ღვიძლის დაავადების მოულოდნელი ნიშნები: 12 სიგნალი

1706
© Depositphotos

ღვიძლი, ხშირად, მოიხსენება როგორც ყველაზე წყნარი ორგანო. მაშინაც კი, თუ რამე აქვს სათქმელი, მაინც დუმს. ხოლო თუ მისი დაავადებები მაინც ავლენენ გარკვეული ნიშნებით თავს, ეს ისეთი მოულოდნელი იქნება, რომ ცხოვრებაში ვერ იეჭვებთ ჭეშმარიტ მიზეზზე.

საქმე ისაა, რომ ღვიძლს არ გააჩნია ნერვული დაბოლოებები, ამიტომ არ გვტკივა იგი. შედეგად, ადამიანი წლების მანძილზე არც კი ეჭვობს, რომ ღვიძლის ესა თუ ის პათოლოგია აქვს. თუმცა, არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც მოგცემთ საშუალებას, დროულად გამოავლინოთ ეს პათოლოგიები და თავიდან აიცილოთ სერიოზული გართულებები.

რატომ გვტკივა ღვიძლი

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ზომის ჯირკვალია. იგი, დაახლოებით, 1.5 კგ-ს იწონის და 70-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. მდებარეობს ნეკნების მარჯვენა მწკვრივის უკან, დიაფრაგმის ქვემოთაა. ორგანო მოთავსებულია სპეციალურ კაფსულაში, რომელიც, თავის მხრივ, ორი ფენისგან შედგება.

© Depositphotos

როცა ჩვენ ღვიძლის “ტკივილზე” ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ეს ორგანო გტკიოდეთ – მასში ხომ ნერვული დაბოლოებები არ არსებობს. მტკივნეული ან უსიამოვნო შეგრძნებები ჩნდება ჯირკვლის გადიდებისა და კაფსულის გაწელვის დროს. თუ ღვიძლი “გტკივათ”, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი საგრძნობლად გადიდებულია.

© Depositphotos

თავისი თავისებურებებისა და ფუნქციების გამო, ჩვენი ბუნებრივი ფილტრი უამრავი დაავადების მიმართ მოწყვლადია. იქნება ეს ვირუსული ინფექციები(B, C, D ჰეპატიტი) და ბაქტერიული თუ პარაზიტული ბუნების დაავადებები(ტუბერკულოზი, აბსცესი, ალვეოკოკოზი, ექინოკოკოზი, ასკარიდოზი).

© Depositphotos

ასევე, ჰეპატოზი(ღვიძლის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება), სიმსივნური(კისტა, კიბო, სარკომა, კარცინომა), სისხლძარღვული(თრომბოზი, ჰიპერტენზია), მემკვიდრული(ჰიპოპლაზია, ჰემოქრომატოზი, პიგმენტური ჰეპატოზი) და ტრავმული პათოლოგიები.

ღვიძლის დაავადებების სიმპტომები

ღვიძლს რეგენერაციის უნიკალური უნარი აქვს, თუმცა ეს შესაძლებლობა უსაზღვრო არაა. თუ ორგანოს ძალიან გადატვირთავთ, ამ მოვლენის შესახებ ძალიან ნაზად განიშნებთ. ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ უდიდესი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომებს, რომლებიც უფრო სერიოზულ გართულებებს აგაცილებთ თავიდან.

1. ძალის გამოცლა და საერთო სისუსტე

ღვიძლის დაავადებებს მიეწერება დაღლილობის წარმოუდგენელი შეგრძნება. ასეთ ცვლილებებს, ხშირად, თავად დაავადებული კი არა, მის ირგვლივმყოფები ამჩნევენ. სისუსტე, აპათია, ძალის გამოცლა, ძილის დარღვევები, შესაძლოა, ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციის შედეგად იყოს გამოწვეული. ეს მაშინ ხდება, როცა ღვიძლი ვერ უმკლავდება თავის პირველხარისხოვან დავალებას – ვერ წმენდს სისხლს მავნე ნივთიერებებისგან.

