ისტორია მშობლებისა, რომელთათვის ტყუპი შვილები აუტანელ ტვირთად იქცნენ

806
Photo credit: Freepik

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში საინტერესო ისტორიას წავაწყდი. მისი ავტორი უკრაინელი ჟურნალისტი, ოლგა ჩორნაია გახლდათ, რომელიც ხშირად წერს ჩვენი უმეტესობისთვის კარგად ნაცნობი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ. ამ ისტორიაში მთავარი გმირია მიტოვებული გოგონა, რომელმაც თავშესაფარში რთული ბავშვობა გადაიტანა. მან იმდენად ჩამითრია, რომ ძალიან მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა. იმედია, გაიზიარებთ იმ ნათელ დარდს, რომელსაც ეს ისტორია ასხივებს.

Photo credit: depositphotos

რთული ბავშვობა

“ჭორფლები, წითელი ლოყები… რატომ დაამშვენა ამ “მზის ამბორებმა” მაინცდამაინც მისი სახე ოქროსფერი ლაქებით? ბავშვები რომანას დასცინოდნენ: “ჭორფლიანო, ჭორფლიანო!” არამხოლოდ ჭორფლიანი, არამედ ჟღალთმიანიც იყო. მისი თმის ნამდვილად შეგშურდებოდათ: ხშირი, გრძელი, ხვეული, მზეზე სხვა ფერს რომ იღებს. თუმცა, გოგონას ეს სულაც არ ახარებდა. სახელი? რომკა. აი, ასე ეძახდა მას ყველა. რომანა ბრაზდებოდა და მუშტებით პასუხობდა ყველას, განსაკუთრებით ბიჭებს.

Photo credit: Freepik

მან არ იცოდა, ვინ იყო დედამისი. ქალმა, რომელმაც სამყაროს მოავლინა, პატარა ბავშვთა სახლის ზღურბლთან მიატოვა. იგი იპოვა მძღოლმა რომანმა. ამიტომ დაარქვეს გოგონას რომანა. იგი ტიროდა, როცა სხვა ბავშვები შვილად აჰყავდათ, მას კი ყურადღებას არ აქცევდნენ.

მოგვიანებით, ინტერნატში მოისმინა: “ჟღალთმიანი არავის უყვარს!” “მე ოქროსფერი თმა მაქვს და არა ჟღალი!” – უპასუხა გოგონამ. მას დასცინეს. რომანას ხომ მისმა საყვარელმა მასწავლებელმა, ნატალიამ უთხრა, ლამაზი ოქროსფერი თმა გაქვსო.

“რომკა, დედაჩენს მოძებნი?” – ჰკითხა ერთხელ დაქალმა ოქსანამ. “რატომ? მას არ ვჭირდები. შენ?” – კითხვით უპასუხა მან. “მოვძებნი. დედა მესიზმრება. კარგი ქალია. მსახიობს ჰგავს.” – ენა გაიტლიკა ოქსანამ. “იგონებ. როგორ შეიძლება დაგესიზმროს დედა, რომელიც არასდროს გინახავს?” – გაოცდა რომანა.

ოქსანა განაწყენდა, რახან რომანამ მას არ დაუჯერა. თუმცა, თვითონაც ფიქრობდა ხოლმე, რომ მოძებნიდა დედას, როცა გაიზრდებოდა. თუმცა, სად? ან ღირს კი? თან, დედა მას არასდროს ესიზმრება. გოგონას სხვა ოცნება ჰქონდა: სწავლის დამთავრება და ამ თავშესაფრიდან სამუდამოდ წასვლა სურდა.

შემთხვევა ბავშვობიდან

ინტერნატში ბავშვებს “ბარის ბავშვებს” უწოდებდნენ, რამდენადაც სკოლა ყოფილი ბარის სასწავლებელში მდებარეობდა. კიდევ ორი კორპუსი მიაშენეს და ძველი შენობა გაარემონტეს. თუმცა, ადგილობრივებისთვის ისინი მაინც “ბარის ბავშვები” იყვნენ. რომანას არც ეს მოსწონდა. 

რომანას, ასევე, სურდა მედდობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მუშაობა. ეს იმ შემთხვევის გამო, ანდრეის რომ შეემთხვა. ის ბიჭებს შორის ლამის ერთადერთი იყო, რომელიც ჟღალი თმების გამო არ დასცინოდა. პირიქით. იცავდა გგოონას. ჩუმად უყოფდა ტბილეულს, რომელსაც ბავშვებს დღესასწაულებზე ურიგებდნენ. მეზობელ ბაღებში თხილსა და ვაშლს აგროვებდა და რომანასთვის მოჰქონდა.

