სტერეოტიპი, რომ არასრული ოჯახში შვილები ნაკლებად ბედნიერები გაიზრდებიან, უკვე დავიწყებას მიეცა. დამეთანხმეთ, მთავარია ბავშვი უყვარდეთ და სითბოს აძლევდნენ. თუნდაც ეს მხოლოდ ერთმა მშობელმა გააკეთოს, ბავშვი ამით ნაკლებ სიყვარულში არ გაიზრდება.
მართალია, ბავშვების მარტო გაზრდა მარტივი არაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახი დროებით მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის. როგორ გამოკვებოთ ბავშვები და მათ საკმარისი დრო დავუთმოთ? ჩვეულებრივ, ამ დროს ნათესავები გვეხმარებიან. მაგრამ დღევანდელი სტატიის გმირის ისტორია განსხვავებულია. „პაპარაცი“ გიამბობთ ერთი ქალის ისტორიას, რომელმაც ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდა.
ბავშვები არასრული ოჯახებიდან
„გარეთ მკაცრი 90-იანები მძვინვარებდა, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა. ვხვდებოდი, თუ რა მელოდა 2 პატარა შვილთან ერთად. თავიდან მეშინოდა, მაგრამ ბავშვების პაწაწინა თვალები რწმენას და იმედს მაძლევდნენ. ვინ შეძლებს მათ დახმარებას ჩემს გარდა?
ამ ფიქრმა ჩემს თავში გაიელვა და ყოველდღე ბრძოლის ძალას მაძლევდა. როცა იმ დროს ვიხსენებ, ვერ ვიჯერებ, რომ ბავშვებთან ერთად ეს დრო გადავლახე. იყო დრო, როცა „ცარიელი“ მაკარონის გარდა არაფერი გვქონდა. პატარების გამოსაკვებად ხშირად თავად არ ვჭამდი, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო: მთავარია, ბავშვებს არ ეშიმშილათ.
სირთულეების მიუხედავად, ნათესავებისთვის დახმარება არასდროს მითხოვია. წუწუნი და ჩვენი პრობლემების მოყოლა არ მსურდა. შესაძლოა, მართალი არ ვარ, მაგრამ ჩემი სისუსტის ჩვენება არ მსურდა. თან, ეს სისუსტე არ იყო. დილიდან დაღამებამდე ვმუშაობდი და მთელ დანარჩენ დროს შვილებს ვუთმობდი.
მათი ფეხზე დაყენება შევძელი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს! შემდეგ უნივერსიტეტში თავად ჩააბარეს და პრესტიჟული სამსახური დაიწყეს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენი ცხოვრება რომელიღაც ფილმის სცენარია. მაგრამ სასწაულები ხომ ხდება.
ახლა ნათესავები მსაყვედურობენ, რომ ბავშვებს არ მივეცი ყველაზე მთავარი, ბედნიერი ბავშვობა. „ბავშვებმა არ იცოდნენ, თუ რა იყო ხილი და კანფეტები! დიახ, ჩვენც მოკრძალებულად ვცხოვრობდით, მაგრამ ტომარა კარტოფილის მოტანა შეგვეძლო! სიამაყე მთელი ცხოვრება ხელს გიშლიდა!“ – დღემდე იმეორებს ჩემი მული.
ყველაზე სასაცილოა ის, რომ არასდროს აინტერესებდათ როგორ ვცხოვრობდი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კავშირი თითქმის გავწყვიტეთ. ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი. ახლა კი აცხადებენ, რომ დახმარება უნდა მეთხოვა. მართალია, მეშინოდა, დახმარება რომ მეთხოვა, შემდეგ მთელი ცხოვრება მათ ვალში ვიქნებოდი.
იქნებ, მართალი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჩემი შვილები ბედნიერები არიან. კარგ და პატიოსან ადამიანებად აღვზარდე. ღარიბულად ვცხოვრობდით, მაგრამ სიყვარული, ურთიერთგაგება და სითბო გვანაყრებდა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი საყვარელი შვილები ამის შენარჩუნებას შეძლებენ. დაე, ნათესავებმა პრეტენზიების გამოთქმა გააგრძელონ“.
რედაქციისგან
ამაყი, მარტოხელა დედა, რომელმაც 2 შვილი გაზარდა, პატივსაცემია. ნათესავებისგან დახმარების არ მოთხოვნა – მისი არჩევანია და უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა ჩნდება ერთი კითხვა: სად იყვნენ ნათესავები ადრე და რატომ არ ინტერესდებოდნენ უბედური ქალის ცხოვრებით? მით უმეტეს, იცოდნენ, რომ დაქვრივდა.
როგორც ჩანს, ამ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ყველაფერი მარტივად არაა. მთავარია, რომ კარგად მოგვარდა. ეს ამბავი ადასტურებს, რომ ბავშვები არასრული ოჯახებიდან შეიძლება უფრო წარმატებულნი და ბედნიერები იყვნენ. დაე, ასეთი ბევრი ისტორია იყოს!
მოგვწერეთ, დედის პოზიციას ამ შემთხვევაში მხარს უჭერთ თუ არა? შესაძლოა, მსგავს პრობლემასთან შეჯახება თავად მოგიწიათ. კარგი იქნება, თუ თქვენს გამოცდილებას გაგვიზიარებთ.