ხორცი ანანასში ფრანგულად, რომ თეთრი ხარი სიამოვნებისგან გაწითლდეს

0
271

2020 წელი დასასრულს უახლოვდება და მალე ახალი წელი გველოდება. უკვე დროა სადღესასწაულო სუფრის დაგეგმვა დავიწყოთ. საახალწლო ღამისთვის ტრადიციული კერძების ასეთი სია მაქვს: ოლივიე, ქაშაყი ბეწვის ქვეშ, იხვი ვაშლით და ხორცი ანანასში ფრანგულად.

აი, უკანასკნელ კერძს უჩვეულო რეცეპტით მოვამზადებ, რომელიც ოლგა მატვეისთან ვნახე. კერძის ხიბლი ისაა, რომ ხორცი ბოსტნეულთან ერთად ახალი ანანასის ნახევარში ცხვება.

Photo credit: Depositphotos

ხორცი ანანასში ფრანგულად

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ოლგა მატვეის რეცეპტს „ხორცი ანანასში ფრანგულად“. მომწონს, რომ მაიონეზით არ გააფუჭეს. ასეთი ვარიანტის ხორცი ოპტიმალურია!

ინგრედიენტები:

  • 1 ანანასი
  • 1 ქათმის ფილე
  • 150 გრ ყველი
  • 1 პომიდორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, მსხვილი და მწიფე ანანასი შეიძინეთ. არჩევის დროს ფოთლების „გვირგვინს“ (ის დაუზიანებელი უნდა იყოს) და ყუნწის სიჯანსაღეს ყურადღება მიაქციეთ.

ასევე ყურადღება მიაქციეთ ანანასის სუნს. ის ოდნავ მოტკბო უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ძლიერი, რადგან ძლიერი სუნი დუღილის პროცესს ადასტურებს. ნაყოფის ქერქი მკვრივი უნდა იყოს. სუნის არ ქონა საუბრობს, რომ ხილი მწიფე არაა. ასეთი ანანასის ყიდვა იმ გათვლით, რომ სახლში დამწიფდება, უსარგებლოა.

Photo credit: Depositphotos

2. ანანასი შუაზე გაჭერით. თითოეული ნახევრიდან შუაგული ამოიღეთ. ამისთვის ჯერ დანა, შემდეგ კოვზი გამოიყენეთ.

3. ქათამი 0,5 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით, პომიდორი – თხელ რგოლებად. ანანასის რბილობი ნაჭრებად დაჭერით. ის, რაც დარჩება, შეგიძლიათ შეჭამოთ ან სადღესასწაულო დესერტებს დაუმატოთ. ხორცს მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

4. აიღეთ ქათმის ნაჭრები, შემდეგ პომიდვრის რგოლები და ანანასი და ანანასის ნახევარში ჩააწყვეთ. ანანასის ძირი შეგიძლიათ ქათმის ფილით დაფაროთ. შუაგულის ამოვსება გააგრძელეთ, სანამ ინგრედიენტები არ დაგიმთავრდებათ. ბოლოს ხორცით დაასრულეთ.

ხორცით და ბოსტნეულით ანანასის ორივე ნახევარი გაავსეთ. თუ დიდ ანანასს აიღებთ, 1–2 ქათმის მკერდი დაგჭირდებათ.

5. ანანასს ყუნწიანად საცხობი ფოლგა შემოახვიეთ. ამასთან ხორციანი ზედა ნაწილი ღია უნდა იყოს.

6. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მომზადებამდე 10 წუთით ადრე გახეხილი ყველი მოაყარეთ.

7. ესეც ასე. ხორცი ანანასში ფრანგული რეცეპტით მზადაა. სუფრაზე ცხელი კერძი გაიტანეთ. ასე კიდევ უფრო გემრიელი და არომატული იქნება. გემრიელად მიირთვით!

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ხორცი ანანასში ფრანგული რეცეპტით ოჯახის წევრებს და სტუმრებს ნამდვილად გააოცებს. კერძი ძალიან წვნიანი, არომატული და წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის!

სხვათა შორის, კერძი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ. ყველა ინგრედიენტი საკვებ პარკში გაახვიეთ, შემდეგ – მაცივარში. მეორე დღეს, დღესასწაულამდე, უბრალოდ ღუმელში გამოაცხვეთ და სტუმრები არომატული გემრიელობით გააოცეთ!