ბოშური კერძი რომლის გასინჯვის შემდეგ ნებისმიერი სტუმარი მადლობას გეტყვით

0
1484

ამ სტატიაში ტაფაზე გამომცხვარი ხაჭოს კვერების რეცეპტს გასწავლით მათ მოლდავეთში პლაცინდებს უწოდებენ. ეს კერძი უმარტივესია და უგემრიელესია!

ჩემი ბებია მოლდავეთში ცხოვრობდა, მართალია ის ადგილობრივი არ იყო მაგრამ, მსგავს პლაცინდებს თვეში რამდენჯერმე აცხობდა. მათი უგემრიელესი სურნელი მთელს სახლს და ეზოს ეფინებოდა. საბედნიეროდ მისი რეცეპტი ვიპოვე და ამ გემრიელობას მეც ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • 500 გრამი ფქვილი
  • 300 მილიგრამი მდუღარე წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი
  • 6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 100 გრამი კარაქი
  • 3 ჩაის კოვზი სახამებელი
  • 200 გრამი ხაჭო
  • 1 ცალი კვერცხი
  • მწვანილი

მომზადების წესი

1. აადუღეთ წყალი. 300 მილიგრამ ადუღებულ წყალში ჩაის კოვზი მარილი და 1 შეკვრა გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. მირებულ ხსნარს ჟამში გადაასხვათ და 500 გრამ ფქვილს დაუმატებთ

Photo credit: YouTube

 

2. ცომი კოვზით მოზილეთ და არ დაგავიწყდეთ პროცესში სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატოთ. ახლა შეგიძიათ ხელით ზელა გააგრძელოთ. მიღებული ცომი სამ ნაწილად დაყავით და 5 წუთით დაასვენეთ.

Photo credit: YouTube

3. აიღეთ დიდი ბრტყელი თეფში და მასზე ცოტაოდენი ზეთი დაასხით. ცომის ყოველ ნაწლს ზეთი შეაზილეთ და გააბრტყელეთ. დადეთ თეფშზე. როდესაც სამივე ცომს გააბრტყელებთ და ზეთს შეაზელთ იდინი ერთმანეთზე დაალაგეთ და ცელოფანი გადააფარეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ.

Photo credit: YouTube

4. ამ დროს შეგიძლიათ გულსართი მოამზადოთ. მისთვის 200 გრამი ხაჭო და თქვენი გემოვნებით შერჩეული სხვადასხვა მწვანილი დაგჭირდებათ. ისპანახი, კამა და ქინძი – ყველას ჯობია. კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და მარილით შეზავებულ ხაჭოს შეაზილეთ.

Photo credit: YouTube

5. ახლა დროა ყველაზე რთული ოპერაცია ჩავატაროთ. მაგიდის ზედაპირზე ცომის გააბრტყელეთ ისე, რომ ის პრაქტიკულად გამჭვირვალე გახდეს. კიდეები საბრტყელებელით შეუსწორეთ.

Photo credit: YouTube

6. ახლა ხელში ცოტაოდენი კარაქი მოითავსეთ და ცომს კარგად წაუსვით, ეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ ცომი არ დაიხეს. აიღეთ სახამებელი და ცომის ზედაპირს მოაყარეთ. ამის შემდეგ ცომი ორაგდ გადაკეცეთ.

Photo credit: YouTube

7. ცომს ხაჭო და მწვანლი მოაყარეთ მაგრამ ძალიან სქლად არა და ცომი რულეტად გადაახვიეთ.

Photo credit: YouTube

8. რულეტი ლოკოკინის მსგავსად მოახვიეთ და ოდნავ გააბრტყელეთ. პროცედურა დარცენილ ორ ცომთანაც გაიმეორეთ და ამის შემდეგ მათ კვერცხი გადაუსვით და ტაფაზე ან ჟარუნაზე დადეთ.

Photo credit: YouTube

9. ქურა 200 გრადუსამდე გააცხელეთ და კვერები 35 – 40 წუთი აცხვეთ.

Photo credit: YouTube

Paparazzi-ს რედაქცია

ასეთი მარტივია მოლდავური პლაცინდები მომზადება. მისი მომზადება მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. მათი გულსართის შეცვლა თქვენი გემოვნებისამებრ შეიძლება და მას ზოგჯერ ტკბილი გულსართითაც ამზადებენ. შედეგები შეგიძიათ კომენტარებში გავიზიაროთ. გემრიელად მიირთვით!