როგორ მოვამზადოთ სახლში წითელი ხიზილალა

0
2027

წითელი ხიზილალა საახალწლო სუფრაზე რუსული ტრადიციაა, რომელსაც იშვიათად არღვევენ. თუმცა, ეს დელიკატესი საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ მის შეძენას ჩვენს ქვეყანაში იშვიათად თუ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ მისი ანალოგის მომზადებას შინ. გარეგნულად, ხელოვნური ხიზილალა ნამდვილს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება, მის მოსამზადებლად კი სავსებით მარტივი პროდუქტებია საჭირო.

ჩვენ უკვე გითხარით, როგორ უნდა მოამზადოთ ბადრიჯნის ხიზილალა. თუმცა, თუ ზღვის პროდუქტები უფრო გიზიდავთ, გთავაზობთ კიდევ ერთ მარტივ რეცეპტს, ამჯერად, თევზის გამოყენებით.

ხელოვნური წითელი ხიზილალა

ინგრედიენტები:

  • 200 მლ ზეთი
  • 250 მლ თევზის ნაჯერი ბულიონი
  • 0.5 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 10 გ მშრალი ჟელატინი (ან 1.5 ჩ.კ. აგარ-აგარი)
  • მარილი და პილპილის მარცვლები
  • ერთჯერადი შპრიცი, ნემსის გარეშე

მომზადება

1. პირველ რიგში, დაასხით ჟელატინს 30 მლ ცივი, გადადუღებული წყალი.

2. შედგით 1 ჭიქა ზეთი საყინულეში 1.5-2 საათით.

3. მოხარშეთ თევზის ბულიონი. ნაჯერი ნახარშის მისაღებად, დაუმატეთ მას მარილი, პილპილი, დაფნა ან ზღვის კომბოსტო.

4. გადაწურეთ მზა ბულიონი საცერში.

5. მოათავსეთ გაფუებული ჟელატინი სქელძირიან ქვაბში.

6. დაუმატეთ ბულიონი. დადგით ცეცხლზე, ჟელატინი სრულად რომ გადნეს.

7. დაუმატეთ ბულიონს ტომატ-პასტა და მოურიეთ. უფრო ზუსტი შეფერილობისთვის, გამოიყენეთ საკვები საღებავი. ამისთვის დაგჭირდებათ 2 წვეთი წითელი და 1 წვეთი ყვითელი საღებავი.

8. გადაწურეთ მოსახერხებელ ჭურჭელში.

9. გამოიღეთ ცივი ზეთი საყინულედან. აიღეთ ბულიონი შპრიცით და წვეთებად ჩაუშვით ცივ ზეთში.

10. ზეთი ხიზილალებს შეწებებაში შეუშლის ხელს. ისინი ფსკერზე ცალ-ცალკე დაეშვება.

11. თუ ბულიონი ზედმეტად გასქელდება, იგი უნდა შეათბოთ, სანამ ისევ საჭირო კონსისტენციის არ გახდება.

12. გადაწურეთ მიღებული ხიზილალა საცერში და გარეცხეთ გამდინარე წყლით.

13. სულ ესაა. მართალია, ნამდვილი არაა, თუმცა, გემრიელ ხიზილალას ნამდვილად მიიღებთ!

გემრიელად მიირთვით!