საშემოდგომო მოსავლის აღებისა და მიწის ნაკვეთის დალაგების შემდეგ, მიწათმოქმედების დიდი ნაწილი მიწასთან დაკავშირებულ საქმეებს მომავალ წლამდე დებს. მე კი მცენარეების დათესვას სწორედ ზამთრის პირას ვაპირებ. ეს საშუალებას მომცემს, ადრეულო მოსავალი ავიღო და გაზაფხულზე მომრჩეს დრო უფრო პრეტენზიული კულტურებისთვის. ასევე, გვიან შემოდგომაზე დათესილი მცენარეები უფრო ამტანი და მედეგია დაავადებებისადმი.
ამ საქმეში მთავარი სწორი თესლის შერჩევაა. სახეობები უნდა იყოს ყინვაგამძლე, გაზაფხულამდე რომ მიაღწიოს. მე შევადგინე სიდა 10 კულტურისგან, რომელთა დათესვა ზამთარში შეიძლება. საკუთარი გამოცდილებით ვიხელმძღვანელე და ავირჩიე საშემოდგომო დათესვისთვის ყველაზე შესაფერისი თესლის სახეობები. სწორი მიდგომის შემთხვევაში, მარტივად შეძლებთ ძლიერი მცენარეების მოყვანას.
მცენარის დათესვა ზამთრის პირას
ჭარხალი
შემოდგომაზე, დასათესავად ჩრდილოური სახეობების თესლს ვირჩევ. მათ შორისაა დეტროიტული, ზამთრისპირა, ყინვაგამძლე-19, ბრტყელი პოლარული, მრგვალი. ისინი იტანს დაბალ ტემპერატურებს. დამატებითი დაცვისთვის, დათესვის დროს, დაუმატეთ თხრილებში ცოტა ქვიშა. თესლი დარგეთ პირველი ყინვების დროს, თხრილებს კი არაფერი დააფაროთ.
სტაფილო
სტაფილოს არჩევისას, აირჩიეთ ნანტური, ლოსინის კუნძულის ან ვიტამინური სახეობა. შემოდგომაზე კარგი მორჩები რომ მიიღოთ, თხრილები უნდა მოამზადოთ. შეურიეთ მშრალი წიწვები ნიადაგს, მოაყარეთ თხრილებს. დათესილ თესლს დააფარეთ ცელოფანი. კარგად დატკეპნეთ თხრილებზე დაცემული თოვლიც.
ბოლოკი
ბოლოკის ყველაზე შესაფერისი სახეობებია: ზარია, სათბურის, კარმენი, სიმხურვალე, სპარტაკი. კულტურა სწრაფად იზრდება, ამიტომ დათესეთ იგი გვიან შემოდგომაზე ან დეკემბერში. ნიადაგი აუცილებლად მოყინული უნდა იყოს. თხრილების დასაცავად, დააყარეთ მცენარის ღეროების 20-სანტიმეტრიანი ფენა.
სიმინდი
ამ შემთხვევაში, ყინვაგამძლე სახეობების უდიდესი არჩევანი არსებობს. გირჩევთ, უპირატესობა ჰიბრიდულ ვარიანტებს მიანიჭოთ. იგი არამხოლოდ ამტანია, არამედ ადრეც მწიფდება. როგორც კი გაზაფხულზე პირველი მორჩები გაჩნდება, დაახურეთ ცელოფანი, რათა შესაძლო ყინვებისგან დაიცვათ.
ნიორი
ბოსტნეულს ოქტობრის პირველ ნახევარში თესენ. კბილები ყინვისგან და ადრეული ამოცენებისგან რომ დაიცვათ, ჩარგეთ 7 სმ სიღრმეში. დამატებითი სასუქისთვის, თხრილს დაუმატეთ ნეშომპალაც. მოერიდეთ ნივრის დარგვას ნესტიან ნაკვეთში.
სალბი
თუ არომატული სალბის მოყვარული ხართ, საუკეთესო დრო მისი დათესვისთვის ნოემბრის დასაწყისია. დარგვამდე კარგად გააშრეთ თესლი, შემდეგ კი დაახურეთ თხრილს ჩამოცვენილი ფოთლები. გამოიყენეთ მუსკატის სახეობა – იგი იტანს ყინვებს და აქვს ნაზი, სასიამოვნო არომატი.
ოხრახუში
ზამთაში დასარგავად გამოდგება მსხვილფოთლიანი სახეობები: “პაგოდა”, ხუჭუჭა, ბრიზი, ასტრა და უნივერსალი. ხოლო, თუ კულტურას ფესვებიანად დარგავთ, ზამთარშიც დატკბებით ახალი მწვანილით. მართალია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ზამთარი თბილი იქნება.
კამა
თესლების სწრაფი ამოცენების გამო, იგი მხოლოდ სტაბილური ყინვების დროს უნდა დაირგოს. ჰაერის ტემპერატურა დღით +2 °С-ს არ უნდა აღემატებოდეს. აირჩიეთ ისეთი სახეობები, როგორებიცაა “უდარნიკი”, “ჰერკულესი” და “სინაზე”. კამა არ მოითხოვს სასუქს ან განსაკუთრებულ მოვლას.
ძირთეთრა
სიცივე და მაღალი ტენიანობა ძირთეთრას თესლს უფრო ამტანს ხდის, რაც გაზაფხულზე მეგობრული მორჩების მიღების გარანტიას გვაძლევს. შესაფერისი სახეობებიდან ვარჩევ “სტუდენტს”, “საუკეთესოსა” და “ადრეულ მრგვალს”. დათესეთ მცენარე პირველივე ყინვის დროს, დაახურეთ ტორფისა და კომპოსტის 5 სმ-მდე სისქის ფენა.
ინდური კვლიავი
ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო კულტურაა. კარგად იტანს ყინვას და, პრაქტიკულად, არ მოითხოვს მომზადებას დასათესავად. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება – მოაყარეთ თხრილებს ტორფის თხელი ფენა.
ჩამოთვლილი მცენარეები შესანიშნავად იტანენ ზამთრის ყინვებს. მთავარია, ისინი შესაფერის დროს დათესოთ. მყისიერმა დათბობამ შეიძლება კულტურის არასასურველი ზრდა გამოიწვიოს, ახალი ყინვა კი მორჩებს დაღუპავს. მოკლედ, ზამთრის პირას დათესილი მცენარეები შესანიშნავ ადრეულ მოსავალს მოგცემთ. ამაში უკვე მრავალი წელია, ვრწმუნდები.