სწორად მომზადებული სოკოს წვნიანი ნაღებით ნამდვილად ღმერთების საკვებია! ძალიან გემრიელია, მერწმუნეთ! თუმცა ერთი, პატარა შეფერხება: ყველა მის სწორად მომზადებას ვერ ახერხებს. შეცდომები მზადების ნებისმიერ ეტაპზე ხდება.
„პაპარაცი“ გირჩევთ ერთად დავაკვირდეთ სოკოს წვნიანის მარტივ რეცეპტს და ვნახოთ, თუ სად შეიძლება შემთხვევით შეცდომა დავუშვათ. ამასთან რაღაც გემრიელი სადილი მოვამზადოთ.
სოკოს წვნიანი ნაღებით
ინგრედიენტები:
- ხმელი ტყის სოკო
- 100 გრ გაყინული ქამა სოკო პორტობელო
- ძროხის ბულიონი
- ხახვი
- სტაფილო
- 1 კბილი ნიორი
- 50 გრ კარაქი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 0,5 ჭიქა წიწიბურა
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით (კამა და ოხრახუში)
- ნაღები
მომზადება:
1. ხმელი სოკო რამდენიმე საათით მდუღარე წყალში გააჩერეთ. 3 საათი საკმარისი იქნება. ეს წყალი ნამდვილი საწყობია, რომელიც კერძს გემოს შემატებს. ზოგიერთ დიასახლისს მისი გამოყენების ეშინია, თითქოსდა ჭუჭყიანია. ჩვენ გირჩევთ, ბულიონი მარლაში გადაწუროთ, რომ შესაძლო ქვიშა მოიშოროთ. სხვა მასში არაფერია, მერწმუნეთ.
2. სტაფილო გახეხეთ, ხახვი წვრილად დაჭერით და ნივრის კბილი დაჭყლიტეთ. კარაქში და ზეითუნის ზეთში მოათავსეთ. ზეითუნის ზეთის დამატება საჭიროა, რადგან კარაქი ძალიან გემრიელია, მაგრამ სწრაფად იწვება. ზეითუნის ზეთის დამატებით კერძს მიმწვარის გემო არ ექნება. ახლა გაყინული სოკო დაუმატეთ და ტაფაზე რამდენიმე წუთით შეწვით. გაყინული სოკოს გამოყენების არ შეგეშინდეთ, პროცესში მაინც მოიხარშება.
3. მდუღარე ბულიონს კარტოფილის ნაჭრები, გარეცხილი ხმელი სოკო და შემწვარი სტაფილო–სოკო დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და 15 წუთით ხარშეთ.
4. წიწიბურა დაუმატეთ. ამ წვნიანისთვის სჯობს წიწიბურა წინასწარ ტაფაზე მოხალოთ, გემრიელი არომატის გამოჩენამდე.
5. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და წიწიბურას მომზადებამდე ხარშეთ. დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. რა თქმა უნდა, კამა და ოხრახუში.
6. ყველაზე ბოლოს ნაღები დაუმატეთ. ცოტა აურიეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი, მაგრამ ნაღები კარგად იხსნება და წვნიანს საოცარ გემოს და ტექსტურას ანიჭებს.
აი, ასეთი რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ უახლოეს დროში. ყველა აუცილებელ ინგრედიენტს მეზობელ სუპერმარკეტში იპოვით. სამაგიეროდ, ახლა შეცდომებს აღარ დაუშვებთ და ნამდვილი, სოკოს წვნიანის დაგემოვნებას შეძლებთ.
სხვათა შორის, ამ წვნიანს გამჭვირვალე ბულიონი არ უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში, სოკოს ბულიონი გამჭვირვალე არაა. მეორეც, არ დაგავიწყდეთ შემწვარი პროდუქტები, ნაღები და მწვანილი. ვის სჭირდება გამჭვირვალობა? რესტორნის წვნიანებს ყურადღება არ მიაქციოთ, ისინი საკუთარ ხრიკებს იყენებენ, რომლებიც სახლში მომზადებისას არ გამოგადგებათ.