“67 წლის ვარ. შვილებს მათთან ცხოვრების უფლება ვთხოვე და უარი მითხრეს. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება

0
2470

მეგაპოლისებში ადამიანები უფრო მწვავედ გრძნობენ მარტოობას. არაფერია სასიხარულო იმაში, რომ ყოველდღე ხედავდეთ ათასობით ადამიანს, რომელთა შორისაც ერთი ნაცნობიც კი არ არის. მოხუცებული ადამიანისთვის კი ეს ყველაზე რთულია, რადგან სოლიდურ ასაკში ცოტას თუ შეუძლია ახალი ნაცნობებისა და მეგობრების შეძენა.

დღეს თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ მარტოსული სიბერის შესახებ, ასევე, გავიგებთ ამ საკითხზე ექსპერტების მოსაზრებებსაც. იქნებ, შევძლოთ იმის გაგება, თუ როგორ მოვიშოროთ მარტოობის შეგრძნება სიბერეში, და ეს ინფორმაციაც ბევრ დაეხმაროს ცხოვრების გამარტივებაში.

მარტოობის შეგრძნება

-“მე 67 წლის ვარ, მარტო ვცხოვრობ. ქმარი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ვაგრძელებ მუშაობას, რადგან ეს ერთადერთი საქმიანობაა, რომელიც მოწყენილობისგან მიხსნის. ბოლო წლებია, თითქოს ავტომატურად ვცხოვრობ, არაფერი მახარებს.

გატაცება არ მაქვს, არც ვეძებ, ალბათ, უკვე დავბერდი. ჩემი ვაჟის ოჯახს(3 შვილი ჰყავს) შევთავაზე ჩემს ბინაში გადმოსვლა, თუმცა რძალი წინააღმდეგია. ალბათ, არ უნდა უცხო ბებრუხანასთან ერთად ცხოვრება. 

ვიფიქრე, ჩემს ქალიშვილთან გადავალ-მეთქი, მაგრამ მას უკვე თავისი ოჯახი ჰყავს, არ ისურვებენ ბებრუხანას. თუმცა, მათთან სტუმრად ხშირად მივდივარ და ყოველთვის უხარიათ. ჩაის ვსვამთ, ვსადილობთ, ვსაუბრობთ. რაც უფრო ხშირად მივდივარ მათთან სტუმრად, მით უფრო მეტად აღარ მინდა შინ დაბრუნება…”

თამარი სვამს კითხვას, თუ როგორ გააგრძელოს ცხოვრება მარტომ. ეს ხომ ნორმალური არაა, რომ ცხოვრებაში, თუნდაც სოლიდურ ასაკში, აღარაფერი გახარებთ.

ამ ისტორიაში კარგი მხოლოდ ისაა, რომ ქალი თვითონაც ხვდება, რამდენად არანორმალურია ასეთი სიტუაცია, და ეძებს მისი გამოსწორების გზებს. ასეთ შემთხვევაში, მას ნამდვილად აქვს შანსი.

-“გატაცების არქონა და, რაც უფრო საშინელებაა, მისი ქონის სურვილის არარსებობა შეიძლება დეპრესიის ნიშნები იყოს. ამიტომ, თამარისთვის კარგი იქნება ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია.” – ამბობს ფსიქოლოგ-კონსულტანტი დიანა გაბაიძე.

სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე სამყაროში 67 წლის ადამიანი თავს მოხუცად არ უნდა გრძნობდეს. მოცემულ სიტუაციაში პრობლემა ისაა, რომ ბავშვებს არ სურთ მოხუცთან ერთად ცხოვრება. დიდი ალბათობით, ზრდასრული შთამომავლობა აფასებს პირად სივრცეს, რომელშიც მათთვის საჭირო სიმყუდროვე შექმნეს.

-“თამარი არ უნდა ეჭიდებოდეს იმ ფანტაზიას, რომ მან შვილებთან ერთად უნდა იცხოვროს. მას ხომ სხვა გზაც აქვს – შეავსოს ცხოვრება დამოუკიდებლად. საკმარისია, გარშემო უფრო ყურადღებით მიმოიხედოს და აღმოაჩენს, რომ იქ საინტერესო რამეები ხდება. შეიძლება იაროს ახლომდებარე ღონისძიებებზე, დაათვალიეროს ადგილები, რომლებზეც ოცნებობს. საჭიროა ახალი სოციალური გამოცდილება.” – დარწმუნებულია ფსიქოლოგი.

სპეციალისტი მართალს ამბობს და ჩვენს რეგიონში ნამდვილად საჭიროა, სიტუაციას სხვა კუთხით შევხედოთ. თუ შვილებს თავიანთი საზრუნავი აქვთ და არ სურთ კიდევ ერთის დამატება, მათ აზრს ძალით ვერ შეაცვლევინებთ. მითუმეტეს, თუ ურთიერთობები სხვა კუთხით სავსებით ნორმალურია. რატომ არ დაკავდებით საკუთარი ცხოვრების შევსებით? გარშემო უამრავი საიტერესო საქმიანობაა. ხანში შესვლისასაც, როცა ადამიანს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალა და ბევრი თავისუფალი დრო, მას შეუძლია ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამე გააკეთოს, რაზეც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ფიქრობდა, თუმცა რეალიზება ვერ მოასწრო.

უფრო დიდი საშინელებაა, როცა ადამიანი ისეთი არართული ინტერესების წრეში იკეტება, როგორებიცაა “ტელევიზორს ვუყურო, პოლიკლინიკაში წავიდე, მაღაზიაში შევიარო…” მოვალეობების ვიწრო წრე ყოველ დღეს წინას ამსგავსებს, ასეთ შემთხვევაში კი, მარტოობის მუდმივი შეგრძნება შესანიშნავ ნიადაგს იღებს განვითარებისთვის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი