მანანის პუდინგი: ეს დესერტი საბავშვო ბაღის მოგონებებს აღგიძრავთ

295

ბევრისთვის, მანანის ფაფა ბავშვობასთან ასოცირდება. ამის მიზეზიც აქვთ: მანანის ბურღული ხომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კერძი იყო, რომელსაც საუზმეზე არამხოლოდ სახლში, არამედ საბავშვო ბაღშიც მივირთმევდით. თუმცა, ტრადიციული რეცეპტით, ეს ფაფა ყველას არ მოსწონს. ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ მანანის ბურღული ღუმელში. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი რეცეპტია!

მანანის პუდინგი

Paparazzi.ge-ის რედაქცია გიზიარებთ მანანის პუდინგის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოეწონებათ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებსაც.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 180 გ მანანის ბურღული
  • 500 გ რძე
  • 400 მლ წყალი
  • 40 გ შაქარი
  • 40 გ კარაქი
  • 2 ც კვერცხი + 1 გული
  • 30 გ საფანელი
  • 40 გ არაჟანი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. პირველ რიგში, მოამზადეთ ჩვეულებრივი ფაფა. ჩაასხით ქვაბში 1.5 ლ რძე და დაუმატეთ 400 მლ წყალი. როგორც კი სითხე ადუღდება, თანდათან ჩაყარეთ მანანის ბურღული, მუდმივად ურიეთ, ბურთულები რომ არ წარმოიქმნას.

2. როცა ფაფა შესქელებას დაიწყებს, დაუმატეთ მარილი, მოურიეთ. ხარშეთ ფაფა ნელ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით. მზა მასა გააგრილეთ. გაგრილების დროს, ფაფა კიდევ უფრო გასქელდება. ამასობაში, კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად.

3. როცა ფაფა თბილ მდგომარეობამდე გაგრილდება, დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ. მოიტოვეთ სულ ცოტა ცხიმი იმ ფორმაზე წასასმელად, რომელშიც პუდინგს გამოაცხობთ. დაუმატეთ ფაფას შაქრიანი კვერცხის გულები და კარგად მოურიეთ.

4. შემდეგ ათქვიფეთ ცილები მყარ ქაფამდე და დაუმატეთ ძირითად მასას. ცილა უნდა შეურიოთ ძალიან ფრთხილად, არავითარ შემთხვევაში არ ათქვიფოთ. საცხობ ფორმას უხვად წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ საფანელი, პუდინგი რომ არ მიიკროს. მოათავსეთ მანანის მასა ფორმაში და მოასწორეთ ზედაპირი.

5. შეურიეთ 1 კვერცხის გული არაჟანს და ეს მასა მოასხით პუდინგს. შედგით ფორმა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 20-25 წუთით. ზემოდან მადისაღმძვრელი, შებრაწული ქერქი უნდა გაჩნდეს. ცხობისას, პუდინგი კარგად ამოსუქდება, გაგრილებისას კი ისევ დაიწევს. მირთმევამდე, აცადეთ პუდინგს გაგრილება, ნაჭრებმა ფორმა რომ შეინარჩუნოს.

მანანის პუდინგი შეგიძლიათ ხილის მურაბასთან, არაჟანთან ან შესქელებულ რძესთან ერთად მიირთვათ. ჩვენი პუდინგი ზომიერად ტკბილია, ამიტომ დამატებითი სიტკბო არაფერს დააკლებს. ეს კერძი შესანიშნავი იდეაა საუზმისთვის, თანაც, არამხოლოდ ბავშვებისთვის.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს