ბადრიჯანი სოკოს განწყობით ოლგა მატვეის რეცეპტით

0
526

ბადრიჯნის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული რეცეპტი შემოვინახე. როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნივრით ისე, როგორც სოკო, ოლგა მატვეისგან ვისწავლე. მისი რეცეპტით უკვე დიდი ხანია ვამზადებ და ყოველთვის გემრიელი გამოდის.

აქვე აღვნიშნავ: ამ კერძს ზედმეტი ფუსფუსი, რთული ინგრედიენტები და დიდი დრო არ სჭირდება. ამ სალათის გასინჯვისას ყველას ეჩვენება, რომ ნამდვილ სოკოს მიირთმევს.

ბადრიჯანი ნივრით ისე, როგორც სოკო

დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ ინსტრუქციას, როგორ მოამზადოთ ბადრიჯანი ხახვით და ნივრით არაჟნის სოუსში.

ინგრედიენტები:

  • 3 ბადრიჯანი
  • 1 თავი ნიორი
  • 3 ხახვი
  • 200 გრ არაჟანი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. ხახვი გაასუფთავეთ და მსხვილ კუბებად დაჭერით. ხახვი კარგად გახურებულ მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

2. ბადრიჯანი გაასუფთავეთ და მსხვილ კუბებად დაჭერით.

3. სოუსისთვის არაჟანი და დაქუცმაცებული მწვანილი აურიეთ. ოლგა მატვეი გირჩევთ, რამდენიმე ტოტი ოხრახუში და კამა გამოიყენოთ. ასევე დაპრესილი ნიორი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და კარგად აურიეთ.

4. ბადრიჯანი ხახვს დაუმატეთ, ოდნავ დაამარილეთ (დაახლოებით 1 ჩ/კ მარილი). აურიეთ და საშუალო ცეცხლზე სრულ მომზადებამდე თუშეთ.

5. არაჟნის სოუსი დაუმატეთ, აურიეთ. საშუალო ცეცხლზე ადუღების შემდეგ კიდევ 2 წუთით თუშეთ.

6. ესეც ასე, არომატული ბადრიჯანი სოკოს გემოთი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ბადრიჯანი ნივრით სოკოს გემოთი სჯობს სუფრაზე ცივი გაიტანოთ. ხახვს და ბადრიჯანს რაც უფრო მსხვილად დაჭრით, მით უფრო გემრიელი შესახედაობა ექნება.

შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ბადრიჯანი გამოიყენოთ, მთავარია პროპორციები დაიცვათ: ერთ ბადრიჯანზე ერთი ხახვი. აუცილებლად მოამზადეთ და ოჯახის წევრები ამ კერძს სათანადოდ დააფასებენ.