ჩანახატი, თუ როგორ ჩაშალა ახალი წელი უტიფარმა დედამთილმა

0
2104

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. ამ დღეს ნათესავების ერთ სუფრასთან შეკრება, ურთიერთობა და კიდევ ერთი წლის დასრულების ხმაურიანად აღნიშვნა გვსურს. თუმცა ყველა ოჯახში ასე არაა. ზოგჯერ ასეთი შეკრება ნათესავებს შორის უთანხმოებას იწვევს. სწორედ ასე მოხდა ჩვენს ისტორიაში, სადაც ახალი წლის გეგმები წარუმატებლად ჩაიშალა.

Photo credit: Depositphotos

დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ ისტორიას და თავად გადაწყვიტეთ ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე.

საახალწლო გეგმები

„უკვე ერთი წელი გავიდა, მაგრამ გასული წლის ოჯახური შეკრების შედეგები დღემდე მაწუხებს. ყოველთვის მომწონდა, როცა მთელი ოჯახი ერთ სუფრაზე იკრიბებიან, ისტორიებს ყვებიან, წარსულს იხსენებენ. მაგრამ გასულმა საახალწლო ღამემ საყვარელი ოჯახური შეკრება ნამდვილ სკანდალად აქცია. უფრო ზუსტად, ჩემმა ძვირფასმა დედამთილმა.

გასულ წელს მთელ ოჯახთან ახლის წლის აღნიშვნა დაგვავალა. თქვა, რომ ეს ოჯახური დღესასწაულია, ერთად უნდა შევიკრიბოთ და დიდებული სუფრა გავშალოთ. იდეა მომეწონა, რადგან ჩვენი ქორწილის შემდეგ ყველა ერთად არ შევკრებილვართ. არადა უკვე სამი წელია ცოლ–ქმარი ვართ. შევთანხმდით იმ პირობით, რომ ჩემთან ვქეიფობდით და კერძებსაც მე ვამზადებდი.

Photo credit: Depositphotos

სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი საქმე მიყვარს. კერძების მომზადება ჩემი ძლიერი მხარეა, თუმცა დედამთილი ამას არ აღიარებს. უკვე დაგეგმვა დავიწყე, თუ რას მოვამზადებდი, რით გავაოცებდი სტუმრებს. ჩვენ ხომ ყველა დავპატიჟეთ. ჩემი მშობლები, ძმები და დები ოჯახებით. საახალწლო გრანდიოზული გეგმა დიდად მახარებდა.

საახალწლოდ ზუსტი გეგმა შევადგინე და უკვე მშვიდად ვიყავი. დედამთილის ზარამდე. მან ვახშმამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკა და გამომკითხა, თუ რას ვამზადებდი. დეტალურად ყველაფრის მოყოლა მომიწია. განაცხადა, რომ თავადაც რამეს მოამზადებდა, რადგან ჩემს მენიუში საკმარისი კერძები არ იყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ 23. შევთანხმდით, რომ ცხელი კერძები, სალათები და ხორცი ჩემზე იყო, თავად კი რამდენიმე წასახემსებელს მოამზადებდა. თითქოსდა ორივე კმაყოფილი ვიყავით.

Photo credit: Depositphotos

ახალი წლის ღამე

შეკრების დღეს დედამთილი ორი უზარმაზარი ჩანთით გამოგვეცხადა. გამიკვირდა, მაგრამ მშვიდად ვკითხე, თუ რა იყო შიგნით. პასუხის ნაცვლად ჩანთიდან მოხარშული კერძები ამოალაგა. აქ იყო „ოლივიე“, „ქურქი“ და კოტლეტები. მოკლედ, ყველაფერი, რაც უკვე მოვამზადე. გამომცხვარი იხვიც კი მოიტანა, თუმცა იცოდა, რომ ეს ჩემი საფირმო კერძია.

უკვე სიბრაზისგან ვიხრჩობოდი, მაგრამ გადავწყვიტე თავი შემეკავებინა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ახალი წლის ღამეს ჩხუბი არ შეიძლება. ღრმად ამოვისუნთქე და ვკითხე: „ლუდმილა, რატომ მოამზადეთ ამდენი? მე უკვე ყველაფერი მზად მაქვს, უბრალოდ სუფრაზე გატანა დამრჩა. ყველა კერძისთვის ადგილი არაა“.

Photo credit: Depositphotos

ამაზე გამიცხადა: „ჩემი მაგიდაზე დადე, შენი კი – მაცივარში. შემდეგ შეჭამთ. შენ ყველაფერი ცოტ–ცოტა გაქვს, მე კი იმდენი მოვამზადე, რომ ყველას ეყოს.“ ლამის სუნთქვა შემეკრა, მაგრამ დავეთანხმე ნაწილი მისი კერძები დამედო და ნაწილი ჩემი. მაგიდა დადარდიანებულმა გავშალე და სტუმრებს დაველოდე.

იმდენად მიხაროდა მათი მოსვლა, რომ ფიქრიც კი შევწყვიტე, სად ვისი კერძი იყო. გადავწყვიტე, რომ საღამოს მაინც მხიარულად გავატარებდი. დედამთილს დანებება მაინც არ სურდა. მგონი ყველა სტუმართან მივიდა და მისი კერძების გასინჯვა სთხოვა. ერთი ასჯერ გაიმეორა, რომ სწორედ მან მოამზადა.

Photo credit: Depositphotos

მის კერძებს ყველა აქებდა და ამბობდნენ, თუ როგორი მარჯვე დიასახლისია. მაზლმა იხუმრა კიდეც, რომ რძლისთვის ასეთი საჭმლის მომზადება ესწავლებინა. და მოვიწყინე. მე ხომ დიდი ძალისმხევა ჩავდე სადღესასწაულო ვახშმის მომზადებაში და არავინ დააფასა. ისე გამოვიდა, თითქოსდა ყველა შევკრიბე და საწყალ დედამთილს ყველაფრის გაკეთება ვაიძულე.

Photo credit: Depositphotos

ხინჯი დარჩა

რა თქმა უნდა, სხვებს დღესასწაული არ ჩავუშხამე, მაგრამ განწყობა აღარ შემრჩა. სტუმრები გავაცილე, თითოეულს ჩემი იხვის ნაჭრები ჩავულაგე. სუფრასთან ხომ არავის გაუსინჯავს. დედამთილი მხოლოდ თავის კერძებს სთავაზობდა. დედამთილი სხვებთან ერთად წავიდა და დარჩენილი თავისი კერძებიც წაიღო.

უამრავი ჭურჭლის გარეცხვა მომიწია და თავხედ დედამთილმზე ვბრაზობდი. კარგია, რომ ქმარი დამეხმარა და დამამშვიდა. მითხრა, რადგან ამდენი საჭმელი დაგვრჩა, ხვალ შეგვიძლია მეგობრები დავპატიჟოთ და კიდევ ერთი დღესასწაული მოვაწყოთ. ასევე მითხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დიასახლისი ვარ. ბრაზმა გადამიარა, მაგრამ ხინჯი მაინც დამრჩა.

და აი, დეკემბრის დასაწყისში დედამთილმა კვლავ დამირეკა, თუ სად და როგორ აღვნიშნავდით ახალ წელს. გასული წლის გამეორება აღარ მსურს, მაგრამ დედამთილთან ჩხუბის ძალაც არ მაქვს. რა გავაკეთო და როგორ მოვიკრიბო გამბედაობა იმის სათქმელად, რომ წელს მე და ჩემი მეუღლე აღნიშნავს მარტო ვაპირებთ?

Photo credit: Depositphotos

ახალი წლის გეგმები და როგორ მოვიქცეთ

ვფიქრობთ, ამ ისტორიის გმირმა ახალი წელი დედამთილთან ერთად აღარ უნდა აღნიშნოს. წყენა არსად გაქრა და კიდევ ერთი დღესასწაულის გაფუჭება არ ღირს. რთული სათქმელია, დედამთილს ცუდი განზრახვა ჰქონდა, თუ უბრალოდ დარწმუნებული იყო, რომ მასზე უკეთ ვერავინ მოამზადებდა. ამის შესახებ არავინ იცის.

ვთვლით, რომ ნებისმიერი საკითხის მოგვარება ლაპარაკით შესაძლებელია. რძალმა უნდა უთხრას, რომ უკმაყოფილოა და დედამთილსაც უნდა მოუსმინოს. გვგონია, რომ ასე სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიის შესახებ?