მაღაზიის დახლებზე სულ უფრო მრავალფეროვნდება მაკარონის სახეობები, რომლებიც იტალიურ ფილმებს გვახსენებს. მათ შორის ყველაზე ახალი სპაგეტია. აღმოჩნდა, რომ დიასახლისები ძველ ჩვევებს ამ ახალ პოდუქტზეც იყენებენ. მეც ასე ვიქცეოდი, სანამ გორდონ რამზიმ გადაცემაში “ჯოჯოხეთური სამზარეულო” არ გვასწავლა სპაგეტის მომზადება.
თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია: ჩვენ ხომ მაკარონს დიდი ხანია ვხარშავთ. თუმცა, თუ საუკეთესო შედეგის მიღება გსურთ, რამდენიმე საიდუმლო უნდა იცოდეთ. მთავარია, გაიგოთ, როგორ მოხარშოთ სპაგეტი სწორად. ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი მაკარონის მოხარშვასა და ნებისმიერი პასტას მომზადებას.
როგორ მოვხარშოთ სპაგეტი
- არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ! სპაგეტის მომზადება დიდ დროს ისედაც არ წაიღებს, ამიტომ პასტას მომზადებას ნუ იჩქარებთ.
- დადგით წყლით სავსე დიდი ქვაბი ცეცხლზე. რამდენად დიდი უნდა იყოს ქვაბი? ეს მოსამზადებელი მაკარონის რაოდენობაზეა დამოკიდებული. რამდენი წყალი უნდა ჩაასხათ? იმდენი, რომ სპაგეტი მთლიანად დაიფაროს.
- სანამ წყალი არ ადუღებულა, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, სპაგეტი რომ არ მიეწებოს.
- დაელოდეთ, სანამ წყალი არ დაიწყებს ჩუხჩუხს. მოათავსეთ ქვაბში სპაგეტის ერთი ბოლო და დაელოდეთ, სანამ არ დარბილდება. შემდეგ მაკარონი მთლიანად ჩაუშვით წყალში.
- ამზადეთ მაკარონი დროის მიხედვით. თუ გსურთ, მიიღოთ პასტა “ალ დენტე”, მაკარონი არ უნდა იყოს ზედმეტად რბილი. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ გადაიხარშოს.
- გადაღვარეთ ნახარში წყალი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი.
სულ ესაა. პასტას მომზადებას ბევრი და რთული საიდუმლო არ აქვს. სხვათა შორის, უნდა აირჩიოთ ის პროდუქტი, რომელიც ხორბლის მყარი სახეობებითაა დამზადებული. ასეთი მაკარონი არ გაგასუქებთ, ამასთან, იგი სავსეა ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით. პასტა უნდა იყოს ქარვისფერი ან ოქროსფერ-მოყვითალო, გლუვი კიდეებით. გემრიელად მიირთვით!