საშუალო სტატისტიკური ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს სამზარეულოში ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძების მომზადებაზე დრო უნდა დაზოგოს და მხოლოდ ხარისხიანი და მოსახერხებელი ინსტრუმენტები გამოიყენოს. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი ფოლადია უკეთესი დანისთვის.
დავიწყოთ მთავარი წესების შეხსენებით და იმის განხილვით, თუ როგორი დანები შეიძლება იპოვოთ სამზარეულოში. გასული საუკუნის 90-იან წლებში შეძენილი ჩვეულებრივი „უნივერსალური“ დანა კარგია, მაგრამ სჯობს უფრო ხარისხიანი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი გამოიყენოთ.
რომელი ფოლადია უკეთესი დანისთვის
სამზარეულოს დანების სახეობები
ყველა დროის დანების სამეული: შეფმზარეულის დანა, ბოსტნეულის საწმენდი დანა და პურის დანა.
შეფმზარეულის დანა სამზარეულოში უნივერსალურია. თუ მზარეულს საკმარისი გამოცდილება აქვს და დანარჩენი დანების გალესვაზე დროის დახარჯვა არ უყვარს, ეს დანა ყველა დანარჩენს მარტივად ჩაუნაცვლებს. პროდუქტებთან დროის 90% სწორედ ეს დანა მუშაობს. ასეთი დანის კარგი მოდელის შერჩევას ბევრი დრო და სახსრები სჭირდება.
ბოსტნეულის საწმენდი დანა კულინარიული შედევრების შესაქმენლად მნიშვნელოვანი იარაღია. პატარა ზომები და 8 სმ–მდე საჭრელი პირები საშუალებას გაძლევთ, დანა ხელში მოხერხებულად დაიჭიროთ და ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი გათალოთ. სიმსუბუქე და მჭრელი პირი აუცილებელია.
პურის დანა მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც ჩვენს სამზარეულოში დიდად გავრცელებული არაა. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი პური დიდად არ იფშვნება, რადგან ცოტა სხვა ფქვილს და რეცეპტებს ვიყენებთ. გრძელი, სახერხის მსგავსი პირი ნებისმიერ ფუნთუშას მინიმალური ნამცეცების გარეშე გაჭრის. ასეთი დანით პურზე ჯემის წასმა მოსახერხებელია.
პოპულარული მასალები
უნივერსალური დანისთვის რამდენიმე სახის მასალა არსებობს. დღეს მათზე დეტალურად გიამბობთ.
1. კერამიკული დანა. კერამიკამ მთელ მსოფლიოში თავი კარგად დაამტკიცა. ესაა დაპრესილი ფხვნილი, რომელსაც სპეციალურ ღუმელში წვავენ და სიმტკიცეს ანიჭებენ. კერამიკული დანის დადებითი თვისებაა ალესილი პირები, ასეთი პირი ბასრი დიდხანს დარჩება. ამასთან, არ ჟანგდება.
სამწუხაროდ, მისი სუსტი წერტილია გამძლეობა. იატაკზე პირველივე დაცემის შემდეგ ტყდება. თუ გაჭრის დროს პატარა ძვალი მოხვდება, დანის პირი ისეთივე ბასრი აღარ იქნება. არანაირი მინის საჭრელი დაფა: ის ზედმეტად მყარია. თავად გადაწყვიტეთ, კერამიკულ დანას უფრო მეტი პლიუსი თუ მინუსი აქვს.
2. ერთფენიანი ფოლადის დანა. ეს ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ვარიანტია. ფასი ფოლადის ხარისხის მიხედვით მერყეობს. სახლისთვის ოპტიმალური სიმტკიცის მასალა AUS-8 გამოგადგებათ.
დროთა განმავლობაში ასეთი დანა კარგავს ზომას, რადგან პირს გალესვა სჭირდება. მზად იყავით დანის გალესვა ისწავლოთ, რადგან ერთფენიანი დანა პირს საკმაოდ უღიმღამოდ ინარჩუნებს.
3. ტიტანის დანა. ეს სეგმენტი დიდად პოპულარული არაა. და მაინც, ასეთ დანას რამდენიმე საინტერესო თვისება აქვს. მაგალითად, ბიოლოგიური ნეიტრალიტეტი: ტიტანი პროდუქტებთან რეაქციაში არ შედის, გამოდის მათი დამუშავების პროცესი მაქსიმალურად „სუფთა“ იქნება. ტიტანი არ ჟანგდება, რაც გასაგები მიზეზით მოსახერხებელია. ტიტანი მსუბუქია.
ცუდია, რომ ტიტანი ძალიან ძვირი ღირს და თუ სამუშაო ფასს დაამატებთ, ასეთი პროდუქტის ხელმისაწვდომობა დაბალია. ტიტანი ფოლადზე უფრო მეტად კარგავს სიბასრეს. ამ უარყოფითი მხარეების გამო ტიტანის დანების წარმოებას ხელმისაწვდომობის კუთხით აფერხებს.
4. მრავალფენიანი დანა. ყველაზე ლამაზი და ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტი. მისი პირი მრავალი ფენისგან არის შექმნილი, რაც ძალიან ლამაზ ნახატს ქმნის. ასეთი დანების ჭრის შესაძლებლობაზე შეგვიძლია ვიდავოთ, მაგრამ ობიექტური რეალობა გვიჩვენებს, რომ მასობრივი წარმოებისთვის შექმნილნი არ არიან.
სამუშაოდ საკმაოდ რთული გამოსაყენებელია. სტრუქტურის თავისებურების გამო იჟანგება. სიმკვეთრეს დიდხანს არ ინარჩუნებს და სიმტკიცე საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. მაგრამ დიდებულად გამოიყურება და მდიდარ ხალხს ან მედიაში აქტიურ შეფმზარეულებს ასეთი დანით მუშაობა უყვართ. ესთეტიკა არავის აუკრძალავს.
გამოდის, რომ ყველაზე აქტუალური ვარიანტი ფოლადის დანებია. ფასი და ხარისხი საშუალო სტატისტიკური მყიდველისთვის მისაღებია, ხოლო მინიმალური მოვლა შეძენის აუცილებლობას ამტკიცებს. ჩვენ კონკრეტულ მწარმოებელს არ გთავაზობთ, უბრალოდ ხელმისაწვდომ ვარიანტებზე მიმართულებას გაძლევთ. წარმატებები!