ქვედა წნევის ნორმები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

2435

მაღალი არტერიული წნევა – პრობლემა, რომელიც ჩვენი პლანეტის ყოველ მესამე მკვიდრს აწუხებს. დროთა განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, ამ საკითხში დეტალურად უნდა გავერკვიოთ. წნევის გაზომვისას უნდა იცოდეთ, თუ რას ნიშნავს ქვედა წნევა და მხოლოდ ზედა ნიშნულს არ უნდა უყუროთ.

photo credit: depositphotos

რას ნიშნავს ქვედა წნევა

რას გვეუბნება დიდი ციფრი წნევის გაზომვის დროს, მაგალითად, 120/80? ამ შემთხვევაში 120 სისტოლური არტერიული წნევის მაჩვენებელია, ხოლო 80 დიასტოლური წნევის მაჩვენებელი. რა რა განსხვავებაა მათ შორის?

photo credit: depositphotos

სისტოლურ წნევად ითვლება ძალა, რომლითაც ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი გულიდან გამოდის და მთელ სხეულში ვრცელდება. დიასტოლური წნევა – ძალა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ურტყამს პირობითი დასვენების მომენტებში, როცა გული დარტყმებს შორის სისხლით ივსება.

ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი პირველი მაჩვენებელი (სისტოლური წნევა) – მომავალში გულ–სისხლძარღვთა პრობლემების (ინფარქტი, ინსულტი) აშკარა ნიშანია. და სულ ტყუილად.

photo credit: depositphotos

გულზე ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი დიასტოლური წნევა (80-ზე მაღალი) მომავალი 8-10 წლის განმავლობაში ინფარქტის ან ინსულტის რისკს ისევე ზრდის, როგორც მაღალი სისტოლური წნევა.

როგორი წნევაა ნორმალური

დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურ არტერიულ წნევად 120/80–ზე ითვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში კარდიოლოგები ამ მაჩვენებლებს იდეალურად არ მიიჩნევენ. თუ წნევა 119/79–ზე მეტია, უკვე ჰიპერტონიის საწყის ნიშნებზე საუბრობენ. თუ ასეა, იდეალური მაჩვენებელი უფრო ქვემოთ უნდა იყოს.

photo credit: depositphotos

თუ სისტოლური წნევა წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება, დიასტოლური წნევა 50 წლამდე იზრდება, შემდეგ მცირდება. როცა ვამბობთ, „წნევა მომემატა“, ვგულისხმობთ პირველ (ზედა) მაჩვენებელს. ის ფიზიკური დატვირთვის, ემოციური გაოგნების ან გამამხნევებელი სასმელების დალევისას იზრდება.

რატომ ჩნდება პრობლემები ასაკთან ერთად

ჯანმრთელი და მოქნილი სისხლძარღვების პირობებში წნევა ნორმალურ დონეს ინარჩუნებს. ასაკთან ერთად კაპილარები უფრო უხეში და ვიწრო ხდება, ასე სისხლისთვის ადგილი მცირდება. შედეგად, ყოველგვარი გაოგნების და დატვირთვის გარეშე სისხლი სისხლძარღვების კედლებს ნორმალურზე უფრო მეტად აწვება. ტონომეტრზე კი ვხედავთ, რომ ქვედა მაჩვენებელი (დიასტოლური წნევა) იზრდება.

photo credit: depositphotos

იშვიათად, ემოციური ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად არტერიული წნევის ზრდა ნორმალურად ითვლება. თუმცა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში სტაბილურად მაღალი არტერიული წნევა ექიმთან მისვლის საბაბია. უფრო სერიოზული იყავით!

ძალიან ცუდია, როცა ზედა და ქვედა მაჩვენებლებს შორის სხვაობა მცირდება. თუ იგივე 120-80=40, უფრო დაბალი სხვაობის შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ გული სრული სიმძლავრით მუშაობს. შედეგად, სისხლი ორგანიზმის შორეულ ნაწილებში, მაგალითად, ტვინში, ვერ ხვდება.

მაღალი დიასტოლური წნევა პირდაპირ ახლა საფრთხეს არ გიქმნით, მაგრამ მომავალში (რამდენიმე წელიწადში) ამ ციფრთან ერთად ზედა მაჩვენებელიც გაიზრდება.

photo credit: depositphotos

სწორედ ამიტომ, წნევას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მაღალი არტერიული წნევა ცუდ განწყობასთან ერთად – სიგნალი, რომ ორგანიზმი რიგზე არაა. სწორედ ამიტომ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. მხოლოდ სამედიცინო პრეპარატებით პრობლემას ვერ მოაგვარებთ.

შესაძლოა, მოგიწიოთ დღის რაციონზე გადახედვა, მავნე ჩვევებსა და უსარგებლო კერძებზე უარის თქმა. ზედმეტი არ იქნება ფიზიკური აქტივობა, რომელიც წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ყველაფერი ერთად კარგ შედეგს მოგცემთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს