მარინადის ძმრიანი წვენი მხოლოდ ბოსტნეულის კონსერვაციისთვის არ გამოიყენება და თუ აქამდე ამ წვენს ღვრიდით, დროა შეჩერდეთ! დღეს მოგითხრობთ თუ როგორ შეიძლება ამ წვენის კულინარიასა და ყოფაცხოვრებაში გამოყენება.
სასმელი
ეს საშუალება ბახუსის საწინააღმდეგო საშუალებაა. ამერიკლი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მარინადის წვენი ახალი სუპერ-საკვებია რომელიც მოდური ჩიას მარცვლების, სპირულინასა და გოჯის მსგავსად ძალიან სასარგებლოა. ის ბერ ელექტროლიტებს შეიცავს, გაცილებით მეტს ვიდრე სპორტული საკვები რომელიც ორგანიზმს გაუწყლოვნებისგან იცავს.
მარინადი
მარინადის წვენი ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის დასამარინადებლად შეგიძიათ გამოიყენოთ. სცადეთ ამსში ნახევარ-რგოლებად დაჭრილი ხახვი ან სტაფილო დაამარინადოთ. წვენის გამოყენება წვნიანებსა და სალათებში შეგიძლიათ – სანალაბლების სახით. მისით დამზადებული პიურე უგემრიელესი გამოდის.
საწმენდი საშუალებები
მარინადის წვენით შეგიძლიათ ნიჟარა, მეტალის ნიჟარა ან ტაფა გაწმინდოთ. ჩაიდანში მარინადის წვენი წამოადუღეთ, შემდეგ კი 2-3-ჯერ სუფთა წყალი წამოადუღეთ. ცხელი წვენი ჭუჭყიან დაფაზე დაასხით და დატოვეთ გაგრილებამდე. ასევე შეგიძიათ ნიჟარის გაწმენდაც. ძმრის შემადგენლობის წყალობით წვენი იოლად უმკლავდება ჭურჭლის ცხიმისა და ნადებისგან გათავისუფლებას. მისით ქრომირებული ონკანების გაპრიალებაც შეგიძლიათ.
სასუქი
ზოგიერთი მცენარე თავს კარგად გრძნობს მჟავიან ნიადაგში. თუ რაფაზე ან ბაღში აზალია, ჰორტენზია ან ია გყავთ შეგიძიათ ის მარინადის წვენით გაანოყიეროთ.
როგორც ხედავთ მარინადის წვენი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია რომელიც შეიძება ნებისმიერ მომენტშ გამოგადგეთ. აუცილებლად გამოიყენეთ ის ამ სტატიაში ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი დანიშნულებით.