ადამიანები არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. საერთოდ, ძალიან უცნაური არსებები ვართ. ჩვენ უსაფუძვლოდ გვიყვარს და ასევე გვძულს, ვეხმარებით მათ, ვინც ამის ღირსი არაა, მაგრამ ჯიუტად ვერ ვამჩნევთ მათ, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება. რა უნდა ვთქვათ ახლობლებზე? ნათესავები და ფული ცალკე თემაა. ადამიანები ძალიან უცნაურ არსებები ხდებიან, რომელთაც ყველაზე დაბალი საქციელის ჩადენაც შეუძლიათ.
ჩვენი ისტორია ურთიერთობის ეტალონი არაა, მაგრამ მსგავს ქცევას საკმაოდ ხშირად შეხვდებით. გაუგებარია, თუ რაზეა ეს დამოკიდებული. თითქოსდა რა შეიძლება იყოს ახლობლებზე უფრო ძვირფასი? ამ თემაზე „პაპარაციც“ დაფიქრდა და გთავაზობთ ისტორიას. თავად შეაფასეთ.
ნათესავები და ფული
ჩვენ თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, როგორც ბატონყმობის დროში – ვიღაც გლეხი სასახლეში მოხვდა, მის პანსიონატში კი მთელი სოფელი ცხოვრობს. ასე მოხდა ლარისას შემთხვევაში. ოჯახი პატარაა: დედა, უფროსი და, რომელიც ისე რა ცხოვრობს, ვინ გაიგებს როგორ. გამართლებით თუ სხვა მიზეზით, ლარისას კარგი, შეძლებული ბიჭი შეხვდა.
ლარისას ყველაფრის მოფიქრება უწევდა, რომ ოჯახს დახმარებოდა. დიმა ბევრს შოულობდა, თუმცა დედისა და დის დახმარებას არ ეთანხმებოდა. ორივე ჯანმრთელი და განათლებული ქალი იყო, მაგრამ მხოლოდ დედის პენსიაზე ცხოვრობდნენ, უფროსი და მუშაობას არ ჩქარობდა. ხან 1–2 თვით გამოსაცდელი ვადით იყო, ხან დასაქმების ცენტრში, ხან უბრალოდ სახლში, დივანზე იწვა.
დიმამ როგორღაც იმწამსვე ყველაფერში გარკვევა მოახერხა – ერთხელ დავეხმარეთ, საკმარისია! ჩვენ თავზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ლარისა სხვანაირად ფიქრობდა. ახლობელი, საყვარელი ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, ქმარი რომ არ გაებრაზებინა, სხვადასხვა ხრიკს იგონებდა: პროდუქტებზე ფასს ამატებდა, საერთო ხარჯებს ზრდიდა, ორ ერთნაირ ნივთს ყიდულობდა.
შეძლებული ქმარი
დიმა მის ხარჯებს არასდროს ამოწმებდა, ენდობოდა, თუმცა მის თვალებში რაღაც ეშმაკური ცეცხლი ანათებდა. თითქოსდა, ყველაფერი იცოდა, მაგრამ ჩუმად იყო, რადგან ლარისას განაწყენება არ სურდა. ყველაფერი ასე იქნებოდა, რომ არა დედის და დის გაუმაძღარი მადა. ისინი უფრო მეტ ფულს ითხოვდნენ. ზუსტად ითხოვდნენ. ლარისამ სარისკო ნაბიჯი გადადგა და დიმას უთხრა, რომ სახლის დამლაგებელი აიყვანა.
ქმარს განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ მისი გაცნობის სურვილი გამოთქვა. ლარისამ მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა ვერ გაბედა, რადგან ქმარი მათ იცნობდა. მაშინ დას დაურეკა და ვინმეს გამოგზავნა სთხოვა, ვინც დამლაგებლის როლს შეასრულებდა. მან გაღიზიანებულმა უპასუხა, თითქოსდა ლარისა ვალდებულიყო. დასთან საუბრის შემდეგ საერთოდ დაფიქრდა, რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს?
გაახსენდა, როგორ აღიქვეს მისი მეუღლე ღარიბ ოჯახში: მისი გიგანტური ხელფასი ღვთის განგებად მოეჩვენათ. სხვათა შორის, დიმა დედისა და დის სამსახურში მოწყობას ცდილობდა, მათთვის ვაკანსიებს ეძებდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ ჩქარობდა. და ახლა რა? ლარისამ უნდა მოიფიქროს, მათ როგორ დაეხმაროს. აი, დამლაგებელი მოიფიქრა და მათ ნაცვლად ირჯება.
დას საუბარში რაღაც მომენტში უთხრა, რომ თუ არ აჩქარდებოდა და ვინმეს არ იპოვიდა, ფულს ვერ მისცემდა. დიმა ამას არ მოითმენდა. პასუხად მიიღო: „კარგი დაო, ფულით გვემდურები, ყოჩაღ, მოეწყვე! გეყოლება დამლაგებელი! სირცხვილი შენ, ფულზე საუბარი მაინც შეგრცხვეს! თან და გქვია!
ეს საუბარი ასეც დამთავრდებოდა, ლარისა რომ ორსულად არ ყოფილიყო. დას დიმას მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე დაურეკა, ხოლო როცა დაბრუნდა ცოლი პროცესში აღმოაჩინა – პირმშო გამოსვლას ითხოვდა. შემდეგ სასწრაფო დახმარება, სამშობიარო სახლი, ღამით ბიჭი დაიბადა. დილით დამ დაურეკა, რომ ვიღაც სვეტლანა მალე ლარისას განკარგულებაში იქნებოდა.
– შემდეგ სამგზავრო ფული მიეცი, რომ სახლში წავიდეს!
– მომისმინე, ვიმშობიარე. ბიჭია. დღეს ღამით…
– შენ რა ახლა სამშობიარო სახლში ხარ?
– ჰო! ჩვენ ბიჭი გვყავს!
– მოიცადე, აქ, აბა მე რატომ ვიწვალე? ტყუილად გამოვუშვი სვეტლანა სამსახურიდან? მოდი ასე: როცა ყველაფერი მორჩება, მაშინ გადავწყვიტოთ. ნახვამდის!
სასოწარკვეთილ ლარისას ცრემლები წასკდა. აი, ასე – არანაირი პასუხი, არანაირი გამარჯობა, არც მოლოცვა. დედამ დაუმატა, რომელმაც ტელეფონით მოიფიქრა, თუ როგორ შეეძლო შვილზე ფულის დაზოგვა, რომ დიმას ეჭვი არ გასჩენოდა. ამ გეგმების შუალედში ლარისამ უბრალოდ ზარი შეწყვიტა და ტელეფონი გამორთო. როცა დიმა მოვიდა, ყველაფერი მოუყვა, როგორც იყო.
რთულია იმის გაცნობიერება, რომ ახლობლებს უბრალოდ არ აინტერესებთ. მხოლოდ ოქროს მაღაროდ გთვლიან, რომლის გამოყენებაც უპრობლემოდ შეიძლება. ხოლო რა ხდება შენს ცხოვრებაში, არ აინტერესებთ. დიმამ ლარისა დაამშვიდა და უთხრა: „ამ ყველაფერს ვხედავდი, ველოდი, თავად როდის მიხვდებოდი. ვწუხვარ, რომ ასე სასტიკად მოხდა, მაგრამ სხვანაირად ადამიანები ვერ სწავლობენ. არ ინერვიულო, ახლა ჩვენ, სამნი ვართ და ცხოვრება გაგვიადვილდება!“
რედაქციისგან
უცნაურია იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ. ამის მიუხედავად, ასე მოხდა. უცნობია, როგორ განვითარდა ამ ოჯახის ურთიერთობა და ლარისას დედასთან და დასთან კონტაქტი თუ აქვს. მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე და სწორად მოიქცა თუ არა ლარისა, თუ ნათესავებისთვის ფულის მიცემა შეწყვიტა?