ჩვენ ბავშვობიდან მივეჩვიეთ გარშემომყოფებთან თავის შედარებას. თუმცა, ხშირად, ვერ ვამჩნევთ იმ მომენტს, როცა ყველა ზღვარს ვცდებით. როცა უკვე არ გვესმის: ეს ვიღაცამ თავს მოგახვიათ თუ მართლა ასე ფიქრობთ და ასე გამოხატავთ? გარშემო კი ყველა იმას ამბობს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. როგორ არ დავკარგოთ საკუთარი თავი ასეთ სიტუაციებში?
Paparazzi-ის რედაქცია მოიყვანს საინტერესო მაგალითს, რომელიც თვალნათლივ გიჩვენებთ განსხვავებას თაობათა შორის, და იმსჯელებს თემაზე “როგორ ვიცხოვროთ”. აუცილებლად შემოგვიერთდით დისკუსიაში.
როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა
ცოტა ხნის წინ, ჩემი ნაცნობის დედა დაქალის დაკრძალვაზე იყო. დიდხანს არ გაჩერებულა, თუმცა, იმ ნაწილს დაესწრო, სახლში რომ მიმდინარეობს. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. თანაც, ჯვრებისა და საფლავის ქვების გარემოცვაში, სიცივეში დგომაც არ უნდოდა.
სახლში დაბრუნებისას, გულნატკენმა დედამ, რომელიც საპატიო ასაკშია, მაშინვე დაურეკა ქალიშვილს და ყურმილში ხმამაღლა გამოხატა აღშფოთება:
–არ მესმის… ჩემ გარშემო სამი შვილიშვილი და ორი ქალიშვილი იდგა. ერთი წვეთი ცრემლიც კი არ დაუღვრიათ. მინდა, რომ ჩემს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყოს! როგორ სხვა ადამიანებს, ადამიანურად!
ნაცნობს, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა მსგავსი სიტყვები. როგორ შეიძლება, სიტუაციას ასე უყუროს ადამიანმა, არ ესმოდა. აი, ზრდასრულ ადამიანი ამას როგორ ამბობს…
–შენ როგორ წარმოგიდგენია? შუბლი კედელს უნდა ვურტყათ და მუხლებზე დავეცეთ? შენ სამი შვილიშვილი გყავს, ყველას სერიოზული პროფესია აქვს. ისინი სხვების დასანახავად ცრემლებს არ დაღვრიან. გულში კი ყველა ძალიან იდარდებს შენზე. ასეთები არიან, რა ვქნათ?
–როგორ? მე მინდა, რომ ჩემს დაკრძალვაზე ასე არ იყოს. როგორც წესია, ყველამ იტიროს! რას იტყვის ხალხი?
შვილმა თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. მისი მშვენივრად მესმის. გარშემო უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანია, რომლებიც დღემდე უფრთხიან საზოგადოების აზრს. პირადად მე, ეს ცოტათი “ვარსკვლავურ დაავადებასაც” მაგონებს” ვინ გიყურებთ თქვენ, ვის რაში სჭირდებით?
ეს მხიარული ქორწილებიც “გვაბედნიერებს”: მზითევი, თამადა, ორი ცხელი კერძი და თითო ბოთლი სასმელი 1 ადამიანზე, ბანკიდან გამოტანილი სესხი და ოჯახური ბიუჯეტიდან ბოლო თეთრების გამოფხეკა. თუმცა, ძალიან ხშირად, არ გვესმის, ვის და რაში სჭირდება ეს ყველაფერი. ახალგაზრდებს ხომ შეეძლოთ, ამ ფულით 1 თვე გაეტარებინათ საფრანგეთში. წარმოიდგინეთ, როგორ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეიძენდნენ.
მაგრამ არა, მაინცდამაინც ეს “ხალხი რას იტყვის”. რატომ ვერ ვსწავლობთ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის? ერთი და იგივე, წლიდან წლამდე.
რა თქმა უნდა, ტრადიციებს პატივი უნდა ვცეთ, თუმცა, ზედმეტი არ იქნებოდა, სიმართლისთვის თვალებში რომ ჩაგვეხედა და საკუთარი ცხოვრებისთვის მიგვეხედა. ზედმეტად ხომ არ ვცდილობთ სხვებისთვის ჩვენი მდგომარეობის ჩვენებასა და დამტკიცებას? მაგალითად, ხომ არ ვივიწყებთ საკუთარი ბედნიერებისა და ჭეშმარიტი კეთილდღეობის შესახებ, თავს მოხვეული დოგმების დევნაში? მოგვწერეთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.