რომელია ყველაზე მდიდარი სასიძო?

2176

დამღლელი ყოფაცხოვრებისა და ყოველდღიური გეგმური საქმეების ბრალია ის, რომ ადამიანები გარშემო ბევრ რამეს ვეღარ ამჩნევენ. მართლაც, რა აზრი აქვს შერლოკ ჰოლმსის დამკვირვებლობას, თუ მისი გამოყენება აღარსად შეიძლება? თუმცა, ეს შესაძლებლობა მუდმივად უნდა გამოიყენოთ, რომ არ დაკარგოთ. სწორედ ამიტომ, Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს გთავაზობთ საინტერესო ამოცანებს, რომლებიც დაგეხმარებათ იმის შემოწმებაში, თუ რამდენად დაკვირვებული და ყურადღებიანი ადამიანი ხართ.

Photo credit: Depositphotos

ყურადღების ტესტი

1. თავს დაკვირვებულ ადამიანად მიიჩნევთ? მაშინ, ეს გამოცანა სწორედ თქვენთვისაა. კარგად დააკვირდით ამ ყმაწვილებს და გამოიცანით, რომელია მათ შორის ყველაზე შეძლებული. გაითვალისწინეთ, რომ გადამწყვეტ როლს შეიძლება ასრულებდეს არამხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არამედ ქცევის მანერებიც. კარგი ტესტია დაკვირვებული გასათხოვარი გოგონასთვის.

2. მეორე დავალებაში, ხუთიანებს შორის ყველაზე დაკვირვებული ადამიანებისთვის ექვსიანებიც იმალება. რამდენი 6-ია ნახატზე? ეცადეთ, იპოვოთ ყველა, არაუმეტეს 60 წამში. შეძლებთ?

3. ბოლო დავალებაში კი, ძაღლებს შორის, პანდა უნდა იპოვოთ. მართალია, ამდენ ყურსა და საყვარელ სახეს შორის გაოცებული პანდის პოვნა შეუძლებლად მოგეჩვენებათ, თუმცა, ძალიან ყურადღებიანი ადამიანი ამასაც შეძლებს. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ხართ თუ არა ასეთი ადამიანი.

მინიშნებები:

1. პირველი დავალება არც ისეთი მარტივია. ყურადღებიანი ადამიანი მაშინვე შენიშნავს, რომ მეორე მამაკაცი ვერ იქნება მდიდარი, რამდენადაც ყავის დალევის დროსაც კი ვერ სცილდება მობილურს, ესე იგი, წარმატებას ვერ მიაღწევდა. პირველი კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ცდილობს, მდიდრულად გამოიყურებოდეს, თუმცა, მისი ჩაკეტილი პოზა თავდაუჯერებლობაზე მეტყველებს. გამოდის, რომ მდიდარი მესამე ყმაწვილია. გვეთანხმებით?

Photo credit: Depositphotos

2. რა თქმა უნდა, ასეთი მკვეთრი ფონი ხელს გვიშლის ყველა 6-იანის პოვნაში, სწორედ ამაში მდგომარეობს დაავადების სირთულე. მოკლედ, სულ 5 ექვსიანია, ისინი კი მთელ სურათზეა განლაგებული: მესამე, მეშვიდე, მეთერთმეტე, მეცამეტე და ბოლო რიგებში.

3. ვერ იპოვეთ პანდა? შეუძლებელია! ის ხომ ნახატის მარჯვენა ნაწილში, თითქმის ცენტრშია მოქცეული. ასეთი შავი ყურები თეთრ ფონზე ძაღლში ვერ აგერევათ.

Photo credit: Depositphotos

არაუშავს, თუ ყველა დავალებას ვერ გაუმკლავდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მცდელობაც წაგადგებათ. რეგულარულად ამოხსენით მსგავსი ამოცანები და თქვენი ყურადღება სულ უფრო გაუმჯობესდება. მთავარია, იმუშავოთ საკუთარ თავზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს