ჩვენ ზრაზს ხშირად ვამზადებთ კარტოფილით, შიგთავსისთვის ვიყენებთ ხორცს, კვერცხს, სუბპროდუქტებს ან დაჭრილ მწვანილს. ამავდროულად, ზრაზი ფარშიდან იშვიათად გვხვდება. ხოლო ზრაზი, რომელიც მარტივად და სწრაფად მზადდება, კიდევ უფრო იშვითად.
ამ სამწუხარო უსამართლობის გამოსასწორებლად „პაპარაცი“ გთავაზობთ ზარმაც ქათმის ზრაზის რეცეპტს.
ზრაზი ფარშიდან
ინგრედიენტები:
- 400 გრ ქათმის ფარში
- 2 მოხარშული კვერცხი
- 1 მდნარი ყველი
- 50 გრ ცხიმიანი ნაღები
- 0,5 ჩ/კ მარილი
- მწიკვი წიწაკა და კარი
- 3-4 ს/კ ფქვილი
- 5-6 ს/კ ზეთი შესაწვავად
მომზადება:
1. ქათმის ფარშს ნაღები, კარი, წიწაკა და მარილი აურიეთ.
2. ფარშს მდნარი ყველი და კვერცხი ჩაახეხეთ.
3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
4. ხელები წყალში დაისველეთ, რომ ფარში ხელზე არ მიგეკვრათ.
5. მიღებული მასიდან კოტლეტები გააკეთეთ.
6. ფქვილში ამოავლეთ და საკვებ პარკზე დააწყვეთ.
7. ზრაზები ზეთში 5-6 წუთით ერთი მხრიდან შეწვით. შემდეგ გადააბრუნეთ, ტაფას თავსახური დაახურეთ და კიდევ 5 წუთით შეწვით.
8. ზრაზი ფარშიდან მზადაა. გააგრილეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
როცა ბოშა ქალი კერძს ამზადებს, შედეგში ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს. ქათმის კოტლეტებმა ეს მხოლოდ დაამტკიცა, წარმოუდგენლად გემრიელი და ნაზი გამოვიდა. შიგთავსი არ აქვს, მაგრამ უფრო მარტივად მზადდება და ამიტომ ზარმაც ზრაზს უწოდებენ!