დედის წყენა, ანუ რატომ ამბობს თანამედროვე ახალგაზრდობა უარს საიუბილეო სუფრაზე

582
Photo credit: Depositphotos

დღესასწაულისთვის მზადება სასიამოვნოა: იკრიბებიან ახლობლები და მეგობრები, ხმაურიან კამპანიაში ყველა მეგობრულად აღნიშნავს დღესასწაულს. დღეს ჩვენ მოგიყვებით ისტორიას ქალისა, რომელიც მოუთმენლად ელოდა თავის იუბილეს, რათა იგი ოჯახის წრეში აღენიშნა.

Photo credit: Depositphotos

დღესასწაულისთვის მზადება

“ერთი კვირის განმავლობაში, ჩემი იუბილეს აღსანიშნავად ვემზადებოდი, სულ რამდენიმე დღის წინ გავხდი 60 წლის. დღესასწაულისთვის მთელი გულით ვემზადებოდი, დიდი იმედი მქონდა, რომ დაბადების დღეს ოჯახისა და მეგობრების წრეში აღვნიშნავდი. კარანტინის გამო გადავწყვიტე, ოჯახის ვიწრო წრეს დავჯერებოდი. 

უმცროს ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ, ელენე უკვე 30 წლისაა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ არ გათხოვილა. უფროსი ვაჟი 40 წლისაა, დაქორწინებული. ასე ვგეგმავდი აღნიშვნას: ქალიშვილთან, ვაჟთან, მის ცოლთან და ქალიშვილთან ერთად. მე საჭირო პროდუქტი ვიყიდე, მენიუ შევადგინე. დიდებული სუფრა გავშალე: ტოლმა, გამომცხვარი ხორცი, რამდენიმე სალათი, დასაყოლებლები, ტორტი… ყველას ვუთხარი, რომ შაბათს აღვნიშნავდით, იმ დღეს არაფერი რომ არ დაეგეგმათ.

Photo credit: Depositphotos

შაბათს არავინ მოსულა. ვაჟს დავურეკე, არ მიპასუხა. არ მესმოდა, რატომ მოხდა ასე, მაგრამ გული ძალიან დამწყდა. ნაცვლად იმისა, რომ დაბადების დღე სიხარულით აღმენიშნა, მთელი ღამე ვტიროდი. მშვიდად ვერ ვუყურებდი გაშლილ სუფრას, ძალიან გამიჭირდა მისი ალაგება.იმდენი ვიწვალე ჩემი შვილებისთვის, ისინი კი ასე მომექცნენ. მხოლოდ ელენე მამშვიდებდა მთელი საღამო. ვერ ავიტანე და კვირას ვაჟთან წავედი იმის გასაგებად, თუ რატომ მომექცა ასე.”

Photo credit: Depositphotos

მოგონებები

“ბავშვებს მარტო ვზრდიდი მას შემდეგ, რაც ქმარი საზღვარგარეთ წავიდა სამსახურის საშოვნელად და გაქრა. ჩემი მშობლების დახმარებით შევძელი სამოთახიანი ბინის შეძენა, იქ ვცხოვრობდით ჩვენ სამი. 30 წლის ასაკში, ვაჟმა მაცნობა, რომ ცოლის მოყვანას აპირებდა. მათ ჩემთან გადმოსვლა შევთავაზე, ოთახი გამოვუყე, მეორეში ელენე ცხოვრობდა, მე კი მისაღებში ვწვებოდი. მარტივი არ იყო, მაგრამ მინდოდა, თავი კომფორტულად ეგრძნო.

Photo credit: Depositphotos

ასე 7 წელი ვცხოვრობდით, შემდეგ შვილიშვილი შემეძინა, იგი ჩემს ხელებში გაიზარდა. რამდენიმე წელიწადში, ჩემი დედამთილი გარდაიცვალა. მასთან კარგი ურთიერთობა არ მქონია, ამ წლების განმავლობაში, არაფერში დამხმარებია. თუმცა, რატომღაც მე მიანდერძა თავისი ერთოთახიანი ბინა, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო. იქ კაპიტალური რემონტი გავაკეთე. ვიფიქრე, სწორი იქნებოდა, თუ ამ ბინას ჩემს ვაჟსა და რძალს მივცემდი. ასეც მოვიქეცი. მას შემდეგ, ჩვენ უფრო იშვიათად ვხვდებოდით და ნაკლებად ვკონტაქტობდით, თუმცა, დღესასწაულებს ყოველთვის ერთად აღვნიშნავდით.

თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, ისინი არ მოვიდნენ, ასე პირველად მოხდა. დილის ათზე მივედი, ვნერვიულობდი, ხომ არაფერი შეემთხვა-მეთქი. თან წავიღე გუშინდელი საკვები. კარი მძინარე რძალმა გამიღო და ზღურბლთანვე მკითხა, რატომ მივედი.”

Photo credit: Depositphotos

წყენა

“სახლში რომ შევედი, ვაჟს ეძინა. გაიღვიძა და ჩაი შემომთავაზა. მაშინვე ვკითხე, რატომ არ მესტუმრა, ჩვენ ხომ წინასწარ მოვილაპარაკეთ. ვკითხე, რატომ არ მიპასუხა ზარზე. შვილს არაფერი უთქვამს, რძალმა ორივეს ნაცვლად მიპასუხა. მთელი ამ წლების მანძილზე, ჩემზე გაბრაზებული ყოფილა იმიტომ, რომ ერთოთახიანი ბინა მათ მივეცი, თავად კი სამოთახიანში ვცხოვრობდი. მასში იმდენად ცოტაა ადგილი, რომ მეორე ბავშვზე საუბარიც კი არ შეუძლიათ. არ ვიცი, ახლა რა ვიფიქრო. ყველაფერი ბავშვებისთვის მინდოდა, ბინაც ვაჩუქე… თუმცა, როგორც ჩანს, საკმარისად დიდი ბინა ვერ მივეცი.”

Photo credit: Depositphotos

სამწუხაროა, რომ ასეთ სერიოზულ რამეებზე არც კი ვფიქრობთ ხოლმე. სხვისი სიამოვნების დევნაში, ადამიანები ვერ ამჩნევენ, რომ მადლიერების ლოდინს აზრი არ აქვს. ხანდახან, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. დასკვნა მაშინ უნდა გამოიტანოთ, როცა, მადლიერების გამოხატვის ნაცვლად, ადამიანი თავხედურად იქცევა. უსიამოვნოა, როცა ეს ადამიანი თქვენი შვილია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს