კრუასენები ფენოვანი ცომისგან და შიგთავსით გემრიელი და სასიამოვნო დილის გარანტიაა. რა თქმა უნდა, მსგავსი კრუასანები შეგიძლიათ უახლოეს საცხობში შეიძინოთ, თუმცა სჯობს მისი გამოცხობა ისწავლოთ. პროცესი შრომატევადია, მაგრამ ჩვენი რჩევების დახმარებით ბევრ შეცდომას თავიდან აიცილებთ.
კრუასანები ფენოვანი ცომისგან და შიგთავსით
პირველ რიგში, მცირე ექსკურსია ამ დესერტის წარმოშობის ისტორიაში. ბევრი თვლის, რომ კრუასანი საკონდიტრო ნაწარმია, რომელიც ფრანგებმა მოიფიქრეს, თუმცა ასე არაა. ამ ჰაეროვანი, ფენოვანი ბაგელის სამშობლო სინამდვილეში ავსტრიაა. რამდენიმე ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა კრუასანი საფრანგეთში, მაგრამ ყველა ისტორიაში პირველად კრუასანი სწორედ ავსტრიელებმა გააკეთეს.
ავსტრიაში კრუასანი უფრო ბაგელს ჰგავდა, ადრე ასე ტყუილად არ უწოდებდნენ. ფრანგებმა ფენოვანი ცომის მომზადება სრულყვეს, საფუარი და უფრო მეტი კარაქი დაუმატეს. სწორედ ამ სხვაობის გამო თანამედროვე კრუასანი მისი წინამორბედისგან განსხვავდება. სიტყვაზე, ეს კრუასანი გამოცხობის შემდეგ შეგიძლიათ მარტივად დაახვიოთ. აი, სხვაობაც!
რა უნდა გაითვალისწინოთ იდეალური კრუასანების გამოსაცხობად
- ცომში ჟანგბადის რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მოზელა ერთ–ერთი საპასუხისმგებლო პროცესია. და მაინც, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
- აჩქარების გარეშე. კრუასანის ცომი ნელა ამოდის. ასეც უნდა იყოს, სიჩქარე საჭირო არაა.
- ინგრედიენტები არ დაზოგოთ. თქვენ შეიძლება მომზადების ყველა ეტაპი შეასრულოთ, მაგრამ ინგრედიენტების ხარისხმა გიმტყუნოთ. საფუარის და კარაქის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია.
- ცომის გაბრტყელებისას მისი მიმართულება უნდა შეცვალოთ. ასე უფრო ელასტიკური გახდება და მუშაობა გაგიადვილდებათ.
- 1 კგ ცომისთვის 250-300 გრ კარაქი უნდა გამოიყენოთ. ასეთი პროპორციები ცომის და კარაქის შეერთების ეტაპზე იდეალურია.
- კომპონენტების კონსისტენცია წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ცომიც და კარაქიც მსგავსი კონსისტენციის უნდა იყოს.
- მოზელის პროცესი მზა ნაწარმის გემოზე გავლენას ახდენს. რაც უფრო დიდხანს მოზელთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.
კრუასანის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ფქვილი
- 35 გრ საფუარი
- 20 გრ მარილი
- 100 გრ შაქარი
- 1 კვერცხი
- 600 მლ რძე
- 600 გრ კარაქი
მომზადება:
1. გაცრილ ფქვილს შაქარი, მარილი და რძე დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ საფუარი. წინასწარ წყალში ჩალბობა არ დაგავიწყდეთ.
2. მოქნილი ცომი მოზილეთ. ცომის მოზელის ხანგრძლივობა – ნახევარი საათი. ამის შემდეგ ცომს პირსახოცი დააფარეთ და მეორე დღემდე მაცივარში შეინახეთ.
3. მეორე დღეს ცომი 1 სმ სისქეზე, მართკუთხა ფორმაზე გააბრტყელეთ. ერთ ნახევარზე კარაქი მოათავსეთ, მეორე ნახევარი ზემოდან დააფარეთ. კუთხეები დაამაგრეთ და საგორავით გააბრტყელეთ. ცომი ორჯერ შუაზე გაკეცეთ.
4. მოზელის შემდეგ სწრაფად უნდა იმოქმედოთ: ცომი 3 მმ სიგრძის და 30 სმ სიგრძის მართკუთხა ფირფიტად გააბრტყელეთ. ახლა ცომი ორ თანაბარ ზოლად გაჭერით და ერთმანეთს დაადეთ. დაახლოებით 12 სმ სამკუთხედები სწრაფად გამოჭერით.
5. ახლა შეგიძლიათ სამკუთხედებიდან კრუასანები ფრთხილად დაახვიოთ. მოძრაობა ფუძიდან დაიწყეთ, ცომის გვერდები ოდნავ გაწელეთ. საცხობი ფორმა ოდნავ დაასველეთ და კრუასანები მოათავსეთ. მათ შორის ადგილი დატოვეთ. კრუასანის წვერი ქვემოთ უნდა იყოს. კვერცხის მელანჟი წაუსვით.
6. შეგიძლიათ ცხობა დაიწყოთ. 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით აცხვეთ.
მზა კრუასანები შეგიძლიათ ნებისმიერი ჯემით გაავსოთ ან ფუნთუშად გამოიყენოთ და ორ ნაწილად გაჭრათ. ასეთი საკონდიტრო ნაწარმი ლორს და ხმელ ყველს შესანიშნავად ეთავსება. ცოტა კიტრის და მწვანილის დამატება არ დაგავიწყდეთ!