თუ ავი თვალის გეშინიათ: როგორ მოვიქცეთ უსიამოვნო ადამიანთან შეხვედრის შემდეგ

2143

პაპარაცის რედაქციის დღევანდელი სტატიის თემაა მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება და ენერგიის წმენდა. დღეისათვის, ბევრი ადამიანი უკვე მარტივად გასცემს პასუხს კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის ასანა, რატომ უნდა მიენდოთ იოგას და როგორი სუნთქვითი ტექნიკა უნდა შესრულდეს მედიტაციის დროს, რათა შინაგანი ენერგიის გაწმენდა მაქსიმალურად ეფექტურად შესრულდეს.

Photo credit: Depositphotos

და მაინც, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ენერგიის გასაწმენდად არ ეყოფათ მხოლოდ შინაგანი რესურსი. ამიტომ, ისინი დაუცველი რჩებიან გარე-სამყაროს უარყოფითი ზემოქმედების წინაშე.

Photo credit: Depositphotos

როგორ გამოვასწოროთ ამ ადამაინების მდგომარეობა და როგორ შეძლებენ ისინი თავიანთი ენერგიის გაწმენდას? სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხებს Paparazzi-ის რედაქცია დღეს.

სხვათა შორის, სტატიის ბოლოს გელოდებათ სადხგურუს ბრძნული რჩევები (რუსულად).

ენერგიის გაწმენდა

რეალურად, ნეგატიურ ვიბრაციებს, რომლებიც სიმშვიდეს არღვევს და ხელს გვიშლის ყოველდღიური ბედნიერების მიღწევაში, გარშემო თითქმის ყველაფერი ებრძვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხუთი ელემენტი, რომლებსაც ადამიანის სხეული უკავშირდება: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და ეთერი.

Photo credit: Depositphotos

ზოგიერთი ადამიანი გაცნობიერებულად აფორმებს სახლის შიდა სივრცეს ქანდაკებებითა და სხვა მსგავსი ნაკეთობებით ამეთვისტოს, ფირუზის, ჰემატიტისა და სხვა ნებისმიერი ქვისგან. სხვები კი ასე მხოლოდ საკუთარი შინაგანი ალღოს მიხედვით იქცევა, ნივთებს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ აქცევს. მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში, ენერგიის გაწმენდის ასეთი მეთოდი ეფექტურია და ამ სახლის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, თავი უკეთ იგრძნონ.

Photo credit: Depositphotos

აი, მაგალითად, შხაპის მიღება რთული დღის შემდეგ აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს მისცემს სიმსუბუქისა და მოდუნების შეგრძნებას. თანაც, არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. სადხგურუს თქმით, ასე მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ სხეულიდან ჭუჭყს ვირეცხავთ, არამედ იმიტომაც, რომ ადამიანს სჯერა, რომ მსგავსი რიტუალი დაეხმარება დაღლილობისა და სტრესის მოხსნაში.

Photo credit: Depositphotos

ცნობილი იოგის აზრით, საქმე ისაა, რომ წყლით განბანვა, პირველ რიგში, ჩვენს ენერგიას წმენდს. მხოლოდ ამის გამო იწმინდება ჩვენი გონებაც. შედეგად, ჩვენ ფიზიკურ დონეზეც ვგრძნობთ განახლებას.

იმედია, იგი დაგეხმარებათ ნეგატივის მოშორებასა და ენერგიის გაწმენდაში როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ დონეზეც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს