წუხელ სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა გამომეცხო. ბავშვებმა ორცხობილა ან ღვეზელი მთხოვეს, მაცივარში კი მხოლოდ 1 კვერცხი მქონდა. გარეთ კოკისპირული წვიმა იყო. კარგია, რომ დაქალმა დამირეკა და მითხრა, რომ ახალი რეცეპტი აქვს. ესაა თაფლაკვერების რეცეპტი, სწორედ ისეთი, როგორიც 30 წლის წინ გვიყვარდა.
ცომი კარამელის სიროფზე იზილება, აი, შაქრის ჯერ სქელ კარამელად, შემდეგ კი ქარვისფერ სურნელოვან ნაღებ მასად გარდასახვა უჩვეულოდ ჯადოსნური, თავბრუდამხვევი პროცესია… მომზადებისას სასიამოვნო მოგონებებში ჩავეშვი.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ კარამელის თაფლაკვერების რეცეპტს. თუ მოხატავთ, საშობაო თაფლაკვერებს მიიღებთ!
კარამელის თაფლაკვერები
ცომის ინგრედიენტები:
- 150 გ შაქარი
- 250 მლ რძე
- 40 გ თაფლი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 50 გ ზეთი
- 1 კვერცხი
- 480 გ ფქვილი
- 1 ჩ.კ. ფამახვიერებელი
- 0.5 ჩ.კ. სოდა
- 1 მწიკვი მუსკატის კაკლის ფხვნილი
- 0.5 ჩ.კ. ჯანჯაფილი
- 1 მწიკვი მარილი
მოსართავის ინგრედიენტები:
- 130 გ შაქარი
- 60 გ წყალი
მომზადება
1. პირველ რიგში, მოამზადეთ კარამელი. სქელძირიან ქვაბში ჩაყარეტ შაქარი, დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე. როგორც კი დნობას დაიწყებს, დაიწყეთ მისი ფრთხილად მორევა სილიკონის ნიჩბით. კარამელი ნაჯერი ქარვისფერი უნდა იყოს.
2. ჩაასხით ქვაბში რძე და კარგად მოურიეთ. პერიოდულად ურიეთ, აადუღეთ მასა ერთგვაროვნებამდე. როცა მთელი კარამელი დადნება, გამორთეთ ცეცხლი. დაუმატეთ თაფლი, ზეთი და სუნელები, მარილის ჩათვლით. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ კი საცრის გავლით დაუმატეთ კვერცხს კარამელის მასა. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. ფქვილს შეურიეთ სოდა და გამაფხვიერებელი, შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები სველ მასას. მოზილეთ ცომი სილიკონის ნიჩბით. კონსისტენციით, ცომი რბილი და წებოვანი უნდა იყოს.
5. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გააბრტყელეთ ცომი ფქვილიანი ჯოხით. ცომის სისქე დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს, ან ოდნავ ნაკლები. ფორმის ან ჭიქის გამოყენებით, ამოჭერით ცომისგან მრგვალი კვერები. წრის დიამეტრი დაახლოებით 5 სმ უნდა იყოს. იგივე გაიმეორეთ ცომის მეორე ნახევარზეც.
6. დააფინეთ ლანგარზე პერგამენტი და დაალაგეთ მასზე თაფლაკვერები. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.
7. სიროფის მოსამზადებლად, სქელძირიან ქვაბში აადუღეთ შაქარი და წყალი საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ, ხარშეთ სიროფი 110 გრადუს ტემპერატურამდე. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, მოამზადეთ ჩვეულებრივი მოსართავი შაქრის პუდრითა და კვერცხის ცილით.
8. კარგად დაფარეთ თაფლაკვერები სიროფით. აცადეთ გახმობა და მიირთვით.
9. სულ ესაა, კარამელის თაფლაკვერები მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოამზადოთ თაფლაკვერები თაფლითა და კარამელით. ჩემი დაქალი ყოველთვის ამბობს: “ეს თაფლაკვერები ბავშვობის შესახებ სიზმრებს იწვევს: თბილს, მყუდროსა და ტკბილს!”
ამ რაოდენობის პროდუქტით დაახლოებით 36 5-სანტიმეტრიანი ორცხობილა გამოდის. გარდა მითითებული სუნელებისა, შეგიშლიათ გამოიყენოთ ანისული, ილი, მიხაკი, სხვადასხვა სახის პილპილი… აუცილებლად სცადეთ ამ თაფლაკვერების მომზადება – ოჯახის წევრები აუცილებლად დაგიფასებენ!