილებს და ნებისმიერ ძვირადღირებულ მათეთრებელ საშუალებას ჯობნის. ძმარი ცხიმიანი საჭმლის და სოუსის ლაქებს ათეთრებს და აქრობს, ასევე უსიამოვნო სუნს აქრობს. 2 ლ ცხელ წყალში 250 მლ თეთრი ძმარი გახსენით. ტანსაცმელი ძმრიან წყალში მთელი ღამე გააჩერეთ. შემდეგ ნივთები სარეცხ მანქანაში ფხვნილით გარეცხეთ.
სოდა
კარგი მათეთრებელი საშუალება საბავშვო ნივთებისთვის. სოდა კარგად ირეცხება და ბავშვის ნაზ კანს არ აღიზიანებს. გასათეთრებლად 6 ს/კ სოდა თბილ წყალში გახსენით და 4 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ წყალში კარგად გაავლეთ.
ზემოთ მოცემული თითოეული მათეთრებელი საშუალება ნებისმიერი დიასახლისისთვის ხელმისაწვდომია, ამასთან ნივთებს შესანიშნავად ათეთრებს. გარდა ამისა, დარწმუნებული იქნებით, რომ ნატურალური მათეთრებელი ქსოვილს აგრესიული ზემოქმედებით არ დააზიანებს. გამოდის, ადამიანისთვის სავსებით უსაფრთხოა. თქვენ როგორ ათეთრებთ ნივთებს სახლის პირობებში?