ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, შეიძლება თუ არა კეფირის დალევა? როგორც წესი ამ პროდუქტთან დაკავშირებული კითხვები იშვიათად ჩნდება ხოლმე, რადგან მისი სარგებლიანობის შესახებ ყველამ იცის და მისი გამოყენება უამრავ კერძშიც შეიძლლება რადგან უნივერსალურ პროდქტად ითვლება.
დღეს Paparazzi-ს რედაქცია კეფირის შესახებ უფრო მეტს მოგითხრობთ. ამ სტატიაში რძემჟავა პროდუქტის ძირითად უპირატესობებზე ვისაუბრებთ. გარდა ამისა შემოგთავაზებთ კეფირის უჩვეულო სასმელებს რომლებიც თავიანთი უჩვეულო თვისებებით გაგაოცებენ.
შეიძლება თუ არა კეფირის დალევა
პირველ რიგში კეფირის დადებით თისებებზე ვისაუბრებთ. იცოდით, რომ კეფირს დაღლილობის მოხსნა შეუძლია? მოკლედ რომ ვთქვათ ზამთრის სუსხიან დღეს, თილ ღუმელთან განმარტოვება და მოდუნება არა მხოლოდ ჩაის ან კაკაოს ჭიქით არამედ კეფირითაც შეგიძლიათ.
პრობიოტიკებისა და ვიტამინების მიღების მიზნით სპეციალისტები კეფირის მიღებას მოწიფულია ასაკის ხალხს ურჩევენ და აი რატომ:
კეფირის გამოყენება კარიესის მოშორებისა და იმუნიტეტის გამაგრების მიზნითაც შეიძლება. ის ერთ-ერთ მაღალმოთხოვნად ცხიმ-მწველ პროდუქტსაც წარმოადგენს. როდესაც რამდენიმე ჭარბი კილოგრამის მოკლებაზე იწყებთ ფიქრს, მაშინვე კეფირი გვახსენდება.
თუმცა აქ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. გახსოვდეთ, რომ წონის კლების პროცესშიც კი, რაციონი დაბალანსებული უნდ აიყოს. არ შეიძლება მხოლოდ კეფირის სმა და სასწაულის მოლოდინში ყოფნა. ამგვარად მხოლოდ ავნებთ თქვენს ორგანიზმს. კეფირის სადღეღამისო ნორმა – ზრდასრული ადამიანისთვის 200-400 მილიგრამს არ უნდა აჭარბებდეს.
იმისთვის, რომ ყოველდღიური რაციონი მრავალფეროვანი გავხადოთ კეფირის 3 სხვადასხვა სასმელს შემოგთავაზებთ, რომლებიც სხვადასხვა ინგრედიენტების მოიცავენ და შემადგენლობის მიხედვით მათი სარგებლიანობაც იცვლება.
კეფირი წიწიბურით
აქ 1 თეფში წიწბურა და ჭიქა კეფირი არ იგულისხმება. ვგულისხმობთ კეფირისა და წიწიბურის კოქტეილს. ის ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდს და ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს. შესაბამისად ჭარბ კილოგრამებთან გამომშვიდობებაც მოგიწევთ.
მაშ ასე, დაგჭირდებათ დაბალპროცენტიანი კეფირი და წიწიბურის ფქვილი. აურიეთ 200 მილიგრამი კეფირი და 1 სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი. გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ მოურიეთ და დალიეთ. წიწიბურას ფქვილის გაკეთება სახლის პირობებშიც შეიძლება. ამისთვის მოხალეთ წიწიბურა, შემდეგ ყავის საფქვავში დაფქვით და გაცერით.
კეფირი სანელებლებით
ეს სასმელი არა მხოლოდ თავისი უჩვეულო არომატით გაგაოცებთ არამედ თვქენს საკვების მომნლებელ პროცესებსაც ნორმაში მოიყვანს. მომზადებას რამდენიმე წუთი დაჭირდება. აურიეთ 250 მილიგრამი კეფირი, 0,5 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა და დარიჩინი, მწიკვი წითელი ცხარე წიწაკა. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ ხსნარი ბლენდერში ათქვიფოთ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.
კეფირი ჭარხლით
ასეთი სასმლისთვის თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მადლობას გეტყვით. დაგჭირდებათ 150 გრამი მოხარშული ჭარხალი, რამდენიმე ტოტი კამა და რამდენიმე მწვანე ხახვი. ყველა ინგრედიენტი ბლენდერის მეშვეობით დაფქვით და 250 მილიგრამ კეფირს შეურიეთ. შესანიშნავი შინაურული სასმელი მზად არის.
ახლა უკვე იცით, თუ როგორ უნდა გაამრავალფეროვნოთ კეფირის გემო, იმედი გავქვს ჩვენმა რეცეპტებმა დაგაინტერესათ და აუცილებლად გამოცდით მათ.