© Depositphotos

2. მუცლის შეშუპება

ასციტი – ეს მუცლის ღრუში სითხის შეკავებაა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ღვიძლის ციროზითაა გამოწვეული. იგი ორგანიზმში წყლის ან ნატრიუმის შეკავების შედეგად წარმოიქმნება. მისი ერთ-ერთი სავარაუდო გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ღვიძლისკენ მიმავალ ვენებში არსებული სისხლის მაღალი წნევაც.

სისხლის გაუმართავი მიმოქცევა და ანთებითი პროცესი უჯრედებიდან ნატრიუმის ამოტუმბვის პროცესს ართულებს. ასე გროვდება წყალი. სითხის შეკავებას შეუძლია სპაზმების, მგრძნობელობის, ქოშინისა და ტკივილების გამოწვევა.

3. მტკივნეული შეგრძნებები მუცელში

ღვიძლი სხეულის მარჯვენა მხარეს, ფილტვსა და კუჭს შორის მდებარეობს. ანთებული ღვიძლის გამო, გტკივათ კაფსულა, ეს ტკივილი კი კარგად შეიგრძნობა თირკმლებს შორის და უფრო ქვემოთ.

© Depositphotos

4. სითხის შეკავება
ორგანიზმში ნატრიუმის შეკავებამა და სისხლის მაღალმა წნევამ, შესაძლოა, სითხის შეკავება ასციტის გარეშეც გამოიწვიოს. სახის, ხელებისა და ფეხების შეშუპება(ედემა) ჩვეულებრივი მოვლენაა აღნიშნული შეკავების დროს. ედემას სხვა დაავადებებიც იწვევს, მათ შორის, ლიმფური სისტემის დისფუნქცია, თირკმლების დაავადება, ემფიზემა, გულის უკმარისობა.

სითხის დაურეგულირებელი ან პერიოდული შეკავება ხდება მენსტრუაციის ან ფეხმძიმობის დროს, თუმცა იგი თავისითვე ქრება. თუ ედემის სიმპტომები უარესდება ან დიდხანს არ გადადის, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ მისი წარმოქმნის მიზეზი.

5. დისპეფსია

დროდადრო ყველა ჩვენგანი განვიცდით კუჭის მიერ საჭმლის მოუნელებლობას დაავადებისა თუ უხარისხო პროდუქტის გამო. გულისრევის ხანგრძლივ შეგრძნებას იწვევს სხვადასხვა მდგომარეობა, მაგალითად: მოწამლვა, ვერტიგო, ფეხმძიმოვა და ჰემიკრანია.

თუ რამდენიმე დღის მანძილზე გულისრევის შეგრძნება გაქვთ(ამას, ხანდახან, თან ახლავს დიარეა და ღებინება), ფრთხილად უნდა იყოთ. დაფიქრდით, რას შეეძლო კუჭის აშლილობის გამოწვევა. თუ ისევ გაგრძელდა, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ღვიძლის უკმარისობის დროს, გულისრევას სხვა სიმპტომებიც ახლავს.

ციროზი და ღვიძლის უკმარისობა ნეგატიურად მოქმედებს საჭმლისმომნელებელ ტრაქტზე. ნაწილობრივი შებერილობა, ტკივილი მუცელში და გულისრევა იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის შენელებას. ინსულინისადმი რეზისტენტულობა და ნაწლავების ბაქტერიის არასაკმარისი ოდენობა მხოლოდ ამწვავებს მდგომარეობას.

6. საჭმლის მონელების დარღვევები

ღვიძლის დაავადებას შეუძლია ნაწლავის გამტარობის (ე.წ. “გახვრეტილი კნტ”), მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობის ზრდისა და საკვების ათვისების საერთო შენელების გამოწვევა.

ეს ჰორმონების დონისა და ნაღველის გაოყოფის ცვლილებების შედეგად ხდება. ქრონიკული მეტეორიზმი, საპირფარეშოს ჩვევების ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის კომფორტის დარღვევა – ყველაფერი ეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს.

7. კანის ქავილი

საინტერესოა, რომ ღვიძლის დაავადებები იწვევს კანის ქავილს(პრურიტს). ღვიძლიდან ნაღვლის გამოყოფის შემცირებას ან შეწყვეტას ქოლესტაზს უწოდებენ. პრურიტს, ზოგჯერ, თან ახლავს ქოლესტაზიც. მისი წარმოქმნის მექანიზმი, ჯერჯერობით, სრულად არაა შესწავლილი.

თეორიის მიხედვით, არსებობს სტეროიდული ნივთიერებები, რომლებიც ქოლესტერინის ალტერნატიული გზით(არა ღვიძლის მიერ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება) სინთეზის პროცესში გამომუშავდება. ეს იწვევს კანის ქავილს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ეთერზეთები, ვაშლის ძმარი, მსუსხავი ჯინჭრის ჩაი, შვრიის აბანოები, გუავას ფოთლები, კაიენური წიწაკა, კანაფის ზეთი, მენთოლი ან აბუსალათინის ზეთი დაგეხმარებათ.

© Depositphotos

8. ყვითელა

ბალირუბინი სისხლის უჯრედებში ნაღვლის დანაწევრების დროს წარმოიქმნება. მისი დაგროვებისას სისხლი და თვალის სკლერა მოყვითლო ფერს იღებს. ყვითელა, ხშირ შემთხვევაში, მეტყველებს ღვიძლის დაავადებაზე ან ნაღვლის კოლტების დაგუბებაზე.

9. მადის დაკარგვა

ღვიძლის დაავადებას მწყობრიდან გამოჰყავს შიმშილის მექანიზმი. იმუნური რეაქციის პროცესში აქტიურდება ციტოკინი(ცილა, რომელიც უჯრედებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს). ციტოკინის გაჩენა საჭმლისმომნელებელ ტრაქტში იწვევს მადის დაკარგვას.

© Depositphotos

10. ფერადი განავალი

როგორც ცნობილია, ბილირუბინი ღებავს განავალს. თუ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განავლის ფერზე იმოქმედებს, ეს უკვე ციროზზე, სიმსივნეზე, ნაღვლის კენჭებზე, კისტაზე ან ჰეპატიტზე მიუთითებს. თუ მსგავსი ცვლილება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

11. შარდის უჩვეულო ფერი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მოქმედებს ბილირუბინის წარმოქმნაზე. ამ შემთხვევაში, ამ ნივთიერების გამოყოფას იკისრებს თირკმლები, პიგმენტი ორგანიზმიდან კი შარდთან ერთად გამოიყოფა.

12. ყაბზობა, დიარეა და ნაწლავური სისხლდენა

ღვიძლის მძლავრი დაზიანების შემთხვევაში, ზიანდება ნაწლავური ტრაქტიც. სისხლის მაღალი წნევა ღვიძლის ვენებსა და არტერიებში იწვევს სისხლძარღვების გახეთქვას. მას მოჰყვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენაც. ეს, შეიძლება, მოხდეს როგორც კუჭში, ისე ნაწლავებსა და საყლაპავ მილში.

თუ ღვიძლში სიმსივნე ვითარდება, წარმოიქმნება ჰორმონები, რომლებიც სხვა შინაგან ორგანოებზე მოქმედებს. ჰორმონები მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და იწვევს ქრონიკულ კონსტიპაციას(ყაბზობას). ღვიძლის სიმსივნეზე, ხშირ შემთხვევაში, მიგვითითებს ქრონიკული დიარეის არსებობაც.

ვინაიდან და რადგანაც, ღვიძლის დაავადებათა დიდი ნაწილი ცხოვრების არასწორი წესითაა გამოწვეული, პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობისა და კვების რეჟიმში ცვლილებების შეტანა.

პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს მავნე ჩვევებზე უარის თქმა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვაც(A ჰეპატიტის პროფილაქტიკა).

ალკოჰოლი, ცხიმიანი საკვები, ქიმიური დანამატები საკვებ პროდუქტში, მედიკამენტები – ეს ჩვენი ღვიძლის მტრების არასრული ჩამონათვალია. მოერიდეთ მათ მოხმარებას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს