ვაშლის გემრიელი და, რაც მთავარია, მსუბუქი დესერტი დღეისათვის დამსახურებულად პოპულარულია. ნებისმიერ ოჯახს აქვს თავისი საყვარელი რეცეპტი: შარლოტა, რულეტები, ღვეზელები, ნამცხვრები… მე ამ სიაში ვაშლის ხვეულების ჩამატებას გთავაზობთ.
პატარა, ზუსტად თითო ლუკმა ტკბილეული უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რამდენადაც ხრაშუნა ცომისა და კარამელიანი ვაშლის გულსართის შერწყმა ტკბილიჭამიებს ძალიან მოეწონებათ.
ინგრედიენტები გულსართისთვის:
- 4 ვაშლი
- 200 გ შაქარი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- ლიმონის ცედრა (სურვილისამებრ)
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 125 გ კარაქი
- 630 გ ფქვილი
- 125 გ კარაქი
- 125 გ კეფირი
- 75 გ კეფირი
- 10 გ ვანილის შაქარი
- 1 ს.კ. სახამებელი
- 1 ჩ.კ. კურკუმა
- 1 კვერცხი
მომზადება
1. გაფცქვენით ვაშლი, მოაშორეთ გული. აირჩიეთ მჟავე, წვნიანი სახეობა.
2. დახეხეთ ხილი მსხვილად. სურვილისამებრ, დაუმატეთ ვაშლს ლიმონის ცედრაც.
3. გაახურეთ ტაფა, მოათავსეთ მასზე დახეხილი ვაშლი და შაქარი. თუ ვაშლი ტკბილია, ნაკლებ შაქარს ავიღებდი… თუმცა, ეს თქვენი სურვილისამებრ უნდა გააკეთოთ. მოურიეთ, ვაშლმა წვენი რომ გაუშვას. შეწვით ნელ ცეცხლზე 20-25 წუთით.
4. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ დარიჩინი, კიდევ ერთხელ მოურიეთ და გააგრილეთ.
5. ამავდროულად, დაკავდით ცომის მომზადებით. დიდ თასში შეურიეთ დარბილებული კარაქი, ზეთი, კეფირი, ვანილის შაქარი, შაქრის პუდრა, სახამებელი და კურკუმა.
6. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
7. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხი და, ფქვილის თანდათან დამატებით, მოზილეთ ცომი. კურკუმა, როგორც ხედავთ, ცომს გაჯერებულ, მხიარულ ფერს მისცემს.
8. დაამრგვალეთ ცომი, დაყავით იგი პატარა ნაჭრებად და გააკეთეთ წაბლის ზომის ბურთულები.
9. გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა წაგრძელებულ კვერად. მისი სიგანე ცოტათი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე ჩაის კოვზის პირი. სიგრძე – 2-2.5-ჯერ მეტი.
10. გადაანაწილეთ 1 ჩ.კ. გულსართი კვერის ზედაპირზე.
11. დაახვიეთ მილაკებად. გაიმეორეთ პროცედურა ყველა კვერზე.
12. დაალაგეთ ხვეულები ლანგარზე, წინასწარ საცხობი ქაღალდი დააფინეთ.
13. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და აცხვეთ ხვეულები 30 წუთამდე.
14. სულ ესაა, ვაშლის ხვეულები კარამელის შიგთავსით მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
ახლა უბრალოდ დაალაგეთ ხვეულები თეფშზე, მოაყარეთ შაქრის პუდრა, დააყენეთ ჩაი და მიიწვიეთ ოჯახის წევრები. ამ დესერტის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ თეფშიდან ძალიან სწრაფად ქრება, ამიტომ, გირჩევთ, თქვენ მომზადებისთანავე მიირთვათ რამდენიმე ცალი – შეიძლება აღარ დაგიტოვონ.