რა ვუპასუხოთ ბავშვს, რომელიც ტირის რომ ოჯახში ფული არასდროსაა და საჩუქრებს არ ჩუქნიან

0
114
Photo credit: Depositphotos

რთული პერიოდების მიუხედავად, ჩვენი მშობლები ცდილობდნენ ღირსეული ადამიანები აღვზრდილიყავით. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ისინი თავაზიანი, თანამგრძნობიარე და პატიოსანი შვილების აღზრდას ახერხებდნენ. ინტერნეტ სივრცეში ერთი პატარა გოგონას შესახებ გულისამაჩუყებელ ისტორიას გადავაწყდი. ისტორია ელენამ დაწერა. შვილისთვის დაბადების დღეზე საჩუქრის საყიდლად ფული არ ჰქონდა – მშობლები რთული არჩევანის წინაშე იდგნენ.

საჩუქარი ქალიშვილისთვის დაბადების დღეზე

აღელვებულმა სონიამ სამზარეულოში შეირბინა, ჩაცმაც კი დაავიწყდა. სამზარეულოში გაიქცა, სადაც დედა დიდხანს რაღაცას ითვლიდა და რვეულში იწერდა. როცა დედამ შვილის ხმა გაიგონა, თავი ასწია და მკაცრად უთხრა:

– პირველ რიგში, ჩაიცვი. მეორეც, ხელი დაიბანე.

– მესამეც, მალე დაბადების დღე მაქვს! უკვე საჩუქარი მოვიფიქრე: ახალი ქურთუკი მინდა.

– ჩემო მზეო, წელს დაბადების დღეს არ აღვნიშნავთ, მაპატიე.

– როგორ არ იქნება, – სონია უკვე სატირლად ემზადებოდა, – დედა, საერთოდ არ გიყვარვარ?

– ძვირფასო, არ გეწყინოს, მამას კვლავ ხელფასი დაუგვიანეს, კოტეს კი ზამთრის ფეხსაცმელი სჭირდება.

Photo credit: Depositphotos

რთული არჩევანი

– თქვენ ფული არასდროს გაქვთ! რა ვუთხრა მეგობრებს? უკვე თაფლიან ნამცხვარზე დავპატიჟე. ყველა დამცინებს.

სონია თავის ოთახში გაიქცა და კარი მოიჯახუნა. დედამ კი გაზქურაზე სამარხვო მაკარონის გაცხელება დაიწყო. 94 წელია, ხელფასს უკვე რამდენიმე თვეა აგვიანებენ, ზოგჯერ სურსათის აღება გვიწევს – რამე მაინც. ახლაც ქმარს ტომარა მაკარონი და ტომარა შაქარი მისცეს. აიღო, რა უნდა ექნა? უფროსი შვილი კოტე უკვე მეორე წელია ზამთარში საშემოდგომო ფეხსაცმლით დადის. წინ კი ძლიერი ყინვებია. დედა უძლურებისგან ატირდა. რისი გაკეთება შეუძლია?

Photo credit: Depositphotos

– დედა, რა გჭირს? – კოტე უკან იდგა და დედას თავზე ხელს უსვამდა. –კვლავ სონია ისტერიკაშია?

– დაბადების დღის გადახდა და მეგობრების დაპატიჟება სურს. წელს წვეულების ხარჯებს ვერ გავწვდებით. დაჯექი, მაკარონი ჭამე.

– დაველაპარაკები.

– არ ღირს, სონია მართალია. რა თქმა უნდა, გაბრაზებულია, ეს ხომ მისი დღეა.

– დაე, უკვე გაიზარდოს, – მშვიდად თქვა მამამ, რომელიც ღამის სმენიდან დაბრუნდა.

– მამა, მაგრამ მას დაბადების დღე აქვს…

– გამოდის, აირჩიე: დაბადების დღეს ვიხდით თუ შენთვის ზამთრის ფეხსაცმელს ვყიდულობთ.

კოტეს დიდხანს არ უფიქრია, მაინც უმცროსი დაა.

– 2 წელი ვიარე, კიდევ ვივლი. დაე, სონიამ წვეულება გადაიხადოს.

მშობლები ჩუმად თავის საქმეს შეუდგნენ. სონიას უთხრეს, რომ დღესასწაული ექნებოდა და მეგობრების დაპატიჟება შეეძლო. გოგონამ სიხარულისგან დედ–მამა გადაკოცნა და ვერ შეამჩნია, როგორ უყურებდა დედა კოტეს გაცვეთილ ფეხსაცმელს.

Photo credit: Depositphotos

სასტიკი ზამთარი

დაბადების დღემდე, რომელიც 15 დეკემბერს იყო, 3 დღე იყო დარჩენილი. მანამდე კი ძლიერი ყინვები დაიწყო. სონია გაკვეთილების შემდეგ თანაკლასელებთან ერთად ეზოში გუნდაობდა, თოვლის კაცს აკეთებდნენ და თამაშობდნენ. ერთმა გოგომ სონიას ჰკითხა, რატომ არ გამოდის მისი ძმა სასეირნოდ? სონიამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა: საიდან ვიცი, ალბათ, არ სურს.

Photo credit: Depositphotos

სახლში მოსულმა სამზარეულოში გაიქცა და ბატარეასთან დაჯდა.

– დედა, გთხოვ, ჩაი გამიკეთე. გარეთ ძალიან ცივა. კოტე, რატომ არ გამოდიხარ სასეირნოდ?

– არ მინდა, – დედამ შვილს მწუხარე თვალებით შეხედა, მან კი თვალიც კი არ დაახამხამა.

– ბებია ცოტა ფულს მაჩუქებს და ქურთუკისთვის მეყოფა. უკვე ვეღარ ვითმენ.

მეორე დღეს მუხლებამდე თოვლი მოვიდა. კოტე კბილს–კბილს ადებდა და თოვლის ნამქერებს შორის ფრთხილად ხტებოდა, რაღაც თავში მოხვდა, ეს სონიამ თოვლის გუნდა ესროლა.

– კოტე, მოდი ვითამაშოთ. დრო კიდევ არის.

– დღეს არა, – გოგონას დედის სიტყვები გაახსენდა: „კოტეს ზამთრის ფეხსაცმელი სჭირდება“, – სონიამ ძმის საშემოდგომო ფეხსაცმელს უნებურად გახედა.

Photo credit: Depositphotos

ნანატრი დღესასწაული

დაბადების დღე შეკვეთილივით დაიწყოთ: დილით სონია თაფლიანი ნამცხვრის სურნელმა გააღვიძა. მეგობრები მოსალოცად მოვიდნენ, დილით ბებია მოვიდა და კონვერტი აჩუქა. მეორე დღეს სონია მეგობართან ერთად ბაზრობაზე წავიდა. თავისი ოცნების ქურთუკი კიდევ ერთხელ დაათვალიერა.

– რა კარგად გამოიყურები! აიღე!

სონიამ ფული გადაითვალა და ამოისუნთქა. ქურთუკი გაიხადა და მამაკაცის ფეხსაცმელების დახლთან მივიდა. ყველაზე თბილი წყვილი შეარჩია, ფული კვლავ დაითვალა და მტკიცედ უთხრა: „შეახვიე“.

Photo credit: Depositphotos

იმ დღეს ძმასთან ერთად საღამომდე ეზოში სეირნობდა. ისინი თამაშობდნენ, დარბოდნენ, სრიალობდნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ. მხოლოდ დედა იდგა ფანჯარასთან და ტიროდა. სიხარულისგან, რომ ასეთი კეთილი ბავშვები ეზრდებოდა, ან იმისგან, რომ არ შეუძლია მისცეს ის, რაც მათ სურთ. ამ მომენტში გაზრდილი ქალიშვილით ამაყობდა.