რატომ ალაგებენ გამოცდილი დიასახლისები კვერცხს ქილაში.

2386

შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, ამ სტატიაში დამწნილებულ წკვერცხზე ვისაუბრებთ. მათ ამერიკაში ამზადებენ თუმცა აქ ოდნავ განსხვავებულ მეთოდზე ვისაუბრებთ. გასწავლით თუ როგორ უნდა შეინაცოთ კვერცხი ქილაში.

კვერცხი ქილაში

ალბათ იფიქრებთ თუ რა საჭიროა ქილა როდესაც მაცივარი არსებობს. მაცივარი მუდმივად იხსნება და ტემპერატურის ცვლილება კვერცხს ნამდვილად არ არგებს, ამის გარდა მაცივარში დიდი რაოდენობის კვერცხს ვერ მოათვასებთ. ეს მეთოდი კი კვერცხის რამდნეიმე თვის მანძილზე შენახვის საშუალებას მოგცემთ. თუ კვერცხის შესანახად ცალკე მაცივარს შეიძენთ და მას საჭირო ტემპერატურაზე დააყებეთ, კვერცხი დაახლოებით 7 თვე გაძლებს, თუმცა ელექტროენერგიის გათიშვის რისკი მაინც არსებობს.

Photo credit: Depositphotos

ამ შემთხვევაში ქილა დაგვეხმარება. მეთოდი საკმაოდ გავრცელებულია. სტატიის ბოლოში კი მომზადების პროცესს ვიდეოს სახით იხილავთ.

ჯერ მოვამზადოთ კვერცხი. მაგალითად თუ 200 კვერცხი გაქვთ და მათი შენახვა დიდი ხნით გსურთ. მნიშვნელოვანია: კვერცხი ახალი უნდა იყოს, მაქსიმუმ 2 კვირის. როგორ განვსაზღვროთ კვერცხის სიახლე?

Photo credit: Depositphotos

1. ჭიქაში ჩაასხით წყალი. მოათავსეთ მასში კვერცხი. ახალი კვერცხი წყალში ჩაიძირება, ძველი კი ამოტივტივდება. აჯობებს ასეთი კვერცხი მომზადებისას არ გამოიყენოთ.

2. შემდეგ აუცილებლად გადაამოწმეთ ნაჭუჭის სიმთელე. გაბზარული კვერცხი არ გამოგადგებათ. ამიტომ კვერცხი ყურადღებით დაათვალიერეთ.

Photo credit: Pixabay

3. სანამ კვერცხს ქილაში მოათავსებთ აუცილებლად გააშრეთ და გაწმინდეთ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ქილაში მოათავსოთ.

ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი სამლიტრიანი ქილაა, ამიტომ სწორედ მას გამოვიყენებთ. ერთ ქილაში 30-35 კვერცხი მოათავსეთ. შემდეგ კი ხსნარი მოამზადეთ. ამისთვის წყალში გაზავებული კალციუმის ჰიდროქსიდი დაგჭრდებათ.

10 ლიტრ წყალზე რამდენიმე სუფრის კოვზი კალციუმის ჰიდროქსიდი დაგჭირდებათ. ამ რაოდენობის წყალი კი 5-6 ქილას ყოფნის. ხსნარი კარგად გაზავეთ და კვერცხს დაასხით. ქილა ყელამდე უნდა შეივსოს და კვერცხს სრულად უნდა ფარავდეს. დაახურეთ თავსახური და ისე მოუჭირეთ თითქოს მურაბას ინახავთ.

Photo credit: Depositphotos

მზადაა, ამგვარად შენახული კვერცხი გაზაფხულამდეც გაძლებს. ხსნარი კვერცხში სხვადასვა სახის ბაქტერიების გავრცელებას დაბლოკავს.

შენახვის სხვა მეთოდები

მეორე მეთოდის შემთხვევაში კალიუმის ჰიდროქსიდი ნაცვლად თხევადი შუშა გამოიყენება. მასაც იგივე პრინციპით აზავებენ წყალში და კვერცხს ამ ხსნარით პარავენ. ამ შემთვევაში შუშის ქილის ნაცვლად თიხის ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ, სახურავის ნაცვლად კი ჭურჭელს პერგამენტი გადააფარეთ.

Photo credit: Depositphotos

დიასახლისები ვაზელინს, მზესუმზირის ზეთ და ცხოველურ ცხიმებსაც იყენებენ, რომლებიც კვერცხის გარშემო თხელ დამცავ ფენას წარმოქმნიან. ამგვარად კვერცხის შენახვის ვადა 2 თვეზე მეტით ხანგრძლივდება. კვერცხს ოდნავ შეცხელებულ ცხიმში ათავსებენ და შემდეგ სასურველ ჭურჭელში ათავსებენ.

კვერცხს ზოგჯერ მარცვლეულში ან მშრალ ნახერხში ინახავენ. მარცვალი მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს და კვერცხი რამდენიმე თვე ინახება. თუ მათ მარცვალში ან ნახერხში მოთავსებამდე ზეთს ან ქონს წაუსვამთ ეფექტი უკეთესი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს