როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა მნიშვნელობა ტანსაცმლის ფერს ან ფერს, რომელიც გარს გვახვევია? რომელი ფერი ავირჩიოთ ტანსაცმლისა თუ ინტერიერისთვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ?
დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ ინდოელი იოგინა სადჰგურუს ბრძნულ მოსაზრებებს ფერის და მისი გავლენის შესახებ.
გასაოცარია, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული ფერზე! ეს სტატია დაგეხმარებათ სხვადასხვა სიტუაციისთვის სწორი ფერი შეარჩიოთ, რომ თავი ჰარმონიულად და მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.
რომელი ფერია საუკეთესო
„ფერი არ არის ის, რასაც წარმოადგენს, არამედ ისაა, რასაც გვაძლევს. ის, რასაც თქვენ ასახავთ არის ფერი, ის, რასაც აკავებთ, თქვენი ფერი ვერ გახდება. ასეთია ცხოვრების ბუნება და ეს მხოლოდ ფერს არ ეხება!“ – ამბობს სადჰგურუ.
„იცით თუ არა, რომ ძაღლები ყველაფერს შავ–თეთრ ფერებში ხედავენ? თუ ძაღლისთვის ფერად კოსტუმში გამოეწყობით, ამას ვერ დააფასებს!“ – ხუმრობს იოგინი.
ამ სტატიაში ფიზიკას არ შევეხებით. ისედაც ბევრს ახსოვს სკოლიდან, რომ ფერი ფიზიკური მოვლენაა, ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების მახასიათებელი – სპექტრი.
თავისი არსით ფერი ვიზუალური შეგრძნებაა, რომელსაც ადამიანი იღებს, როცა თვალში სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივები ხვდება. ფერის აღქმა ძალიან სუბიექტური მახასიათებელია. გამოდის, რომ თითოეული ადამიანი ფერს განსხვავებულად ხედავს.
ფიზიკურ სამყაროში ყველაფერი სინათლეს ირეკლავს. ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ირეკლება. შავი ფერი არაფერს ირეკლავს, მხოლოდ იკავებს, ამიტომ შავი გვგონია. ცას ცისფრად ვხედავთ, ის ცისფერ ასხივებს. იგივე ეხება მწვანე ბალახს და ა.შ.
„ფერი ადამიანზე გავლენას ახდენს!“ – ამბობს ბრძენი. თეთრი ფერი ყველაზე ნეიტრალურია. ის არაფერს იმატებს, მხოლოდ ირეკლავს. სწორედ ამიტომ, ბევრი სულიერი პრაქტიკის დროს თეთრ ტანსაცმელს იცვამს.
ნარინჯისფერი ტვინის მუშაობაზე კარგ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანი შემოქმედებით დაკავებულია, ეს ფერი მასზე და მის საქმიანობაზე დადებით გავლენას მოახდენს.
ბუდისტი ბერები ყვითელი ფერის სამოსს იცვამდნენ, რადგან ეს ფერი ადამიანს უფრო სტაბილურს და სტრესის მიმართ გამძლეს ხდის.
წითელზე უფრო კაშკაშა ფერის მოფიქრება რთულია. ის ადამიანებში ყველაზე ძლიერ ემოციებთან ასოცირდება. თუ ადამიანი სადმე წითელი ფერის ტანსაცმლით მიდის, გარშემომყოფები მას ძალიან ენერგიულ და აქტიურ ადამიანად თვლიან, მაშინაც კი, თუ ასეთი არაა. ეს ფერი ადამიანს ენერგიით ავსებს.
მწვანე ფერი ჩვენში ბუნების ასოციაციას იწვევს, გვამშვიდებს. თუ ადამიანის ტანსაცმელში მწვანე ფერი ფიგურირებს, შეიძლება ითქვას, რომ მას მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული ხასიათი აქვს, საკუთარი თავის ფასი იცის და სამყაროს მშვიდად უყურებს.
ცისფერი ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს. ეს ფერი ლოგიკასა და მოქმედებების ანალიზზეა პასუხისმგებელი. ცისფერი ფერის დახმარებით ადამიანი უფრო დისციპლინირებული ხდება. ბავშვზეც სასარგებლო გავლენა აქვს: ყურადღების კონცენტრირებაში ეხმარება.
„ჩვენ, ადამიანები, როგორც ფერები, სამყაროს ავსახავთ. თუ სიყვარულს ასხივებთ, ხალხი თქვენში მოსიყვარულე ადამიანს დაინახავს. თუ სიხარულს ასხივებთ, ხალხი იფიქრებს, რომ მხიარული ხართ. ის, რასაც გასცემთ, ეს თქვენი მთავარი თვისებაა.
ჩვენია მხოლოდ ის, რასაც სხვებს ვაძლევთ!“ – ამბობს ბრძენი სადჰგურუ და რთულია არ დავეთანხმოთ.
რომელი ფერი ავირჩიოთ, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, თქვენს შინაგან მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ მიზნებზეა დამოკიდებული. სადჰგურუს სრულიად ვეთანხმებით, რომ სიყვარულისა და დადებითი ემოციების სამყაროში ორჯერ უფრო მეტს მიიღებთ.
მთავარია, შინაგან ჰარმონიასკენ ისწრაფვოდეთ და სინათლეს და სიკეთეს ასხივებდეთ!