Photo credit: Freepik

ერთხელ, ანდრეი ხიდან ჩამოვარდა და სერიოზულად დაშავდა. ეს რომანას თვალწინ მოხდა. მაშინ, მისი კლასელები ვიღაცის ბაღში თხილის დასაბერტყავად შეიპარნენ. როცა ბიჭი ჩამოვარდა, ბავშვებმა ხმაური შექმნეს. უახლოეს სახლში მიირბინეს. იქაურმა დიასახლისმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

მედდა ძალიან ახალგაზრდა იყო. ნაზი ხმით დაამშვიდა ანდრეი, თმებზე მოეფერა. ბიჭი ტიროდა, მაგრამ ტკივილისგან არა. მედდის გულკეთილობამ აატირა. მისი ასე დამშვიდება დედას შეეძლო, თუმცა, პატარა დედას არ იცნობდა. მაშინ რომანამ გადაწყვიტა: ისწავლოს და მედდა გახდეს!

ზრდასრული ცხოვრება

რომანამ სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა. სამუდამოდ და სინანულის გარეშე დატოვა პატარა ქალაქი. დაბრუნდა დიდ ქალაქში, იმაში, რომლის ბავშვთა სახლის ზღურბლთან იგი მძღოლმა რომანმა იპოვა. მართლაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მოეწყო სამუშაოდ. როგორც ობოლს, ძალიან პატარა საცხოვრებელი გამოუყეს.

Photo credit: Freepik

ჭორფლიანი გოგონა ნამდვილ ლამაზმანად იქცა. “რომკა, შენ ფილმში უნდა გადაგიღონ, გამოძახებებზე კი არ უნდა იარო.” – ხუმრობდა სანიტარი ანგელინა. -“ალბათ, კავალერები მოსვენებას არ გაძლევენ.” ნეტა… რა თქმა უნდა, ბიჭები უყურებენ ლამაზ რომანას. თუმცა, როგორც კი გაიგებენ, რომ იგი ბავშვთა სახლიდან მოდის, მის მიმართ ინტერესი უქრებათ.

ახლაც, ბიჭი, რომელმაც კაფეში მას პაემანი დაუნიშნა, არ გამოცხადდა. რომანამ მეორე ყავა დალია, სტასი კი ისევ არ ჩანდა. იგი კაფედან გამოვიდა და პარკის ძელსკამზე ჩამოჯდა. ბინდდებოდა. ხიდან ყვითელი ფოთლები ცვიოდა, რომანას თვალებიდან – პატარა ცრემლები.

საბედისწერო ნაცნობობა

“მე და შერლოკი გაკვირდებოდით. მოვედით, რომ გვენახა, კარგად იყავით თუ არა.” – ძელსკამთან გაჩერდა ბიჭი, რომელიც პატარა ტაქსას ასეირნებდა. “კარგად ვარ, მადლობა.” – უპასუხა რომანამ. “როგორც ჩანს, შერლოკს თქვენი არ სჯერა. თქვენი მიმზიდველი ჭორფლებიც კი მოწყენილად გამოიყურება.” – იხუმრა ბიჭმა.

რომანამ ჩაისუნთქა. “მომეცით უფლება, სახლამდე მიგაცილოთ, აქ რომ არ გაიყინოთ. შერლოკი მახსენებს, რომ არ გაგეცანით. მიხეილი მქვია.” – თქვა ბიჭმა ძაღლის ყეფის ფონზე. “რომანა”, – უპასუხა გოგონამ. “სად ცხოვრობს გოგონა ასეთი საინტერესო სახელით?” – იკითხა მიხეილმა. რომანამ უპასუხა: “აქედან შორს. ავტობუსის გაჩერებამდე უნდა მივიდე.”

Photo credit: Freepik

ამ საუბარში, მეორე გაჩერება გაიარეს. რომანა ბიჭს მოუყვა თავისი უხალისო ბავშვობის, საყვარელი სამსახურის შესახებ. მიხეილი კი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას. “დედაჩემი გალერისტია. უნდოდა, რომ ცხოვრება ხელოვნებასთან დამეკავშირებინა. იმედი გავუცრუე. სამაგიეროდ, მამაჩემმა მხარი დამიჭირა. იგი ბიზნესმენია, ამიტომ ეკონომიკა მისთვის უფრო ახლოს იყო.” – მოჰყვა მიხაილი.

აღმოჩნდა, რომ რომანა და მიხეილი ერთ წელს დაიბადნენ. ერთ თვესაც. ორივეს ეჩვენებოდა, რომ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გაიცნეს. საუბარში რომანას სახლამდე მივიდნენ. “შერლოკ, ახლა უკვე ვიცით, სად ვეძებოთ გოგონას მოწყენილი ჭორფლებით, თუ იგი დაგვეკარგება.” – გამოემშვიდობა ბიჭი.

Photo credit: Freepik

მიხეილი და რომანა ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ, ბიჭმა გოგონა ნახატების გალერეაში დაპატიჟა, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენაზე: “არ მიყვარს ასეთი ღონისძიებები. დედაჩემის ხათრით მივდივარ, გამომყვები?” – “ხელოვნებაში დიდად არ ვერკვევი, მაგრამ წავიდეთ.” – უპასუხა რომანამ.

თუმცა, გამოფენაზე რომანა ვერ მოხვდა: დაუგეგმავ ცვლაში გამოიძახეს. სასწრაფო მანქანის მძღოლმა იხუმრა: “რომანა, სიმპათიურ ბიჭთან ერთად გნახე. შეყვარებულია თუ საქმრო?” რომანამ უპასუხა, რომ ის ბიჭი მისი მეგობარია. მას უბრალოდ არ შეეძლო მიხეილისადმი თავისი გრძნობების ახსნა. ბიჭი არ უყვარდა. როგორც მეგობარს კი ძალიან აფასებდა. მისი დაკარგვის ეშინოდა. მიხეილიც არ გამოტყდომია სიყვარულში.

საბედისწერო გაცნობა

ერთხელ, როცა გოგო და ბიჭი ქალაქში სეირნობდნენ, გალერეასთან ახლოს ჩაიარეს და მიხეილმა რომანას შესვლა და ყავის დალევა შესთავაზა. გალერეაში ბევრი ხალხი არ იყო. “ალბათ, დედაჩემი კაბინეტშია. სხვათა შორის, მას ალისა ჰქვია, თუმცა, ყველა ალას ეძახის. მამაჩემს იაროსლავი ჰქვია.”

მიშამ კარზე დააკაკუნა: “უი, მამა, შენც აქ ხარ? მარტო არ ვარ, სტუმარი მოვიყვანე.” – მხიაულად თქვა ბიჭმა. რომანამ ზღურბლს გადააბიჯა. ალისას ხმა წაერთვა: მის წინ იდგა მისი ასლი, გამხდარი გოგონა ფუმფულა ოქროფერი თმით.

Photo credit: Freepik

“სად იპოვე ეს გოგო?” – ძლივს გასაგონად იკითხა ალისამ. იაროსლავიც ყველაფერს მიხვდა. რომანას ყურადღება მიიპყრო კედელზე დაკიდულმა პორტრეტმა, თითქოს ნახატზე თვითონ ეხატა. “დედა, მამა? ვინმე ამიხსნის, რა ხდება?” – გაკვირვებით იკითხა ბიჭმა.

“იმედია, ეს შენი შეყვარებული არაა.” – თქვა დედამ. “ასეც რომ იყოს, მერე რა?” – კითხვით უპასუხა მიხაილმა. ქალმა თავი ვეღარ შეიკავა: “შეუძლებელია. ეს შენი ღვიძლი დაა. თქვენ ტყუპები ხართ. მე გოგო და ბიჭი გავაჩინე, მაგრამ მაშინ მე და მამაშენი დაქორწინებული არ ვიყავით. სტუდენტები ვიყავით… მოკლედ, გადავწყვიტეთ, ერთი ბავშვი დაგვეტოვებინა, მეორე კი…”

Photo credit: Freepik

“მეორე კი ბავშვთა სახლის ზღურბლთან დატოვეთ”, – უცხო, ხრინწიანი ხმით გააგრძელა რომანამ. “მიშა, მაშინ არაფერი გვქონდა. დიპლომი უნდა აგვეღო. ორი შვილის გაზრდას ვერ შევძლებდით.” – თავს იმართლებდა მიხეილის მამა. 

“და აღარ მოძებნეთ?” – ძლივს გასაგონად იკითხა მიშამ. -“საერთოდ არ დაინტერესებულხართ? დაგავიწყდათ მისი არსებობის შესახებ? როგორ?” ალისამ და იაროსლავმა პასუხის გაცემა ვეღარ გაბედეს. რომანა გალერეიდან გამოვიდა, მიხაილი კი უკან გაჰყვა. “მოდი, თავიდან გაცინოთ ერთმანეთი, დაიკო”. – ღიმილიანად უთხრა ბიჭმა.

ყველა ვერ გაუგებს ადამიანს, რომელმაც რთული ბავშვობა გაიარა, მშობლების გარეშე. შეძლებს ისტორიის მთავარი გმირი თავისი მშობლების პატიებას? ან აქვს თუ არა აზრი, განაახლონ ურთიერთობა ორმა ახალგაზრდამ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს