როგორ გამოვრეცხოთ ბოცადან ჭუჭყი და მწვანე ნადები

23825

ჩემი დედამთილი სოფელში ცხოვრობს. მისი ეზოს ჭაში უგემრიელესი წყალია. ჩვენ სპეციალურად ჩაგვაქვს 20-ლიტრიანი ბოცები იმისთვის, რომ გრილი წყალი სახლისთვის მოვაგროვოთ. აი, ამჯერადაც წავიღე ორი ცარიელი ბოცა. თუმცა, მხოლოდ ჩასვლისას შევნიშნე, რომ ორივეს ფსკერზე მწვანე ნადები დადებულა. არ ვიცოდი, როგორ გამომერეცხა ბოცა სრულყოფილად. ამაში დედამთილი დამეხმარა.

ეს საქმე ძალიან მარტივი აღმოჩნდა. თურმე, ამის გაკეთება რამდენიმე გზით შეიძლება. მაშინვე გამოვცადე ყველა. შედეგმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. ბოცები ახალივით გახდა. ფსკერზე კი ნადებისგან კვალიც კი აღარ დარჩა. აი, როგორ უნდა მოიქცეთ.

როგორ გამოვრეცხოთ ბოცა

1. სოდა და კვერცხის ნაჭუჭი

ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ სოდა, თბილი წყალი და კვერცხის ნაჭუჭი. ეს უკანასკნელი უნდა დაამსხვრიოთ, ოღონდ არც ისე წვრილად. ნაჭრები დაახლოებით 5-7 მმ ზომის უნდა იყოს. შესაფერისი რაოდენობის მოსაგროვებლად, 20-30 უმი ან მოხარშული კვერცხი იქნება საჭირო. ნაჭუჭი ერთგვარი “სკრაბის” როლს შეასრულებს.

ცალკე მოამზადეთ თბილი წყლისა და სოდის მასა. 1 ლ სითხეზე 50 გ ფხვნილია საჭირო. 20-ლიტრიანი ბოცის გამოსარეცხავად, 5 ლ ხსნარი დაგჭირდებათ. ჩაყარეთ ნაჭუჭი ბოცაში და დაასხით ხსნარი. გააჩერეთ 3-4 საათით.

ამ დროის გასვლის შემდეგ, აქტიურად შეანჯღრიეთ ბოცა. ანჯღრიეთ მანამ, სანამ ჭუჭყი და ნადები წყალს არ შეერევა. ამას 5-10 წუთი შეიძლება დასჭირდეს. ამის შემდეგ, გადაღვარეთ ნარეცხი წყალი და გამოავლეთ ბოცა სუფთა წყლით.

2. ბრინჯი და წყალი

მესმის, ამდენი ნაჭუჭის მოგროვება რთულია. ამიტომაც, დედამთილმა უფრო პრაქტიკული ალტერნატივაც გამაცნო. ჩაყარეთ ბოცაში ბრინჯი ან სხვა ბურღული, დაასხით წყალი და დაუმატეთ სარეცხი საშუალება. კარგად შეანჯღღიეთ, გამოავლეთ და მიიღეთ სუფთა ჭურჭელი.

3. ჭინჭარი

ამ მეთოდში, ცოტა არ იყოს, ეჭვი შემეპარა. თუმცა, ინტერესმა მაინც თავისი გაიტანა. მოვკრიფე ნედლი ჭინჭარი, ფოთლები ჩავყარე ბოცაში და დავასხი მდუღარე წყალი. დავაყენე 10 წუთით და უკვე კარგად ნაცნობ ნჯღრევაზე გადავედი. რა გეგონათ? ძალიანაც ეფექტური გამოდგა! წყალი გადავღვარე და ჭურჭლის აბსოლუტურად სუფთა კედლები აღმოვაჩინე.

სახლში საყვარელი წყალი სუფთა ბოცებით ჩამოვიტანეთ. პლასტმასის ჭურჭელი სამუდამო არაა, თუმცა, ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება ასეთი საშუალებებით ნამდვილად შეიძლება. მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია! თქვენ როგორ უმკლავდებით მწვანე ნადებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს