რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საყინულე ყინულით არ გაისვოს.

1649
Photo credit: Depositphotos

ბევრი დიასახლისი აწყდება მაცივრის ყინულით დაფარვის პრობლემას ამიტომ გადავწყვიტეთ სპეციალისტის რჩევები გაგიზიაროთ და გასწავლოთ როგორ უნდა დააღწიოთ თავი ამ პრობლემას.

1. გაალღვეთ საყინულის კამერა. არ არის საჭირო მთელი ღამით გამორთოთ და შემდეგ დამდნარი წყლისგან წარმოქმნილი გუბეები წმინდოთ. საკმარისია საყინულეში ერთი ან რამდნეიმე ცხელი წყლით სავსე ბოთლი შედოთ და პროცესი გაცილებით სწრაფად დასრულდება.

Photo credit: Depositphotos

2. მას შემდეგ რაც ყინული მოვაშორეთ და კამერა ბოლომდე გავამშრალეთ, მის ზედაპირზე გლიცერინი უნდა წაუსვათ. ამისთვის ხელთათმანი უნდა ჩაიცვათ და ბამბის დისკი მოიმარჯვოთ. ამ პროცედურის შემდეგ ყინული გაცილებით ნელა დაგროვდება.

Photo credit: Depositphotos

3. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ პროდუქტების საყინულეში შენახვის წესს. ისინი მჭიდროდ უნდა იყვნენ დახურული ცელოფნის პაკეტებში ან ჭურჭელში. წინააღმდეგ შემთხვევაში სითხე აორთქლდება და წყალი კვლავ მაცივრის კედლებს მიეყინება.

Photo credit: Depositphotos

4. აუცილებლად შეამოწმეთ საყინულის ჰერმეტულობა, ამისთვის ერთი ფურცელი დაგჭირდებათ. ის საყინულის კამერის კარს მიადეთ და დახურეთ ისე, რომ ფურცელი კარში გაიჭედოს. ახლა კი ფურცლის გამოღება სცადეთ. თუ ის იოლად გამოცურდება ე.ი. საყინულე ჰერმეტული არ არის და დროა რეზინის ლენტი შეცვალოთ. ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეიძლება და ხელოსნის დახმარებითაც.

Photo credit: Depositphotos

იმედი გვაქვს ეს სტატია თქვენს შრომას შეამსუბუქებს და პრობლემის გადაჭრაშიც დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს