გამოცდილი ფსიქოლოგი: “ნუ ისაუბრებთ თქვენი წარუმატებლობების შესახებ ყველაზე ახლო ადამიანთანაც კი!”

282

ყველას მოსდის უსიამოვნება. პირველი, რაც უსიამოვნო მოვლენის შემდეგ გვინდება – ვიღაცისთვის ამის შესახებ მოყოლაა, რადგანაც ეს შვებას გვგვრის.

ადამიანის დუმილი

ღირს თუ არა ამის გაკეთება? ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. თქვენ გსურთ საკუთარი დარდის გაზიარება სხვისთვის იმ მიზნით, რომ პასუხად მხარდაჭერა მიიღოთ. გინდათ მოისმინოთ, რომ ეს თქვენი ბრალი არ იყო და უბრალოდ არ გაგიმართლათ.

თუმცა, ადამიანის ფსიქოლოგია ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. შემთხვევათა უმეტესობაში, ზღვარგადასულ გულწრფელობას უფრო მეტი უსიამოვნება მოაქვს.

რატომ არ უნდა ისაუბროთ წარუმატებლობებზე

1. ჩვეულებრივ, ჩვენს პრობლემებზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ გაგება და თანაგრძნობა გვჭირდება. თუმცა, ხშირად, თანაგრძნობა სიბრალულში გადაიზრდება. ხოლო სიბრალული პატივისცემის დაკარგვაზეა დაფუძნებული. ადამიანები ზემოდან უყურებენ მათ, ვისაც საქმეები უარესად მისდის, ვიდრე თავად.

2. ხშირად, ადამიანები გამოიმუშავებენ მსხვერპლის დადანაშაულების სინდრომს. მათ იმდენად ეშინიათ მსგავს სიტუაციაში მოხვედრა, რომ ცდილობენ, ყოველთვის მსხვერპლი დაადანაშაულონ იმაში, რაც თავს დაატყდა. მაგალითად, თუ ვიღაცას მოატყუებენ ან გაანაწყენებენ, ესე იგი, მსხვერპლმა მისცა მას ამის საშუალება. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი წუწუნის შემდეგ დამნაშავე თავადვე აღმოჩნდებით.

3. თუ ინფორმაციას საკუთარი დაუცველი მდგომარეობის შესახებ ავრცელებთ ბევრ ადამიანთან, შეიძლება არაკეთილსინდისიერი პირები მოიზიდოთ. ბევრი ადამიანი, თითქოს სვავები, ყოველთვის ხედავს ისეთ მსხვერპლს, რომლის ხარჯზეც შეძლებს ცხოვრებას. თუ ადამიანი დაუცველია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ თავდასხმა და სარგებლის გამონახვა. ამრიგად, ზედმეტი გულწრფელობა მეტ უსიამოვნებას გამოიწვევს.

4. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ, თუ საკუთარ წარუმატებლობებს ხმამაღლა გამოთქვამთ, ტვინს მსგავსი სცენარებისთვის აპროგრამებთ. განსაკუთრებით, თუ საკუთარ ემოციებზე ძალიან ემოციურად და ხშირად საუბრობთ.

5. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც სჭირდებათ საკუთარ უბედურებებზე საუბარი. პირველ რიგში, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც გულწრფელად უყვარხართ, საყვარელი ადამიანის დუმილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, როცა იცის, რომ რაღაც გიჭირთ და დახმარება სურს. მშობლები იმსახურებენ სიმართლეს, თუნდაც იმისათვის, რომ მხარი გულწრფელად დაგიჭირონ.

მეორე – ასეთი ხალხია სპეციალისტებიც. ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები არიან ადამიანები, რომლებსაც სპეციალიზებული განათლება აქვთ გადაუჭრელ სიტუაციებში დასახმარებლად.

ორი ადამიანის დუმილს, ხანდახან, გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვირე დაუსრულებელ საუბარს პრობლემებისა და ცხოვრებისეული წარუმატებლობების შესახებ.

თქვენ ვის უყვებით პრობლემების შესახებ?

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს