დიეტა, რომლის დახმარებით ჩემი ბებიაც კი დაიკლებს: ნებისმიერი ხორცი და თევზი, ოღონდ ბანანი და ვაშლი გამორიცხეთ!

404

ერთი მხრივ, წონაში კლების პროცესი რთული, ორაზროვანი და არაპროგნოზირებადია. მეორე მხრივ, ყველაზე მარტივი მათემატიკური ამოცანაა, რომელიც ერთ დასკვნამდე მიდის: ნაკლებს ჭამთ – ნაკლებს იწონით. სამწუხაროდ, შაოლინის ბერების მსგავსი ძლიერი ნებისყოფა ყველას არ აქვს, ამიტომ გახდომის და კარგი განწყობის შესანარჩუნებელი უამრავი მეთოდი არსებობს.

„პაპარაცი“ ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ. ეს რაღაც კლასიკურ ნახშირწყლების გარეშე დიეტის და დიეტოლოგ და ფიტნეს მწვრთნელის, ხორხე კრუზის დიეტის შუალედს წარმოადგენს. მას დამაინტრიგებელი სახელი აქვს „100“.

დიეტა ნახშირწყლების გარეშე

იდეალური ფორმების გამოთვლა ნებისმიერ ჩვენგანს კალკულატორზე შეუძლია. ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ დღეში 100-ზე მეტი ე.წ. „შაქრიანი კალორია“ არ უნდა მიიღოთ. ბევრი მწვრთნელი დაჟინებით ამბობს, რომ მუცლის ღრუში ცხიმის დაგროვებას სწორედ შაქარი იწვევს და არა ცილა, უჯრედისი და თავად ცხიმი.

საბოლოოდ დიეტოლოგებმა, მათ შორის ხორხე კრუზიმ, წონაში დაკლების მარტივი ფორმულა გამოიმუშავეს: პროდუქტში „შაქრიანი“ კალორიების დასათვლელად ნახშირწყლების რაოდენობა 4-ზე უნდა გაამრავლოთ.

მაგალითად, ბანანი საშუალოდ 25 გრ ნახშირწყალს შეიცავს. ეს ბევრია? ქერის მარცვლებს შევადაროთ: 100 გრ პროდუქტი მხოლოდ 10 გრ ნახშირწყალს შეიცავს. თუ მას 4-ზე გავამრავლებთ, დღეში შეგიძლიათ 1 ცალი ბანანი ან 300 გრ ქერის ფაფა (სრული თეფში) მიირთვათ და მეტი შაქრის შემცველი პროდუქტი არა.

არ შეგეშინდეთ: მიუხედავად იმისა, რომ შაქარს ბევრი ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტი შეიცავს, ზოგიერთი, როგორიცაა ქონი მას არ შეიცავს. გთავაზობთ მოსახერხებელ სიას!

პროდუქტები ნახშირწყლების გარეშე

როგორც უკვე ვთქვით, ნახშირწყლები ყველგან გვხვდება, მაგრამ განსხვავებული რაოდენობით. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ პროდუქტები ზეპირად დაყოთ ნახშირწყლების გარეშე და შაქრის დიდი რაოდენობის შემცველ პროდუქტებად. მარცვლეულების უმეტესი ნაწილი ფრთხილად უნდა გამოთვალოთ. აი, რამდენიმე გემრიელი პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ უშიშრად მიირთვათ.

  • კვერცხი (25 კვერცხის ჭამა მოგიწევთ, რომ დასაშვებ შაქრის რაოდენობას გადააჭარბოთ)
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სოკო
  • ნიახური
  • ყაბაყი (4 ყაბაყს თუ შეჭამთ 100 შაქრიანი კალორიის ნახევარი დარჩება.)

ახლა ყველაზე გემრიელი და სასარგებლო, რითაც შეგიძლიათ ნახშირწყლების გარეშე დიეტის დროს თავი გაინებივროთ.

  • ქათმის ფეხი (ნახშირწყლებს არ შეიცავს)
  • ლოქო (100 გრ პროდუქტზე 0 გრ ნახშირწყალი)
  • ღურკანა
  • ინდაურის ფარში
  • ღორის ნაჭერი
  • კარაქი
  • ქონი
  • ხაჭო (100 გრამზე 7 გრ ნახშირწყალი)

რაც შეეხება ძალიან მაღალ კალორიულ პროდუქტს, ისინი სხეულს არც ისე აზიანებენ, როგორც გვგონია. აქაც სიფხიზლე უნდა გამოიჩინოთ. ხორხე კრუზიმ ესეც გაითვალისწინა და მთლიანი დღის კალორიების განრიგი შეადგინა, რომ ნახშირწყლების გარეშე დიეტამ 100%-ით იმოქმედოს.

მისი მეთოდით სამი მთავარი კერძის მიღება 400 კალორიას არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო სამი წახემსებიდან თითოეული მაქსიმუმ 50 კალორია უნდა იყოს. ჯამში დღეში 1500 კალორია გამოვა, რაც დიეტების უმეტეს ნაწილს შეესაბამება, მაგრამ შაქრის შემცირების გამო წონაში დაკლება უფრო სწრაფად ხდება: ასეთი რეჟიმის დაცვით პირველ თვეს 10 კგ-ს დაკლებას შეძლებთ.

გთავაზობთ ერთი დღის სამაგალითო მენიუს.

ერთი დღის მენიუ

საუზმე – 200 გრ მარილიანი ხაჭო 1 მუჭა ნიგოზთან და ნახევარ ავოკადოსთან ერთად.

წახემსება – ნიახური ნებისმიერი რაოდენობით ან ბულგარული წიწაკა.

სადილი – შემწვარი ან გამომცხვარი ქათმის ფეხები ყაბაყთან ან ისპანახის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათასთან ერთად.

სამხარი – 30 გრ ხმელი ხორცი (მაგალითად, პროშუტო) ჩერის პომიდორთან ერთად.

ვახშამი – ინდაურის კოტლეტი ბროკოლთან ერთად ან კვერცხი ყველთან ერთად.

წახემსება – იოგურტი ან 1 ჭიქა კეფირი.

ასეთ რაციონში მარცვლეული სასურველი არაა. მაგალითად, ერთი თეფში ბრინჯი შაქრიანი კალორიების დღიურ ნორმას მთლიანად დახურავს და საღამომდე ან შემწვარი ხორცით ან ძალიან ნეიტრალური ბოსტნეულის ჭამა მოგიწევთ. პროდუქტების კალორიების და მათში არსებული ნივთიერებების ბალანსის შესახებ ცოდნა აუცილებელია, რადგან ჩვენ არა ცილების, ცხიმების გამო, არამედ პირველ რიგში ნახშირწყლებისა და შაქრის გამო ვიმატებთ. დაბალი ნახშირწყლების შემცველი მენიუ აუცილებლად შეინახეთ, თუ ამ რაციონის გამოცდა გსურთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს