გოგრის ცუკატები: ჯანსაღი და გემრიელი ტკბილეული მთელი ოჯახისთვის

899

ცუკატები კარგია იმით, რომ მათი მომზადება შესაძლებელია მარაგად, წინასწარ, ხოლო შემდეგ, დიდი ხნით ინახება და გამოიყენება სხვადასხვა ნამცხვრის შიგთავსად თუ უბრალოდ სასუსნავად.

გოგრის ცუკატები

შეგიძლიათ, ეს გემრიელობა მხოლოდ იმისთვის მოამზადოთ, რომ ხელთ ყოველთვის გქონდეთ ნატურალური და სასარგებლო ტკბილეული.

გოგრის ცუკატების მომზადება საშინაო პირობებში ძალიან მარტივია! ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ გოგრები, რომლებიც გაქვთ და არ იცით, სად წაიღოთ.

ინგრედიენტები

  • 2 კგ გოგრა
  • 2 კგ შაქარი
  • 1.5 ლ წყალი
  • 2 ფორთოხალი
  • მიხაკი
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ და კუბებად დაჭერით გოგრა.

2. ახლა სიროფი უნდა მოამზადოთ: გახსენით შაქარი წყალში და აადუღეთ.

3. ხარშეთ გოგრა სიროფში 5 წუთით, შემდეგ დაუმატეთ წყალში მიხაკი და დარიჩინის ჩხირები. სასურველია, სწორედ ისეთი ჩხირები იყოს, როგორიც ფოტოზეა, თუ არ გინდათ, რომ ცუკატებზე ყავისფერი ნადები გაჩნდეს.

არ დაგავიწყდეთ წყალში ფორთოხლის წვენისა და ცედრის დამატებაც. შეგიძლიათ ლიმონის გამოყენებაც, იმის მიხედვით, თუ რომლის არომატი უფრო მოგწონთ.

4. აადუღეთ კიდევ ერთხელ და ხარშეთ 5 წუთით. ასეთი ციკლი აუცილებლად უნდა გაიმეოროთ 3-5-ჯერ. რაც უფრო მეტჯერ მოხარშავთ ცუკატებს, მით უფრო ლამაზი და გამჭვირვალე გამოვა ისინი.

5. გადაღვარეთ სიროფი(მისი გამოყენება შეიძლება კისელის ან ნამცხვრების მოსამზადებლად). ცუკატები დაალაგეთ ქაღალდზე და გამოაშრეთ(ეს ღუმელშიც შეგიძლიათ გააკეთოთ).

6. იერისა და გემოს საუკეთესოდ შენახვისთვის, მოაყარეთ ცუკატებს სიმინდის სახამებელი და შეინახეთ თავდახურულ ქილებში.

შეგიძლიათ, ახლავე დაიწყოთ ამ რეცეპტის წერა ერთბაშად რამდენიმე ფურცელზე – დამიჯერეთ, თუ სტუმარს ამ ტკბილეულს გაასინჯებთ, რეცეპტს აუცილებლად მოითხოვს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს