ხემსი, რომელსაც ბოშები პასუხისმგებლიანად ამზადებენ ხმაურიანი დღესასწაულისთვის.

0
283

ეს ხემში ყველით და ნივრით მზადდება და სუფრიდან რამდენიმე წუთში ქრება. ის მარტივად და სწრაფად მზადდება, შეიცავს ხელმისაწვდომ ინგრედიენტებს და ძალიან მსუყე და არომატული გამოდის.

ამ სტატიაში მისი მომზადების რეცეპტსა და მომზადების წესს გაგაცნობთ, ის თქვენს საახალწლო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.

ინგრედიენტები

  • 100 გრამი მაგარი ყველი
  • 100 გრამი სტაფილო
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით
  • 5 გრამი კამა
  • სალათის ფურცელი – გაფორმებისთვის
  • 15 ცალი ტარტი
  • 15 ცალი თეთრი ან შავი ზეთისხილი

მომზადების წესი

1. წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო, ნიორი და ყველი. გადადეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ მაიონეზი. მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. კარგად გადაურიეთ.

2. ჩაის კოვზის მეშვეობით სალათისგან ბურთულები დაამზადეთ. მაგიდაზე დააწყვეთ ტარტები. ამ რაოდენობის ინგრედიენტებისგან 15 ცალი ტარტი გამოგივათ.

3. ტარტის ფსკერზე შეგიძლიათ მცირე ზომის სალათის ფურცელი დადოთ, მაზსე კი სალათის ბურთულები დაალაგოთ. ნაკრები კამის პატარა ტოტით მორთეთ.

4. ხის ჯოხით სალათში ზეთისხილი ჩაარჭეთ.

5. საზეიმო სუფრის ხემსი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ამ სალათს შეგიძიათ მოხარშული კვერცხი ან კაკალი დაუმატოთ. ზემოდან ზეთისხილის ნაცვლად ბულგარული წიწაკის პატარა ნაჭრის დადებაც შეიძლება. შეგიძლიათ სალათი იგივე პრინციპით დაამზადოთ მაგრამ გულსართის სახით სხვა ინგრედიენტები გამოიყენოთ, მაგალითად, ჭარხალი, ნიორი, ნიგოზი და სახლში მომზადებული მაიონეზი.