რა მოხდება, თუ ბალიშის გარეშე დაიძინებთ

3127

რამდენი ბალიში გვჭირდება ძილისთვის? თუ თქვენი პასუხი ერთია, არასწორია! სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სრულყოფილი ძილისთვის, ადამიანს 5 ბალიში სჭირდება. ზოგი ადამიანი საერთოდ უარს ამბობს ბალიშებზე. ეს იმიტომ, რომ თითოეულ ადამიანს სხვადასხვა პოზაში სძინავს. თუმცა, ყველამ არ იცის, თუ რა გავლენას ახდენს ძილის პოზა ორგანიზმის მდგომარეობაზე. თუ არ იცით, როგორ გამოიყურება სწორი პოზა ძილისთვის, ჩვენ სიამოვნებით გეტყვით.

Photo credit: Depositphotos

ძილის სწორი პოზა

პოზა, რომელშიც ადამიანი სრულყოფილად დუნდება და მთელ სხეულს ასვენებს, არც ისე მოხერხებულად გამოიყურება ბევრისთვის. ესაა პოზა, რომელშიც ადამიანი მთლიანად სწორდება, ზურგზე წევს. ამ დროს ხელები მოდუნებულად უნდა ელაგოს სხეულის გასწვრივ, ფეხებიც. ამავდროულად, არასწორად შერჩეული ბალიში (ზედმეტად რბილი და დაბალი ან ზედმეტად მტკიცე და მაღალი) მხოლოდ გავნებთ.

Photo credit: Depositphotos

ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს ძილის შემდეგ. თავის ან ზურგის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება კისერში – ესაა მკვეთრი ნიშნები იმისა, რომ დროა, ბალიში შეცვალოთ. მაღალი ბალიში კისერს ჭიმავს და ძაბავს, რის გამოც ჩნდება მხრების არეში ტკივილები. თუ ბალიში ზედმეტად დაბალია, კისერი მაინც დაძაბული იქნება ძილის დროს.

Photo credit: Depositphotos

ძილის დროს, თუ ბალიში მოუხერხებელია და მასზე არაკომფორტულად გძინავთ, იტრიალებთ. ეს გამოიწვევს უძილობას, სისუსტეს, ნერვიანობას. ორგანიზმი ვერ ისვენებს, როგორც საჭიროა. სცადეთ და 1 კვირით მაინც დაიძინეთ ბალიშის გარეშე. სიმართლე გითხრათ, თავადაც მეძინა როგორც რბილ, ისე მაგარ და მაღალ ბალიშებზე. თუმცა, დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ბალიშის გარეშე ძილი გაცილებით უკეთესია. დილით მარტივია გაღვიძება, გაღვიძებისასაც თავს უკეთ ვგრძნობდი. ჩემს ბალიშზე კი ახლა ჩემს ძაღლს სძინავს.

Photo credit: Depositphotos

საყვარელი პოზები ძილისთვის

თუ გვერდზე გძინავთ, ორი ბალიში მაინც დაგჭირდებათ კომფორტული ძილისთვის. ერთი თავქვეშ, მეორე – ფეხებს შორის. მხოლოდ ასე შეიძლება ხერხემლის განტვირთვა და ზედა ფეხის კუნთების მოდუნება.

Photo credit: Depositphotos

ზურგზე წოლისას კი, თავქვეშ უნდა გედოთ ხარისხიანი ბალიში, ხოლო, თუ ფეხებისა და წელის ქვეშ კიდევ 1-1 ბალიშს მოათავსებთ, იდეალურად გამოიძინებთ. ასე ბალიშები გაიმეორებს ხერხემლის ბუნებრივ მრუდებს და სხეულის დაჭიმვა აღარ იქნება საჭირო.

Photo credit: Depositphotos

მუცელზე წოლა არც ისეთი სასარგებლოა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულთან და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იძინებენ ე.წ. “სუპერგმირის” პოზაში, როცა ერთი ფეხი მუხლში მოხრილია. მაშინ, დაიდეთ ბალიში ამ ფეხის ქვეშ.

Photo credit: Depositphotos

აღმოჩნდა, რომ ბალიში ფეხმძიმე ქალებისთვის, რომლებიც გვერდზე ვერ იძინებენ, მთელი კაცობრიობისთვისაა სასარგებლო. ვისაც ერთხელ მაინც დაუძინია ასეთ ბალიშზე, იცის, რომ ამაზე უკეთესი ნივთი მტკიცე ძილისთვის არ არსებობს. და მაინც, სცადეთ ზურგზე დაძინება, იქნებ, ორგანიზიმ დროთა განმავლობაში მიეჩვევა სწორ პოზაში დაძინებას და, ბოლოს და ბოლოს, ხარისხიანად გამოიძინებთ. თქვენ რომელ პოზაში გძინავთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს