ადამიანის კვება და საჭმლის მონელება ძლიერი ორგანიზმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საკვების ხარისხის და მიღებული პროდუქტების რაოდენობის შესახებ ძირითადი ინფორმაციის ცოდნის გარეშე სხეულის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია.
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, რომელი პროდუქტებია სასარგებლო თქვენი ორგანიზმისთვის, თუნდაც ძილის წინ წასახემსებლად. აუცილებელი არაა ფორმების შესანარჩუნებლად ჭამა საღამოს 6 საათზე შეწყვიტოთ. საჭმლის მომნელებელი სისტემა ძილის დროსაც შესანიშნავად მუშაობს.
კვება და საჭმლის მონელება
ხურმა
ხურმა სხვა ყველაფერთან ერთად შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს. ის უძილობას, შფოთვას და ნერვულ დაძაბულობას აქრობს. ერთი ნაყოფი საკმარისია, რომ ადამიანმა მშვიდად და ღრმად დაიძინოს. ეს ამინომჟავა აწარმოებს სეროტოტინს, ბედნიერების და კარგი განწყობის ჰორმონს.
ხურმის კიდევ ერთი დადებითი თვისება ცილებია, რომლებიც კატაბოლიზმს, კუნთების დაშლას ხელს უშლიან. ძილის დროს ტვინი ორგანიზმის სამუშაოდ ბევრ რესურსს იყენებს, მათ შორის კუნთოვან ქსოვილებს. ხურმაში შემავალი ცილები ამას ხელს შეუშლის. და ბოლოს, ხურმა შეიცავს ბევრ წყალს, რომელიც ძილის დროს ორგანიზმს წყლით უზრუნველყოფს და მას აჯერებს.
ქათმის მკერდი
ქათმის მკერდი ცილებით მდიდარ თეთრ, დიეტური ხორცს შეიცავს. მცირე კალორიულობის გამო სპორტსმენების და გახდომის მსურველებისთვის საყვარელი ქათმის ნაწილია. ძილის წინ ცოტა ქათმის მკერდის მიღება შეიძლება, თუ გამოაცხობთ, მოხარშავთ ან მშრალ ტაფაზე შეწვავთ. კანი სჯობს მოაშოროთ.
ტრიპტოფანს ეს ჯადოსნური პროდუქტიც შეიცავს. გარდა ამისა, B9 და B12 ვიტამინების დავიწყება არ შეიძლება. ეს ვიტამინები ქალებს ორსულობის დროს ძალიან სჭირდება. ხოლო მაგნიუმი, თუთია და რკინა სასარგებლო და გემრიელი კერძის სასიამოვნო ბონუსებია.
კაკალი
კაკალი ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. მასში შედის მაგნიუმი, ომეგა 3 და B ვიტამინების ჯგუფი. კაკალი ღამით წასახემსებლად ძალიან სასარგებლოა. შედეგად, ადამიანი კარგად გამოიძინებს და დილით სიმძიმე არ შეაწუხებს.
არ გადააჭარბოთ, 30-40 გრ კაკალი იდეალური რაოდენობა იქნება. გირჩევთ სხვადასხვა სახის კაკალი შეურიოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ნიგოზით დროთა განმავლობაში კარგად დაკლება შეიძლება.
ზღვის თევზი
ზღვის თევზი სასარგებლო პროდუქტია. ის მდიდარია ცილებით და ყველა შესაძლო მიკროელემენტით, როგორიცაა ომეგა 3 და B, D, E ვიტამინების ჯგუფი.
უცხიმო თევზი, მაგალითად, ვირთევზა და კამბალა, დიეტური პროდუქტებია (ცოტა ცხიმი, ადვილად მოსანელებელი). თეთრი თევზი იოდის და ფოსფორის კარგი წყაროა და ადამიანის ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია. წითელი თევზი მდიდარია ომეგა 3 ამინომჟავით, რომელიც სახსრების მუშაობას არეგულირებს, ტვინის აქტივობას აუმჯობესებს, ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.
ხაჭო
ხაჭო 5%–იანი ცხიმით – ოპტიმალური ვარიანტი გვიან წასახემსებლად. ზედმეტი არ მოგივიდეთ, მაქსიმალური ულუფა დაახლოებით 200 გრ. თუ უმი პროდუქტები არ გიყვართ, შეგიძლიათ უზეთოდ ხაჭოკვერა გაიკეთოთ. შაქარი არ დაუმატოთ, ალტერნატიული დამატკბობლები გამოიყენეთ. ახლა დანაყრებული ხართ და იცით, რომ ღამით წახემსება ზედმეტ კილოგრამებს არ მოგიტანთ.
ხაჭო მდიდარია ცილებით, სასარგებლო ცხიმებით. მასში შედის B ჯგუფის ვიტამინები, ასევე ცნობილი მინერალები: კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, თუთია, კალციუმი და სხვა. ხაჭოში შემავალი სასარგებლო ცხიმები, ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ხაჭო შეიცავს უჯერ მჟავას, რომელიც მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.
ძილის წინ ძალიან ბევრი პროდუქტის მიღება შეიძლება. მაგალითად: მწვანე ჩაი, სელის თესლი, ავოკადო, ოსპი. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ზოგადად, ეს პროდუქტები შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ. მათი სასარგებლო თვისებები ამ დროსაც გამოვლინდება, მაგრამ ძილის დროს ორგანიზმი მათ მონელებას ახერხებს და დილით კუჭში სიმძიმეს არ იგრძნობთ.