დედობით იმედგაცრუებული: ვნანობ, რომ 45 წლის ასაკში გავაჩინე, ეს შეცდომა იყო. ბავშვი რთულია, ცუდად ძინავს და კიდევ უფრო ცუდად ჭამს

169

როგორც ექიმები ამბობენ, 25 და 45 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა დიდი განსხვავებაა. 35 % შემთხვევაში ქალსაც და ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექნებათ. ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ძალიან კარგია, თუ ბავშვი სასურველია და იმ ოჯახში იბადება, სადაც მშობლები ამ რთული პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად არიან.

რა უნდა ქნათ მაშინ, როცა ორსულობის შესახებ სიახლემ თავზარი დაგცათ და კიდევ ერთი ბავშვის გაჩენისთვის მზად არ ხართ? ამ წრის განმეორებისთვის ძალა არ გაქვთ და ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ?

© Depositphotos

ორსულობა 40 წლის შემდეგ

გასული წლების და დაგროვებულ სიბრძნის გადმოსახედიდან ბავშვის გაჩენა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება მოგეჩვენოთ. სინამდვილეში ასე არაა. სულ უფრო მეტი ქალი ნანობს, რომ გვიანდელ ორსულობაზე დათანხმდა. სტატისტიკას ვერ მოატყუებთ – სოციოლოგიური კვლევები ამბობენ, რომ თითქმის ყველა დედას, რომლებმაც 40 წლის შემდეგ გააჩინეს, დეპრესია აწუხებს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს. სწორედ ამიტომ, ყველა ქალი ორსულობის შენარჩუნებას ვერ ბედავს. თუ თანამედროვე მედიცინას შესაძლო გართულების თავიდან აცილება შეუძლია, რითაც ადრე „ასაკოვან“ ქალებს აშინებდნენ, მორალური საკითხი კვლავ ღია რჩება.

გვიანდელი ორსულობის შედეგები არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემებია. ეს სიმძიმის მუდმივი ტარება, უძილო ღამეები და სტრესია, რომლის გადატანაც 20 წლის ასაკში მარტივია, მაგრამ არა 45 წლისას.

© Depositphotos

რა უნდა გააკეთოთ გვიანდელი ორსულობის დროს? მხნეობის, მხიარული განწყობის და პოზიტივის შენარჩუნებისთვის 40 წლის ქალმა კარგად უნდა გამოიძინოს, კარგად იკვებოს და არ ინერვიულოს. რაც მთავარია, საკუთარ თავს გაუფრთხილდეს და სხვების დახმარება აქტიურად გამოიყენოს. დამწყები მენოპაუზის ფონზე პრიორიტეტი თვითგანწყობაა და არა ბავშვი. თუ ცხოვრება არა ხელსაყრელია, ეს ბავშვზე გავლენას აუცილებლად იქონიებს.

ოცნებებში ვარდისფერ ლოყება და მომღიმარ ბავშვებს წარმოვიდგენთ, რეალობაში კი პატარები ბევრ, ძალიან ბევრ პამპრესს სვრიან და ღამით ტირიან, ცუდად ჭამენ და შეუჩერებლავ ავად ხდებიან. ფსიქიკა არც თუ ისე მოქნილია და მსგავს ცვლილებებზე რეაგირება მძიმე, ძალიან მძიმეა.

© Depositphotos

მატერიალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარეშე ზოგიერთ ქალში თვითდაშლის მექანიზმი ირთვება. ამ ისტორიას ჩვენი მკითხველები ადასტურებენ, რომლებიც უკვე ასაკოვნები ბავშვის გაჩენას დათანხმდნენ. ამას, როგორც დედების უმეტესობა გვარის გასაგრძელებლად აკეთებენ: ღმერთმა მოგცა და ღმერთი გაგაზრდევინებს.

მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვესიზმრება. ბავშვის დაბადებამ ქმარი არ შეცვალა, დივანიდან არ ააყენა და სამსახურის ძიებისკენ არ უძიგა. ამასთან ზრდასრულმა შვილებმა ზურგი შეაქციეს. დედის გამოხტომა უპასუხისმგებლობად ჩათვალეს და რბილად მიუთითეს, რომ პირადი პრობლემები თავად უნდა მოაგვაროს.

© Depositphotos

„ჯერ კიდევ ორსულობის დროს ფულის მხრივ პრობლემები დამეწყო. ასეთ პირობებშიც კი სასწაულის იმედზე ბავშვის გაჩენა გადავწყვიტე. სასწაული არ მოხდა. მშობიარობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვინანე. ბავშვი გაჩნდა, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა. ფული საჭმელად ძვლის გვყოფნიდა, ახლა ოჯახში მუდმივად სკანდალები გვქონდა. ბავშვის გაჩენა ქმარმა დამარწმუნა, ახლა კი ოჯახის უზრუნველყოფა არ შეუძლია! გინება დაიწყო, აგრესიული გახდა, სასმელს დაუბრუნდა, თუმცა აქამდე წლებია არ სვამდა.

უფროს ქალიშვილთან ურთიერთობა გამიფუჭდა. ის თავიდანვე ბავშვის გაჩენაზე უარის თქმას მირჩევდა. მას შემდეგ, რაც არ დავუჯერე, განაწყენდა, რომ შვილიშვილებთან დახმარების გარეშე დავტოვე და ურთიერთობა შეწყვიტა.

ახლა ბევრი სესხი მაქვს აღებული. განქორწინება მოვითხოვე, მაგრამ პროცესი გაჭინაურდა, რადგან ბავშვი ჯერ ერთი წლისაც არაა. სახლის გაყიდვას ვცდილობ, რომ ერთოთახიანი ბინა ვიყიდო და და დანარჩენი ფულით ცხოვრება გავაგრძელო, სანამ ბავშვი ბაღში არ წავა. დახმარება არსაიდან არ მაქვს, სამსახურში გასვლა არ შემიძლია. გასტრიტი და ჰიპერტონია მაწუხებს. ყოველდღე ვიღვიძებ ფიქრით: „რატომ გადავწყვიტე გაჩენა, არ უნდა გამეკეთებინა…“

© Depositphotos

ამ ქალის და ბავშვის ცხოვრება როგორ წარიმართება? სიტუაცია უიმედოდ ჩანს და სავარაუდოდ, არ გაუმჯობესდება, თუ მას არავინ დაეხმარება. ქალი მზად არაა პასუხისმგებლობა აიღოს. მას უქმრობის, უფულობის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დანაშაულის გრძნობა ბავშვზე გადააქვს.

ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იზრდება და შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ ეს მის ზრდასრულ ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს. აუცილებელი არაა, რომ ყველამ გააჩინოს და მით უმეტეს 40 წლის შემდეგ.

© Depositphotos

ეს ისტორია გვიამბობს, რომ ყველა ისტორიას ბედნიერი დასასრული არ აქვს. ბედზე მინდობა და მომავლისთვის საფრთხის შექმნა როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობაა. ბავშვის დაბადება ოჯახურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ცხოვრება გააგრძელოთ!

თქვენ რას ფიქრობთ გვიანდელ ორსულობაზე? თქვენ შორის არიან ქალები, რომლებმაც ზრდასრულ ასაკში ბავშვი გააჩინეს? თქვენი ისტორია კომენტარებში გვიამბეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს