რას გრძნობს დედა, როცა საბავშვო ბაღიდან ურეკავენ და ბავშვის დაუყოვნებლივ წაყვანას სთხოვენ

167
Photo credit: Depositphotos

თუ დაფიქრდებით, სიცოცხლე სავსეა ყოველგვარი საინტერესო კაზუსით, რომელთა შესახებ კარგ სამეგობრო წრეში შეიძლება საუბარი. დღევანდელი ისტორია სწორედ ამას ეხება. ჩვენი მკითხველი გვიზიარებს, თუ როგორ ანერვიულა იგი მისი შვილი ნახატმა. ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად დამთავრდა!

ქალიშვილის ნახატი

-“ჩემი ქალიშვილი 5 წლისაა და ყველას ძალიან გვიყვარს. მხიარული, ენერგიული გოგონა, წინა კბილის გარეშე (სარძევე, ამოიღო) და ორი კიკინით. ამბობენ, რომ პირველი ბავშვის მოვლა განსაკუთრებულია. აღზრდის პირველი გამოცდილება, გვინდა, ყველაფერი მაქსიმალურად სწორად გავაკეთოთ, შეცდომების გარეშე. 

Photo credit: Depositphotos

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქუჩიდან ცოტათი შორსაა, ლიზა შევიყვანეთ საბავშვო ბაღში, რომელსაც კარგი შეფასებები ჰქონდა. იქ ბავშვებს განსაკუთრებულად ეპყრობიან და არ უხდებათ ყოველდღე საშინელი მანანის ფაფის ჭამა, დაღლილი მასწავლებლების ყვირილის სმენა და ტირილი. 

ჩვენი ბაღი ცოტა ხნის წინ ააშენეს, სისუფთავით ელვარებს, ბევრი ფანჯარა და სათამაშო აქვთ. შესანიშნავი ავეჯი, ახალგაზრდა და ენერგიული პერსონალი. ყველა დადის, იღიმის, არავითარი ნეგატივი. ჩემი აზრით, ასეთი აღზრდის შემდეგ, ლიზა პოზიტიური ბავშვი გახდება. ჩვენც ასეთები ვართ ოჯახში, ყველაფრის მიუხედავად.

აი, სამსახურში ვარ და მირეკავენ. ყურმილს ვიღებ და ლიზას მასწავლებელი მეუბნება, რომ დღეს იგი ჩვეულებრივზე უფრო ადრე უნდა წამოვიყვანო, რომ ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს “ძალიან სერიოზული შემთხვევაა და გადადებას არ ექვემდებარება.” მეტს არაფერს მეუბნება, მხოლოდ პირადად მეტყვის.

Photo credit: Depositphotos

რა გზა მქონდა, უფროსს ვთხოვე, ადრე გავეშვი და ბაღში წავედი. თავში უკვე სულელური აზრები მიტრიალებდა. იქნებ, რამეს თავი ჩამოარტყა ან რაღაც გატეხა… იქნებ, ვინმეს ეჩხუბა, თუმცა, ამაში ეჭვი მეპარებოდა. თუმცა, ახლა ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან და ისეთი სასტიკები არიან… იქნებ, ვიღაცამ მწყობრიდან გამოიყვანა?

მივედი. მანქანას ვაყენებ. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ პირდაპირ მასწავლებლისკენ, რომ ვკითხო, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა. ქალს, თითქმის უხმოდ, მივყვავართ მე და ლიზა ცალკე კაბინეტში, ფსიქოლოგთან. რა თანამედროვეობაა! ფსიქოლოგი საბავშვო ბაღში. ალბათ, იღლება მეძუძური ბავშვებისთვის რორშახის ტესტების ჩატარებით… მოკლედ, გამოვძვრებით.

Photo credit: Depositphotos

მაშ ასე, ვდგავართ ჩვენ სამი: მე, ლიზა და მასწავლებელი, ამ ფსიქოლოგის წინაშე. მამაკაცი დიდხანს იქექება სქელ საქაღალდეში და, როგორც იქნა, ამოიღო ბავშვის ნახატი, რომელზეც 3 უცნაური ფიგურაა დახატული – ორი მაღალი და ერთი დაბალი. როგორც აღმოჩნდა, ეს ნახატი ჩემმა ქალიშვილმა დახატა და იგი დღევანდელი პრობლემების ცენტრში ყოფილა.

ორი მაღალი ფიგურა ლიზა და მამამისია, ერთი დაბალი – ჩვენი კატა, ტომი. ყველაფერი “პრიმიტივიზმის” ტექნიკაშია შესრულებული და ვერაფერს გამოარკვევ. ეს პრობლემა არაა, ვიცი, რომ ქალიშვილს არ უყვარს ხატვა. “აი, აქ” – თითით მიჩვენებს კეთილი ფსიქოლოგი, -“თქვენ არ ხართ. ესე იგი, ბავშვი არ აღგიქვამთ და არ სურს, მის გვერდით იყოთ!”

შემდეგ ორი ზრდასრული ადამიანი ერთდროულად იწყებს ჩემს დამცირებას. თურმე, მეტი დრო უნდა გავატარო ბავშვთან, მასთან ალერსიანი და ბლა-ბლა-ბლა უნდა ვიყო. რომ მათ უმაღლესი კლასის დაწესებულება აქვთ და ამას ასე ვერ დატოვებენ. რა თქმა უნდა, მე ვერ ვხვდები. ვდუმვარ და სირცხვილის საღებავით ვიღებები.

Photo credit: Depositphotos

ერთწუთიანი პაუზა გაჩნდა, მე გაყინული თვალებით ვეკითხები ლიზას: “მართალია? რატომ არ დამხატე მეც, მეც მინდა, შენთან ვიყო. იქნებ, გაგაბრაზე?”

ლიზა, რომელსაც ამ დროისთვის თვალები უკვე ჩაუმრგვალდა, თავისი ბავშვური გულახდილობითა და უშუალობით მითხრა: “არა, დედა, რას ამბობ. უბრალოდ ხატვა არ ვიცი. ჯერ ჩემი თავი დავხატე, შემდეგ მამაჩემი. კარგი არ გამომივიდა. ტომის დახატვაც არ მინდოდა. შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ საერთოდ საშინელება გამომივიდოდა. ქაღალდი უნდა გადამეგდო, მაგრამ წამართვეს…”

ახლა უკვე წამოვწიე თვალი და, დაუხამხამებლად, “საბავშვო ბაღის პატივცემულ თანამშრომლებს” შევხედე. ისინი ჩემს მზერას გაურბიან.

“ბავშვს კბილზე რა სჭირს, სად ჩამოარტყა, ჩვენთან ვერ მოახერხებდა?!” – მასწავლებელი სიჩუმის დარღვევას ცდილობს. მე ვპასუხობ, რომ სარძევე კბილი ჰქონდა და მოსძვრა. მესმის, რომ მან ეს ჩემზე უკეთ იცოდა, თუმცა, დგომა და დუმილი არ შეეძლო. პარალელურად ვაცვამ შვილს, რომ სახლში წავიდე.

Photo credit: Depositphotos

სახლში კი, ქმრის მოსვლის შემდეგ, მოვუყევი დღევანდელ მოვლენებს და ვყვირი, რომ ჩემი ქალიშვილის ფეხი იქ აღარ იქნება! არადა, ლიზას მოსწონს ბაღი… მოკლედ,ვერ ვმშვიდდები, მაგრამ ვიცი, რომ იქ აღარ წავალ!”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს