შეიძლება თუ არა სუპერმარკეტში შეძენილი უგემური პომიდვრის ჭამა?

139

შეიძლება მაღაზიაში ნაყიდი პომიდვრის ჭამა ზამთარში? იმის, რომელსაც საერთოდ არ აქვს სუნი, გემოთი პლასტმასას ჰგავს და მაცივარში თვეობით ისე დევს, რომ საერთოდ არ იცვლება? რა თქმა უნდა, შეიძლება.

Photo credit: Depositphotos

მათში არავითარი შხამი არაა. თუმცა, სამწუხაროდ, არც სარგებელი. ესაა სათბურის პომიდვრები, რომლებიც, მაგალითად, ჩინეთიდან შემოდის. ასეთი ბოსტნეული ძალიან ცოტა ვიტამინს შეიცავს და მხოლოდ კერძის გასაფორმებლად გამოდგება. მათი მირთმევა შეიძლება, თუმცა, გემოთი ვერ დაიკვეხნიან.

შეიძლება თუ არა პომიდვრის ჭამა

მოკლედ, რატომ გამოდგება ეს პომიდორი მხოლოდ მოსართავად? აგიხსნით: მათი დაკონსერვებაც შეიძლება, თუმცა, ეს ეკონომიკურად იქნება არახელსაყრელი. გაცილებით მარტივი იქნება ზაფხულში იაფი და ნატურალური პომიდვრების დაკონსერვება. პომიდვრის წვენის მომზადებაც ამავე მიზეზების გამო უნდა გადაიფიქროთ.

Photo credit: Depositphotos

შეგიძლიათ, პომიდორი მოწალოთ და ერთგვაროვან მასად გაატაროთ. შეიძლება პასტის მომზადებაც, თუმცა, მისი გემო დიდად არ მოგეწონებათ. თუ ასეთი პომიდვრით რაღაცის მომზადება მაინც გინდათ, ჩვენ გთავაზობთ კულინარიულ ხრიკს, რომელიც უგემური პომიდვრის კერძის გემოს გააუმჯობესებს.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • პომიდორი
  • თბილი წყალი
  • დანა
  • შაქარი
  • ზეთი

მომზადება

1. თბილი წყლითა და ჯაგრისით გარეცხეთ პომიდორი. უნდა მოხსნათ ცვილის ფენა, რომელსაც ხილსა და ბოსტნეულს ტრანსპორტირების წინ უსვამენ. მოკლედ, სწორედ ცვილის ეს თხელი ფენა ქმნის “პლასტმასის პროდუქტის” შთაბეჭდილებას.

Photo credit: Depositphotos

2. ახლა დანით მოაჭერით ნაყოფს ყველა დაზიანებული ნაწილები და მწვანე ადგილები.

3. ახლა დაჭერით ბოსტნეული და ჩაყარეთ ღრმა ჭურჭელში. მოაყარეთ შაქარი და მოასხით ცოტა ზეთი. ასეთი მანიპულაცია მაქსიმალურად შლის პომიდვრის გემოს. შაქარი კი დადებითად მოქმედებს ნაყოფების საბოლოო ტექსტურაზე. მაცივარში გატარებული 10 წუთის შემდეგ, გასინჯეთ და გამოიყენეთ ბოსტნეული კერძების მოსამზადებლად.

Photo credit: Depositphotos

აქვე, საჭიროა “საშინელი” ჰიდროპონიკის შესახებ გახსენებაც. ნუ შეგეშინდებათ მისი – სპეციალისტებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ იგი არავითარ გავლენას ახდენს პომიდვრის გემოსა და სუნზე. შედეგათ, თქვენ მიიღებთ გემრიელ, არომატულ ნაყოფს.

Photo credit: Depositphotos

გილოცავთ დამდეგს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პატარა ხრიკი საშუალებას მოგცემთ, უკეთ და გემრიელას გაატაროთ დრო ახლობლებთან ერთად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს