ზამთარში, როცა მზისა და სითბოს ნაკლებობას განვიცდით, ოჯახის წევრებს გულს ვუთბობ “მზის” ორცხობილებს. ეს მანდარინიანი ორცხობილები არამხოლოდ ძალიან გემრიელი და არომატულია, არამედ გარეგნულადაც ძალიან კარგად გამოიყურება.
დღეს Paparazzi-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი ორცხობილები მანდარინით, მხოლოდ 30 წუთში. ასეთი ორცხობილების თეფში სადღესასწაულო სუფრაზე გულგრილს არავის დატოვებს.
ორცხობილა მანდარინით
ინგრედიენტები:
- 150 გ კარაქი
- 2 კვერცხის გული
- 200 გ ხორბლის ფქვილი
- 100 გ შაქრის პუდრა
- 1 ფორთოხალი
- 1 ჩ.კ. სუნელები (დარიჩინი, ილი, მიხაკი, ბადიანი, მუსკატის კაკალი)
- 4 მწიფე მანდარინი
- მწიკვი მარილი
მომზადება
1. დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ათქვიფეთ ყველაფერი მიქსერით, სანამ მასა მოცულობაში არ გაიზრდება. დაუმატეთ კვერცხის გულები და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დახეხეთ 1 ფორთოხლის ცედრა. 1/2 ფორთოხალი დაწურეთ. დაუმატეთ ცომს 2 ს.კ. წვენი, სუნელები და ცედრა. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
2. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მწიკვი მარილი ცომს. მოზილეთ ერთგვაროვანი ელასტიური ცომი. დაამრგვალეთ, შემდეგ კი 2 თანაბარ ნაწილად დაყავით.
თითოეულ ნაწილს მიეცით ძეხვის ფორმა (დაახლოებით 5 სმ დიამეტრის). გაახვიეთ ცომი ცელოფნის ფირში და შედგით მაცივარში 3 საათით.
3. მანდარინი გარეცხეთ, დაჭერით 0.5 სმ სისქის რგოლებად. დაალაგეთ მანდარინები ქაღალდის ხელსახოცზე 20 წუთით, ზედმეტი სითხე რომ გაიწოვოს. 20 წუთში გადაალაგეთ ახალ ხელსახოცზე და კიდევ გააჩერეთ ცოტა ხნით.
გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და მანდარინის რგოლების ზომის მიხედვით დააწვრილეთ ან გაასქელეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ცომის დიამეტრი მანდარინისაზე ოდნავ დიდი უნდა იყოს.
4. დაჭერით ცომი 15 ნაწილად. დაალაგეთ პერმანენტდაფენილ საცხობ ლანგარზე. აიღეთ მანდარინის მსგავსი დიამეტრის ფორმა (სირჩა, თასი). ჩააწეთ იგი შაქარში – თუ არ მიეწებება, დაასველეთ.
თითოეული ორცხობილას ცენტრი ცოტათი ჩააღრმავეთ მანდარინისთვის. ფორმა შაქარში ყოველ ჯერზე უნდა ჩააწოთ! ორცხობილის კიდეებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გულები.
5. ორცხობილების ცენტრში დაალაგეთ მანდარინის ნაჭრები, ზემოდან ოდნავ მოაყარეთ შაქარი. აცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
6. სულ ესაა! გემრიელი და მადისაღმძვრელი “მზის” ორცხობილა მზადაა, გემრიელად მიირთვით!
ვგიჟდები მანდარინის ორცხობილებზე! ამ რეცეპტით ტკბილეული ფხვიერი, ძალიან ნაზი, ზომიერად ტკბილი, არომატული და უმამი გამოდის. მანდარინის ნაჭერი კი განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.