რა ქნა დიასახლისმა, როდესაც შეამჩნია, რომ მოხარშული ქათამი სიბნელეში ანათებს

0
5143
Photo credit: freepik

ხორცის პროდუქტების მაღაზიაში ან ბაზრობაზე ყიდვისას ცოტა თუ ფიქრობს ხარისხიანი ხორცის მოთხოვნებზე. და სულ ტყუილად, ამაზე არა მხოლოდ კერძის გემო, არამედ განწყობაც არის დამოკიდებული.

Photo credit: Depositphotos

თუ ხედავთ, რომ სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტი გაფუჭებულია, დააბრუნეთ. ამისთვის ჩეკი ყოველთვის შეინახეთ. ასეთ სიტუაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. რაღაც მსგავსი დაემართა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირს. რას იტყვით სიბნელეში მოციმციმე ქათამზე?

ხარისხიანი ხორცის მოთხოვნები

უკრაინის ქალაქ ივანო–ფრანკოვსკში მცხოვრებმა ელენა ზასლავსკაიამ მეგობრებს უჩვეულო პოსტი გაუზიარა. სოციალურ ქსელში ქალი ყვებოდა, რომ სუპერმარკეტში ქათმის ხორცი შეიძინა. ხორცი ნორმალურად გამოიყურებოდა, რამე ზედმეტი სუნი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ელენამ ამ ხორცით ბორშის მომზადება და ოჯახთან ერთად ჭამაც მოასწრო.

Photo credit: Depositphotos

ქათმის ფილეს მცირე ნაჭერი თავის კატას მისცა. კატამ ჭამაზე უარი თქვა და ხორცი თასში დარჩა. ღამით ელენა სამზარეულოში წყლის დასალევად გამოვიდა და რაღაც უჩვეულო დაინახა. ქათმის ხორცი სიბნელეში ანათებდა!

„კატამ არ შეჭამა. ღამით ვდგები, ის კი ანათებს! გყავთ კვების სპეციალისტი ან უბრალოდ მცოდნე ხალხი, ვინც ამ მოვლენის ახსნას შეძლებს“ – წერდა ელენე თავის გვერდზე.

Photo credit: freepik

სუპერმარკეტი ქალის შეტყობინებას სწრაფად გამოეხმაურა. მას ბოდიში მოუხადეს და თანხის უკან დაბრუნება შესთავაზეს. გარდა ამისა, თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ ქათამი შესაბამის პირობებში ინახებოდა და ხორცის ხარისხის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო.

„ჩვენ პროდუქციის მიწოდებიდან მის რეალიზაციამდე მთელი ჯაჭვი შევამოწმეთ და დარღვევა ვერ აღმოვაჩინეთ. გადავხედეთ მიმწოდებლის დოკუმენტებს, რომლებიც პროდუქტის ხარისხს ადასტურებს. ყველაფერი სტანდარტებს შეესაბამება“ – აცხადებენ სუპერმარკეტში.

რატომ ანათებს ხორცი სიბნელეში

თუ დოკუმენტები წესრიგშია, რატომ ანათებს ქათამი სიბნელეში? როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მიზეზი არსებობს.

1. მწარმოებლები ხშირად იყენებენ ფოსფატის ნარევს სხვადასხვა პროდუქტის ვადის გასახანგრძლივებლად. ამის გამო ხორცი შეიძლება სიბნელეში ანათებდეს. თუ ნათება ძალიან კაშკაშაა, გამოდის დამუშავებისას ფოსფატების არასწორი შემადგენლობა გამოიყენეს.

Photo credit: freepik

ეს ნამდვილად პრობლემაა, რადგან ამან შეიძლება არც თუ ისე კარგი შედეგები გამოიწვიოს. პირველ რიგში, ფოსფატის სისტემატური გამოყენებით ადამიანი წონაში იმატებს. მეორეც, ეს გონებრივ მუშაობას აუარესებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. ფოსფატები უკუჩვენებულია ბავშვებისთვის, რადგან მის გამო კბილები უარესდება და ქცევა ირღვევა.

2. არასწორად გაყინულ ან შენახულ ხორცში შეიძლება ბაქტერიები გამრავლდეს. ეს შესაძლებელია, თუ ცხოველი ავად იყო. ამ ბაქტერიებს უჩვეულო თვისება აქვთ – ბიოლუმინესცენტური ნათება. თუ პროდუქტს თერმულად დაამუშავებთ, ბაქტერიები განადგურდება და ზიანს არ მოგაყენებთ, თუმცა მიკრობიოლოგები ასეთი ხორცის ჭამას არ გირჩევენ.

3. ზოგჯერ ხორცის ფოსფორესენცია შეიძლება ფოტობაქტერიებმა გამოიწვიოს. მაგალითად, Photobacterium fisheri, Ph.ponticum, Ph.cyanophosphorescens. ამ ბაქტერიებით ხორცის დაინფიცირება გალღობის ეტაპზე ხდება. ეს ძალიან მაღალი ტენიანობის და 5-30 გრადუს ტემპერატურაზე ხდება. ამასთან ხორცის ph 5,6–ზე მეტია.

Photo credit: Depositphotos

ამ ბაქტერიებს ტოქსიკური თვისებები არ აქვთ. უფრო მეტიც, ხორცის პროდუქტი ნამდვილად გაფუჭებას იწყებს, ბაქტერიები უბრალოდ კვდება და ნათება ქრება. ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება, რომ ნათება ერთგვარი მაჩვენებელია, რომ ხორცში ლპობადი მიკროორგანიზმები არაა. სხვათა შორის, ფოტობაქტერიები ბუნებაშიც გვხვდება, ეს მთავარი მიზეზია, რატომ ანათებენ ციცინათელები და ღრმა წყლის თევზები სიბნელეში.

რედაქციისგან

დაგვეთანხმეთ, პირველი ორი მიზეზი განსაკუთრებულ ნდობას არ იმსახურებს. სუპერმარკეტის დამამშვიდებელი შეტყობინების მიუხედავად ორჯერ დავფიქრდებოდი, სანამ ისევ იქ ხორცის პროდუქტის შეძენას გადავწყვეტდი.

მოგვწერეთ, ჩვეულებრივ სად ყიდულობთ ხორცს: სუპერმარკეტში თუ ბაზრობაზე? ამ უჩვეულო კურიოზულ სიტუაციაზე რას ფიქრობთ? მსგავსი რამ მოგსვლიათ?