დღეს მოგითხრობთ თუ როგორ მოამზადოთ უჩვეულო კერძი თქვენი საახალწლო სუფრისთვის. გემრიელი სალათი კალმარებითა და კრევეტებით – თქვენი სუფრისთის სასიამოვნო სიახლე იქნება. ამ დელიკატესით შეგეძლებათ ყველაზე დახვეწილი გურმანები და ეკზოტიკის მოყვარულებიც მოხიბლოთ.
უგემრიელესი სალათები კალმარებითა და კრევეტებით
ეს უნიკალური რეცეპტი ინტერნეტში აღოვაჩინეთ. სალათი იმდენად მოგვეწონა, რომ მისი გაზირება თქვენთვისაც გადავწყვიტეთ. ამ უჩვეულო კერძისთვის ეკზოტიკური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, ამიტომ მომზადება საჭირო ინგრედიენტების სისს გაცნობით დავიწყოთ.
ინგრედიენტები
- გასუფთავებული კალმარი – 500 გრამი
- გასუფთავებული კრევეტები – 250 გრამი
- კიბოს ჩხირები – 200 გრამი
- 5 კვერცხი
- 3-4 სუფრის კოვზი მაიონეზი (150 – 200 გრამი)
- მწიკვი მარილი
- შავ დაფქული პილპილი
- სალათის ფურცლები
- მწვანილი – ოხრახუში და კამა
- წითელი ხიზილალა – გემოვნებით
მომზადების წესი
1 მდუღარე წყალში კალმარები 2-3 წუთი ხარშეთ. მათი დიდხანს ხარშვა საჭირო არ არის. ხარშვის პროცესში წყალი ძალიან არ უნდა დუღდეს, თორემ კალმარები დაიშლება. შემდეგ ცივი წყლით სავსე ჯამში მოათავსეთ და გაგრილებათ დაელოდეთ.
2. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ძალიან ნუ დაამლაშებთ რადგან სალათი ძირითადად ზღვის პროდუქტებისგან შედგება. მწიკვი მარილი საკმარისი იქნება. შემდეგ სალათი მაიონეზით შეაზავეთ – დაახლოებით 3-4 სუფრის კოვზი მაიონეზი დაგჭირდებათ.
3. ინგრედიენტები საგულდაგულოდ აურიეთ რათა სალათი კარგად გაიჟღინთოს. კერძის ზედა ფენა შეგიძლიათ ოხრახუშით, სალათის ფურცლებით, კამით და ხიზილალით მორთოთ.
4. თუ მომზადების ნიუანსებთან დაკავშირებით კითხვები დაგრჩათ – მეტი დეტალის ნახვას ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეძლებთ!
სალათი ძალიან გემრიელი, ნაზი და უჩვეულო გამოდის. ამ სალათით თქვენი სტუმრების გულის დაპყრობას ნამდვილად შეძლებთ!