სარკეს ნუ ადანაშაულებთ, თუ სახე დამანჭული გაქვთ. მგონი, ასე ამბობენ ერთ ცნობილი გამონათქვამში?! ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ მაცივარი ან უთო სწრაფად ცვდება, ფუჭდება და ა.შ. აი, ადრე აკეთებდნენ! გეთანხმებით, აკეთებდნენ. მაგრამ ახლა უკვე შეიძლება ტექნიკის გამოყენების ელემენტარული წესების ცოდნა.
„პაპარაცი“ შეგახსენებთ, რომ ტექნიკა დიდხანს გემსახურებათ, თუ მასზე სათანადოდ იზრუნებთ. გთავაზობთ მთავარ წესებს – რამდენიმე რჩევა, რომლითაც ტექნიკის მსახურების ვადას გაახანგრძლივებთ.
ტექნიკის გამოყენების წესები
ნოუთბუქი
- ამ რკინის ნაჭრით ახლა ვერავის გააკვირვებთ. როგორც იცით, რთული ოპერაციის შესრულების დროს ხურდება, მაშინ გაგრილების ფუნქცია ირთვება. თუ ნოუთბუქი სწორ, მყარ ზედაპირზე დევს, ხშირად ხურდება და მტვრით ივსება. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ მასთან ერთად ლოგინში დაწოლა გიყვართ. რაიმე სადგამი მოიფიქრეთ.
- ტექნოლოგია დიდი ხანია განვითარდა და როგორც ჩანს, დისკის დრაივერები ახლა სრულად მყარია. შეგიძლიათ მუშაობის დროს შეანჯღრიოთ და მას არაფერი მოუვა. თუ ძველი ღერძიანი დრაივერი გაქვთ, მაშინ ფრთხილად იყავით.
- ნოუთბუქი ისე გამოიყენეთ, რომ მასზე არაფერი დაღვაროთ, როგორიცაა ჩაი, ყავა, ნამცეცები ან მაიონეზი. ალბათ, ეს ყველაფერია. თუ შეამჩნიეთ, რომ ნოუთბუქი „ფერხდება“ და ცხელდება, მაშინ სერვის ცენტრს მიაკითხეთ. სავარაუდოდ, უბრალოდ გასაწმენდია.
ელექტრო ჩაიდანი
- ჩვეულებრივ, საკმარისი რაოდენობის წყლის გარეშე იმქვეყნად გადადის. მუდმივი გადახურება მის სიცოცხლეს მნიშვნელოვნად ამოკლებს, ამიტომ ყურადღებით იყავით.
- მეორე პრობლემა: ნადები. მას ვერ მოიშორებთ, განსაკუთრებით ონკანის წყლით ავსების შემთხვევაში. რას გირჩევთ? ჩაის დალევის შემდეგ, დანარჩენი წყალი გადაასხით. ჩაიდანში არ დატოვოთ.
- ნადებს სწრაფად მოიშორებთ ძმრით, რომელიც წყალში 1:1 პროპორციით უნდა გახსნათ და ღამით დატოვოთ. ჩაიდანი შეინახეთ, თორემ ვიღაც შეცდომით ჩაის „მოადუღებს“. შემდეგ კარგად გარეცხეთ.
უთო
- მთავარი პრობლემა: წყლის ჭურჭელი. შესაძლებლობის მიხედვით ონკანის წყალი არ გამოიყენოთ. ალბათ, თეთრ ქსოვილზე უცნაური ხაზების დანახვა უსიამოვნოა. სჯობს გაფილტრული ან გამოხდილი წყალი გამოიყენოთ.
- უთოში წყალი არ დატოვოთ. დიახ, ჩვეულებრივ, საშიში არაფერია, მაგრამ ჩაიდნის ისტორიას ჰგავს. თანდათან ნადები გროვდება, რომლის მოშორებაც უფრო რთულია.
- უთოს სამუშაო ზედაპირი მოვლას მოითხოვს. რაც არ უნდა იყოს, მაგრამ თანდათან ბინძურდება (იგივე წყლის), ამიტომ ზოგჯერ გაწმინდეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმრიანი წყალი ან სპეციალური სალფეთქი.
ბლენდერი
- იაფ ბლენდერს რიგი ნაკლოვანებები აქვს, რომელმაც შეიძლება ნაადრევი ცვეთა გამოიწვიოს. ძირითადად, ეს ნაკლებად მძლავრ ძრავას და მასალებს ეხება. როგორც მინიმუმ, ასეთი ბლენდერით ყინული მაინც არ დააქუცმაცოთ. ასე დანები უფრო სწრაფად გაცვდება.
- ასევე ძალიან ცხელი ინგრედიენტები არ ჩაასხათ, ელემენტარულად მინის ჭიქა შეიძლება დაიბზაროს. თუ ასე მაინც აკეთებთ, მინიმალურ სიჩქარეზე ჩართეთ.
- თავად ბლენდერის გადახურება. ნებისმიერი მოწყობილობა ძლიერი დატვირთვისას ხურდება და შეიძლება უფრო მალე გაფუჭდეს. სწორედ ამიტომ, დაასვენეთ. ასე მხოლოდ მადლობას გეტყვით.
კონდიციონერი
- ერთი შეხედვით სრულად დამოუკიდებელი მოწყობილობა. თუმცა რამდენი წესი მასაც აქვს. პირველი, ფილტრები, რომლებიც შეიძლება და უნდა შეცვალოთ. რატომ უნდა ისუნთქოთ გასული წლის მიკრობებით?
- კონდიციონერი ეფექტურია მხოლოდ დახურულ ოთახში, ამიტომ ფანჯრის გაღება იმ იმედით, რომ შენობა სწრაფად გათბება ან გაგრილდება – შეცდომაა. პირიქით, მას უფრო მეტი ჰაერის „გაყინვა“ მოუწევს და ეს სისტემის ცვეთას გამოიწვევს.
- სჯობს ისეთი სიძლიერე შეარჩიოთ, რომ შესაძლებლობების ზღვარზე არ იმუშაოს. ასე უფრო დიდხანს გემსახურებათ და დღითიდღე სასიამოვნო კლიმატით გაგახარებთ.
რედაქციისგან
შეგიძლიათ ტექნიკის მიმართ უფრო მომხმარებლური იყოთ და ყოველ ჯერზე ახალი შეიძინოთ, მაგრამ როგორც ინგლისელები ამბობენ, ჩვენ იმდენად მდიდრები არ ვართ, რომ საკუთარ თავს იაფი ნივთების შეძენის უფლება მივცეთ. აუცილებლად მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ და როგორ ზრუნავთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ყველასთვის საინტერესო იქნება!