როგორ უნდა გაიზომოთ წნევა ტონომეტრით ისე, რომ შედეგი მაქსიმალურად ზუსტი იყოს? როგორც მაღალი, ასევე დაბალი არტერიული წნევა ადამიანის თვითშეგრძნებასა და, შესაბამისად, განწყობაზე ძლიერ გავლენას ახდენს.
ბევრი აღნიშნავს, რომ თუ ტონომეტრის მანჟეტს ჯერ მარცხენა ხელზე გაიკეთებთ, შემდეგ მარჯვენა ხელზე, შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს. არ შეგეშინდეთ, ეს ნორმალურია, თუმცა გარკვეული დეტალები არსებობს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები გირჩევთ პერიოდულად წნევა ორივე ხელზე გაიზომოთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წნევა ორივე ხელზე გაიზომოთ.
წნევის გაზომვა ტონომეტრით
ადამიანის არტერიული წნევა
ზრდასრული ადამიანის ნორმალურ არტერიულ წნევად 120/80 მმ ვწყ სვ მიიჩნევა. თუმცა ჩვენ, ყველა უნიკალურები ვართ, ამიტომ მხოლოდ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობა არ ღირს.
იმის გასაგებად, თუ გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაში რომელი არტერიული წნევა ითვლება ნორმად, საკმარისია ჩვენს ცხრილს გადახედოთ.
გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკი
რატომ გვირჩევენ ექიმები წნევის მარჯვენა და მარცხენა ხელებზე გაზომვას? საქმე იმაშია, რომ თუ შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანი შეიძლება იყოს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც 50 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს.
გაირკვა, რომ პაციენტთა 53%–ს მარჯვენა და მარცხენა ხელებზე წნევის მაჩვენებლი 10 მმ ვწყ სვ–თი განსხვავებული ჰქონდათ, ხოლო პაციენტთა 19%–ში სხვაობა 20 მმ ვწყ სვ–ს შეადგენდა. ამასთან თითოეული 1 მმ ვწყ სვ სხვაობა დაავადების რისკს 1 %–თ ზრდის.
როგორ მოვიქცეთ, თუ მარჯვენა და მარცხენა ხელებზე წნევა განსხვავდება?
პირველ რიგში, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაანალიზოთ.
1. ასაკი
ხშირად წნევებს შორის სხვაობა მოზარდობის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში ვლინდება.
2. სხვაობის სიდიდე
10 მმ ვწყ სვ–ს ფარგლებში სხვაობა ნორმად ითვლება, მაგრამ მისი ზრდა პათოლოგიების რისკს ზრდის.
3. მემარჯვენე ან მემარცხენე
სამუშაო რუკაზე წნევის მატება ნორმად ითვლება. სხვაობა შეიძლება მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად წარმოიქმნას.
4. ნორმასთან შესაბამისობა
გართულებების ალბათობა მაღალია, თუ ერთ ხელზე წნევა ნორმის ფარგლებშია, ხოლო მეორე ხელზე შემცირებული. სიტუაცია, როცა ერთ ხელზე წნევა ნორმაშია, ხოლო მეორე ხელზე მაღალი, არც ისე საშიშია.
შეჯამება: 10 მმ ვწყ სვ სხვაობა საშიში არაა, ასეთი შედეგი გამოკვლეული პაციენტების ნახევარზე მეტს აღენიშნებოდა. თუ სხვაობა 20 ან მერ მმ ვწყ სვ–მდე ადის, დაუყონებლივ ექიმთან კონსულტანცია უნდა გაიაროთ.