ცომეული ყველას უყვარს, როგორც უფროსებს ასევე პატარებსაც. ძალიან რთულია არომატულ ტკბილეულზე უარის თქმა. ზოგჯერ გამოცდილ დიასახლისებსაც მომზადებული ცომეულის შედეგი მოლოდინის მსგავსი არ არის ხოლმე. ამ სტატიაში ფუმფულია ცომის მომზადებას გასწავლით.
კარაქი
იმისთვის, რომ გემრიელი ცომი გამოგივიდეთ – კარაქი აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე გაათბეთ. აჯობებს ის მაცივრიდან წინა ღამით გამოიღოთ. კარაქი ცომს ყველაზე ბოლოს უნდა შეაზილოთ. ისიც გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ცხიმს იყენებთ ცომში, მით უფრო ნაკლები სიტხე უნდა გამოიყენოთ.
ქათმის კვერცხი
თუ საფუარზე დამზადებული ცომი გაქვთ, კვერცხი ცილად და გულებად დაყავით. თავიდან ჯერ გულები დაუმატეთ. ისინი ცომს უფრო ფუმფულას გახდიან. მოზელვის ბოლოს კი ცილა გამოიყენეთ.
შაქარი
აჯობებს შაქარი ზომიერად გამოიყენოთ. ბევრ შაქართან საფუარი კარგად არ იხსნება და ტკბილეული ნაკლებად ფუმფულა და რბილი გამოვა.
სოდა
მზარეულები გვირჩევენ საკვები სოდა არ გამოვიყენოთ. მას ძირითადად ძმრის ჩასაქრობად იყენებენ თუმცა აჯობებს ცომში გამაფხვიერებელი დაუმატოთ და ფქვილთან ერთად გაცრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძს უსიამოვნო მომწარო გემო ექნება.
ხორბლის ფქვილი
ცომის მოზელის წინ ფქვილი აუცილებლად გაცერით. ეს ცომში სხვადასხვა ზედმოტობების მოხვედრას შეუშლის ხელს.
ინგრედიენტების ტემპერატურა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცომის ყველა ინგრედიენტი ოთახის ტეპერატურის იყოს. ამიტომ ცომის მოზელისთის ყოველთვის წინასწარ მოემზადეთ. თუ ცივ პროდუქტებს გამოიყენებთ ცომი არ გაფუვდება.
იმედი გვაქვს ამ სტატიაში თქვენთვის საინტერესო ერთი ინფორმაცია მაინც იპოვეთ. ფუმფულა ფუნთუშებსა და გემრიელ ღვეზელებს გისურვებთ!