ქალის ცხოვრების წესი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ზრდიდნენ ბავშვობაში. სწორედ მშობლები უნერგავენ გოგოებს აზრს, რომ ბედნიერებისთვის მსხვერპლი უნდა გაიღოს. გაიხსენეთ ცნობილი ზღაპარი კონკიას შესახებ, რომელიც პრინცესად გახდომამდე მთელი ცხოვრება ნახევარდების დამცირებას, სიღარიბეს და უსამართლობას იტანდა.
ერთ დროს ასეთ ზღაპრებს თითქმის ყველა ქალი ისმენდა. გოგონა უყურებდა დაღლილ დედას, რომელიც გამთენიისას დგება, საუზმეს ამზადებს, ალაგებს, რეცხვას და ეს ყველაფერი ჩაკეტილი წრეა. პრინცი არსადაა. ბავშვს სჯერა, რომ სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ცოლმა ქმარი კარგად უნდა დაანაყროს, ბავშვები აღზარდოს და მოდელივით გამოიყურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისთვის არის საჭირო – მოუვლელი, მსუქანი, დაღლილი?
ქალის ცხოვრების წესი
ყველაფერი საუკეთესო – შვილებს, ყველაფერი გემრიელი – ქმარს, თავად? არასრულყოფილების და ცხოვრებით უკმაყოფილების კომპლექსი, სადაც სიხარულს ადგილი არ აქვს. რატომ ხდება ასე? ყველა უბედურებაში მშობლების დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან ხშირად მათ თავად არ იციან, როგორ გაზარდონ ბავშვი. ახალგაზრდობის და გამოუცდელობის გამო საუკუნოვან და ძალიან მოძველებულ ტრადიციებს ეყრდნობიან. მდიდარ მამაკაცებს მზარეულებს უზრდიან და არასდროს ამბობენ, რომ ქალს სრული უფლება აქვს, ასეთი ბედი არ სურდეს.
ქალი ვალდებული არაა სიცოცხლის ბოლომდე გაზქურასთან იდგეს. მას უფლება აქვს იდეალური არ იყოს, მას შეიძლება 5 შვილი არ სურდეს. 21–ე საუკუნეში ფემინიზმის განვითარების მიუხედავად ადამიანები სტერეოტიპებით ცხოვრებას აგრძელებენ, რაც მათი შვილების ცხოვრებას ანადგურებს. რაღაც ჯადოსნური ძალით საზოგადოებაში ქალის მიმართ მოთხოვნების გრძელი სია არსებობს და თუ ქალს მათი დარღვევის გამბედაობა ეყოფა, მაშინ გარიყული აღმოჩნდება.
თანამედროვე ქალი
საზოგადოება, რომელსაც ქალი უნდა მოერგოს, მის პორტრეტს წინააღმდეგობრივად ხატავს. თანამედროვე ქალი უნდა გათხოვდეს, ბავშვები გააჩინოს, სუპერ მოდელს ჰგავდეს, სახლში ყველა საქმის შესრულება მოასწროს და, ბუნებრივია, სამსახურშიც იაროს. როცა ერთნი ამბობს, რომ ოჯახი პირველ რიგში, ხოლო სხვები ირწმუნებიან, რომ კარიერის გარეშე არაფერი ხართ, ქალი ერთბაშად ყველაფერს მისდევს და ავიწყდება, თუ რა სურს სინამდვილეში.
როცა ქალს შვილები ჰყავს, ცდილობს ყველაფრით უზრუნველყოფს და ეს ნორმალურია. ხშირად ისე ხდება, რომ ქალი საკუთარ მოთხოვნებზე ფულს ზოგავს, რომ შვილებს უყიდოს. ბავშვისთვის საუკეთესოს მიცემა ნორმა ხდება მაშინაც კი, თუ უკვე შვილი 40 წლისაა. შედეგად?
ბოლოს აღმოჩნდება, რომ მთელი ძალისხმევა, ტანჯვა არ ანაზღაურდება, პრინცი არ ჩანს, ბედნიერება არ მოდის. დგება სიბერე და სინანული ჩავლილი ახალგაზრდობის გამო. ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ მადლობაც ვერ მიიღოთ. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ, პირველ რიგში საკუთარ სურვილებს პატივი სცეთ. შეწყვიტეთ თქვენი ცხოვრების ფლანგვა, რომ ყველას თავი მოაწონოთ. სასწაული არ მოხდება, საკუთარი თავის გარდა ვერავინ გაგაბედნიერებს.
გახსოვდეს, ქალი თუ კაცი, თქვენ ადამიანი ხართ საკუთარი ნაკლოვანებებით, ოცნებებით და შესაძლებლობებით. შეწყვიტეთ ყველასთვის თავის მოწონება, დახარჯეთ ენერგია და ახალგაზრდობა იმაზე, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. საკუთარ შვილებს სტერეოტიპები არასდროს ჩაუნერგოთ.